ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

საელჩოდან

შეიყვანეთ თქვენი საძიებო პარამეტრები
Reset
28 იანვარი 2019
ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამა იტალიაში სწავლის მსურველთათვის

ამოქმედდა ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამა იტალიაში სწავლის მსურველთათვის, რომელიც იტალიის უნივერსიტეტების რექტორთა საბჭოსა (CRUI) და განათლების საერთაშორისო ცენტრს (IEC) შორის გასული წლის ივლისში ხელმოწერილი მემორანდუმის საფუძველზე ხორციელდება. განათლების საერთაშორისო ცენტრში გაიმართა იტალიურ-ქართული სასტიპენდიო პროგრამის პრეზენტაცია. პროგრამა განკუთვნილია ქართველი სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ სწავლის გაგრძელება იტალიურ უმაღლეს სასწავლებლებში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე. უკვე არსებობს, როგორც იტალიის საგარეო საქმეთა […]

Წაიკითხე მეტი
25 იანვარი 2019
21-ე საუკუნის მუზეუმები. სემინარი სერიიდან “ახალი ტექნოლოგიები და კულტურული მემკვიდრეობა: იტალიური გამოცდილება”

იტალიის საელჩო საქართველოში, იტალიის კვლევების ეროვნულ საბჭოსთან და ქართულ ინსტიტუციებთან (საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან) თანამშრომლობით მართავს სემინარს თემაზე “21-ე საუკუნის მუზეუმების დაპროექტება და მართვა”. სემინარი ჩატარდება ორშაბათს, 28 იანვარს (დასაწყისი: 10:00სთ, რეგისტრაცია: 9:30სთ) საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიუმში (ფურცელაძის ქ. 1). “თხრობა, ემოციების აღძვრა, ინფორმაციის გადაცემა, განათლება, პროცესებში ჩართვა. […]

Წაიკითხე მეტი
8 იანვარი 2019
იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და ციფრული პლატფორმა Zooppa.com-ის ერთობლივი კონკურსი “Vivere all’italiana… a modo tuo!”

იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო, ციფრულ პლატფორმა Zooppa.com-თან თანამშრომლობით, აცხადებს კონკურსს “Vivere all’italiana… a modo tuo!”, რომელშიც მონაწილეობის მიღება იტალიელ და უცხოელ ახალგაზრდებს შეუძლიათ. მოკლემეტრაჟიანი ვიდეორგოლების მეშვეობით, მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ კონცეფციის “იტალიური ცხოვრების წესი” საკუთარი ორიგინალური და ინოვაციური ხედვა. ინტერვიუს, რეპორტაჟისა თუ დოკუმენტური ჩანახატის ფორმატის მქონე ვიდეორგოლის ხანგრძლივობა 40-დან 120 წამს შეადგენს. ექვსი […]

Წაიკითხე მეტი
27 დეკემბერი 2018
Scholarships at the University of Bologna

The University of Bologna offers following opportunities for international students who wish to register for a First or Single Cycle Degree Programme (deadline: April 2019) or a Second Cycle Degree Programmes (deadline: March 2019) for A.Y. 2019/20: study grants of €11,000 gross (Unibo Action 2); tuition fee waivers (Unibo Action 1). Unibo Actions 1&2 are […]

Წაიკითხე მეტი
21 დეკემბერი 2018
ღონისძიებები, რომლებიც საელჩოს ორგანიზებით ან მხარდაჭერით გაიმართა

ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე2018 წლის 26 იანვარიიტალიური სკოლა “ცისკარი” ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, ჩვენმა საელჩომ, იტალიურ სკოლა “ცისკართან” თანამშრომლობით, გამართა რობერტო ფაენცას ფილმის “ანიტა ბ” ჩვენება, რომელიც გადაღებულია ედიტ ბრუკის რომანის “ცაში რამდენი ვარსკვლავია” მიხედვით. მიქელანჯელო და სიქსტეს კაპელა. გრაფიკული ნამუშევრები2018 წლის 2 თებერვალი – 3 აპრილიდიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა […]

Წაიკითხე მეტი
19 დეკემბერი 2018
საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი “Meliora 2018”

იტალიის საელჩომ მონაწილეობა მიიღო საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის “Meliora 2018” გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიაში. ელჩის მოადგილემ სტეფანო კრეშენციმ ჯილდო გადასცა კომპანიას, რომელმაც კატეგორიაში “სექტორთა პარტნიორობა – გაზიარებული პასუხისმგებლობა” გაიმარჯვა საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით განხორციელებული სოციალურად სარგებლიანი საუკეთესო პროექტისთვის. “კომპანიისა და სამოქალაქო საზოგადოების ურთიერთთანამშრომლობა და პარტნიორობა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და ადგილობრივი თემების მდგრადი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია ჯანსაღი, ინკლუზიური და […]

Წაიკითხე მეტი
14 დეკემბერი 2018
დიდი იტალიელი რეჟისორის ბერნარდო ბერტოლუჩის გახსენება

19 დეკემბერს ჩვენი საელჩო, “სკოლა – Skola Creative Community Space“-სთან თანამშრომლობით, წარმოგიდგენთ მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი რეჟისორის, ახლახან გარდაცვლილი ბერნარდო ბერტოლუჩის ფილმის “სიკვდილი ცელით” ჩვენებას. სადებიუტო ფილმი ბერტოლუჩიმ ოცდაერთი წლის ასაკში, შორეულ 1962 წელს გადაიღო. მოქმედება ომის შემდგომ რომში ხდება: მიმდინარეობს მეძავის მკვლელობაში ეჭვმიტანილთა დაკითხვა, რომლებიც მკვლელობის ღამეს მომხდარ ამბებს იხსნებენ, თუმცა მათი მონათხრობი ერთმანეთს […]

Წაიკითხე მეტი
5 დეკემბერი 2018
იტალიური პროდუქციის წარმატება ტრადიციულ საქველმოქმედო ღონისძიებაზე, თბილისის ზამთრის გამოფენა-გაყიდვაზე

იტალიის საელჩომ წელსაც, საკუთარი სტენდის მეშვეობით, მონაწილეობა მიიღო ზამთრის ტრადიციულ გამოფენა-გაყიდვაზე, რომელიც ყოველწლიურად ტარდება საქართველოს ქალთა საერთაშორისო ასოციაციის (IWA) ორგანიზებით. ამჯერადაც იტალიურმა სტენდმა, სპონსორების, დონორებისა და მოხალისეების დახმარებით, გამოფენა-გაყიდვაზე მოსულ სტუმრებს დაახვედრა მრავალფეროვანი იტალიური ნაწარმი: ყავა, შოკოლადი, ღვინო და ყველი, ასევე, საუკეთესო იტალიური ბრენდების ტანსაცმელი, კოსმეტიკა, სამკაულები და აქსესუარები. პროდუქციის გაყიდვიდან შემოსული თანხები სრულად მოხმარდება […]

Წაიკითხე მეტი
3 დეკემბერი 2018
იტალია თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო სტუმარია

3 დეკემბერს თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა. ფესტივალის სექციაში “ქვეყანა ფოკუსში – იტალია”, რომელიც ორგანიზებულია ჩვენი საელჩოს მხარდაჭერით, იტალია წარმოდგენილია რვა ფილმით (თითქმის ყველა ფილმი გადაღებულია 2018 წელს) და ერთი საკონკურსო ფილმით. ფესტივალს იტალიელი სტუმრებიც ესწრებიან. კინოჩვენებები, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ: 4 დეკემბერი – საკონკურსო ფილმი “ბიჭები ტირიან” რომის გარეუბანში მცხოვრები ორი მეგობრის ისტორიას მოგვითხრობს: […]

Წაიკითხე მეტი