27 სექტემბრიდან 20 ნოემბრამდე საქართველოს დედაქალაქი მასპინძლობს ტრიესტის ძველი ხელოვნების გალერეაში დაცული არაჩვეულებრივი ნამუშევრების ექსპოზიციას “ფერი ტინტორეტოდან კანალეტომდე”. “მნახველს ელის ექსკურსი დროში, სივრცესა და სახვითი ხელოვნების სხვადასხვა სტილში. ეს მიმზიდველი ექსპოზიცია მოიცავს იტალიური მხატვრობის სამ საუკუნეს, გვიანდელი რენესანსიდან მე-18 საუკუნის დასასრულამდე,” – განმარტავს იტალიის ელჩი ანტონიო ბარტოლი.
იაკოპო რობუსტი, იგივე ტინტორეტო
მამაკაცის პორტრეტი
ზეთი, ტილო, დაახლ. 1550
საქართველოს ეროვნულ გალერეაში წარმოდგენილ გამოფენაზე თავმოყრილია ტინტორეტოს, გუერჩინოს, ბერნარდო სტროცის, ანტონიო კანალეტოს, ჯოვან ლორენცო ბერნინისა და სხვა ფერმწერების 55 სურათი. მნახველს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს იმ ეპოქის ჩრდილოეთ იტალიაში არსებულ ფერწერის ძირითად სკოლებს, ბოლონიიდან (ჯუზეპე მარია კრესპი) გენუამდე (ჯოვანი ბატისტა პაჯი, ჯოაკინო ასერეტო, ჯოვანი ფრანჩესკო კასტილიონე), ლომბარდიიდან (პიერ ფრანჩესკო მაცუკელი და პიერ ფრანჩესკო ჩიტადინი) ვენეტომდე (ბონიფაჩო დე’ პიტატი, კარლო კალიარი, ფრანჩესკო მაფეი, ნიკოლა გრასი).
ბონიფაჩო დე’ პიტატის წრის უცნობი მხატვარი
მადონა ყრმით, წმ. დოროთეასა და წმ. კატერინასთან ერთად
ზეთი, ტილო, დაახლ. 1540-1550
ექსპოზიცია დამთვალიერებელს სთავაზობს იმდროინდელი მხატვრობის სტილებისა და ჟანრების (პორტრეტის, პეიზაჟისა და ნატურმორტის) ვრცელ პანორამას. ისტორიული, ალეგორიულ-რელიგიური და მითოლოგიური თემატიკის ფერწერის გარდა, აქ წარმოდგენილია ყოფის ამსახველი სცენები და ასევე, ანტონიო კანალეტოს ოთხი ესკიზი.
ლორენცო ლიპი
წმ. ფრანჩესკო და ანგელოზი
ზეთი, ტილო, XVII საუკუნე
ექსპოზიცია “ფერი ტინტორეტოდან კანალეტომდე” პროგრამა “Vivere ALL’italiana”-ს ნაწილს შეადგენს, რომლის ფარგლებშიც ჩატარებული გამოფენები საქართველოში 150.000-ზე მეტმა დამთვალიერებელმა მოინახულა. ეს ღონისძიება ორი ქვეყნის ისტიტუციებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია. იტალიური მხრიდან ეს ინსტიტუციებია: საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო და იტალიის საელჩო თბილისში, ქართული მხრიდან კი – განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს ეროვნული მუზეუმი. ამ გამოფენის ჩატარება საქართველოში ხორციელდება იტალიურ კომპანია Glocal Project Consulting-თან ერთად.
ანტონიო კანალი, იგივე კანალეტო
რომის ხედი სან გრეგორიო ალ ჩელიოს ეკლესიით
დეტალური ინფორმაცია გამოფენისა და ექსპონატების შესახებ:
გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები
ექსპოზიციის თემატიკა
ტრიესტის ძველი ხელოვნების ეროვნული გალერეა
სტატიები და სიუჟეტები:
კვირა – სტატია, 23.09.2019
Georgia Today – სტატია, 23.09.2019
Georgian Times – სტატია, 23.09.2019
Tbilisi Today – სტატია, 23.09.2019
საქართველოს ეროვნული მუზეუმი – პრესრელიზი, 24.09.2019
AISE – სტატია, 24.09.2019
იმედინიუსი – სტატია, 25.09.2019
რადიო Jako FM – სტატია, 25.09.2019
არტნიუსი – სტატია, 25.09.2019
Sputnik-Georgia – სტატია, 25.09.2019
ინტერპრესნიუსი – სტატია, 25.09.2019
ნეტგაზეთი – სტატია, 25.09.2019
Allmedia – სტატია, 25.09.2019
ეSპერსონა – სტატია, 25.09.2019
PIA – სტატია, 25.09.2019
TV საზოგადოებრივი მაუწყებელი – სიუჟეტი, 26.09.2019
TV მაესტრო – სიუჟეტი, 26.09.2019
თვალსაზრისი – სტატია, 26.09.2019
Artgeorgia – სტატია, 26.09.2019
Vestnik Kavkaza – სტატია, 26.09.2019
ინტერპრესნიუსი – სტატია II, 27.09.2019
The Messenger – სტატია, 27.09.2019
TV იმედი – სიუჟეტი, 27.09.2019
TV პირველი – სიუჟეტი, 27.09.2019
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო – პრესრელიზი, 27.09.2019
Guardian – სტატია, 27.09.2019
ინფო-თბილისი – სტატია, 27.09.2019
NewsGeorgia – სტატია, 27.09.2019
AGCult – სტატია, 27.09.2019
Argumenti I Fakti – სტატია, 19.11.2019