იტალიის საელჩო წელსაც, საკუთარი სტენდის მეშვეობით, მონაწილეობას მიიღებს საახალწლო ტრადიციულ გამოფენა-გაყიდვაზე, რომელიც ყოველწლიურად ტარდება საქართველოს ქალთა საერთაშორისო ასოციაციის (IWA) ორგანიზებით. ამჯერადაც ჩვენთან წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა დონორების მიერ გულუხვად მოწოდებული “Made in Italy”-ს მრავალფეროვანი პროდუქცია: ყავა, შოკოლადი, ღვინო და ყველი, ასევე, საუკეთესო იტალიური ბრენდების ტანსაცმელი, კოსმეტიკა და აქსესუარები. ჩვენი სტენდი ყოველთვის ერთ-ერთი პირველი იყო შეგროვებული თანხების თვალსაზრისით, რომელიც სრულად ხმარდება IWA-ს ბავშვების, ქალებისა და ხანდაზმულების დახმარებისთვის გამიზნულ საქველმოქმედო პროექტებს.
ერთმანეთს შევხვდებით 30 ნოემბერს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, სასტუმრო “შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში”. გელოდებით!