მარადიული რომი: ქანდაკების 2000 წელი, ანტიკურ ხელოვნებასა და ნეოკლასიციზმს შორის
საქართველოს კვლავ სტუმრობს დიდი იტალიური ხელოვნება. კაპიტოლიუმის მუზეუმების არაჩვეულებრივი ანტიკური მოზაიკის შემდეგ, საქართველოს დედაქალაქი მასპინძლობს ექსპოზიციას “მარადიული რომი. რომაული ქანდაკების შედევრები დინო და ერნესტა სანტარელის ფონდიდან”. 11 დეკემბრიდან 29 თებერვლამდე საქართველოს ეროვნულ გალერეაში გამოფენილი იქნება 33 სკულპტურული ნამუშევარი, რომელიც შესანიშნავად წარმოაჩენს ქანდაკების მხატვრული თუ სტილისტური განვითარების ეტაპებს რომის რესპუბლიკის ხანიდან ნეოკლასიციზმის ეპოქამდე. “დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება, […]
Წაიკითხე მეტიშეტყობინება თანამემამულეებისათვის საჯარო კონკურსის შესახებ
იტალიის რესპუბლიკის “ოფიციალური მაცნეს” 2019 წლის 3 დეკემბრის სპეციალურ გამოშვებაში “კონკურსები და გამოცდები” გამოქვეყნდა შეტყობინება, რომელიც ეხება საჯარო კონკურსს სახელმწიფო პოლიციის მოხელეებისათვის პოლიციის კომისრის თანამდებობის დასაკავებლად (120 ადგილი). აღნიშნული კონკურსი გამოცხადდა პოლიციის ხელმძღვანელის, საჯარო უსაფრთხოების უწყების გენერალური დირექტორის 2019 წლის 2 დეკემბრის ბრძანებულების თანახმად. კონკურსის პირობების ნახვა შესაძლებელია ვებგვერდზე: WWW.POLIZIADISTATO.IT
Წაიკითხე მეტიმარადიული რომი. გამოფენილი ნამუშევრები
გამოფენილი ნამუშევრები რომაელი მოქანდაკემამაკაცის ბიუსტი ახ.წ. I-II სს. (გვიან ფლავიუსთა – ადრე ტრაიანელთა ხანა)საშუალომარცვლოვანი თეთრი მარმარილო მამაკაცს მოსავს ტუნიკა და ტოგა, რითაც ის რომაელ მოქალაქედ წარმოგვიდგება. იგი გამოსახულია მარჯვნივ მიმართულ მკვეთრ მოძრაობაში. რეალისტურადაა გადმოცემული მამაკაცის მოწიფული ასაკი, ხაზგასმული სახესა და კისერზე აღბეჭდილი ჩაღარული ნაოჭებით. ფიგურის ნაკვთების რეალიზმი, სახის ნებისყოფიან გამომეტყველებასთან ერთად, გამოარჩევს მას გვიანრესპუბლიკური […]
Წაიკითხე მეტიიტალიური სტენდი ტრადიციულ საქველმოქმედო ღონისძიებაზე, საახალწლო გამოფენა-გაყიდვაზე
იტალიის საელჩო წელსაც, საკუთარი სტენდის მეშვეობით, მონაწილეობას მიიღებს საახალწლო ტრადიციულ გამოფენა-გაყიდვაზე, რომელიც ყოველწლიურად ტარდება საქართველოს ქალთა საერთაშორისო ასოციაციის (IWA) ორგანიზებით. ამჯერადაც ჩვენთან წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა დონორების მიერ გულუხვად მოწოდებული “Made in Italy”-ს მრავალფეროვანი პროდუქცია: ყავა, შოკოლადი, ღვინო და ყველი, ასევე, საუკეთესო იტალიური ბრენდების ტანსაცმელი, კოსმეტიკა და აქსესუარები. ჩვენი სტენდი ყოველთვის ერთ-ერთი პირველი იყო შეგროვებული თანხების […]
Წაიკითხე მეტი25 November: International Day for the Elimination of Violence against Women
Italy reaffirms its firm commitment to fight all forms of discrimination and violence against women, which continues to be a serious and unacceptable obstacle to the enjoyment of women’s rights and to their full personal fulfillment. This is a priority commitment among the actions of our Country’s foreign policy that the Ministry of Foreign Affairs […]
Წაიკითხე მეტიბუნებისა და ნოსტალგიის პოეტის, ტონინო გუერას გახსენება
1984 წელს დაწერილი რომანი “თბილი წვიმა” ტონინო გუერამ “ყველა ქართველ მეგობარს და მათ მშვენიერ მიწა-წყალს” მიუძღვნა. დღეს კი ქართველები იხსენებენ იტალიელ პოეტს, მწერალსა და სცენარისტს, რომლის დაბადების ასი წლისთავი მომავალ წელს აღინიშნება. 20 ნოემბერს თბილისში წარმოდგენილი იქნება ქართველი რეჟისორის მიხეილ მრევლიშვილის ფილმი “გამარჯობა, ქარი ქრის”, რომელიც ჩვენი საელჩოსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის […]
Წაიკითხე მეტისაერთაშორისო გამოფენის Macfrut-ის პრეზენტაცია საქართველოში
უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენის Macfrut-ის პრეზიდენტმა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სამთავრობო ორგანიზაციებს, ხილ-ბოსტნეულის ბაზარზე მოქმედ უმსხვილეს ოპერატორებსა და ასოციაციებს გამოფენა Macfrut 2020 წარუდგინა. “ჩვენს გამოფენაზე, რომელიც გაისად 5-7 მაისს ქ. რიმინიში გაიმართება, დიდი ყურადღება იმ ქვეყნებს დაეთმობა, რომლებსაც საუკუნეების წინ მარკო პოლო ეწვია. იმედი გვაქვს, რომ გამოფენაზე საქართველო მრავალმხრივ იქნება წარმოდგენილი“, – აღნიშნა […]
Წაიკითხე მეტიშეხვედრა ბაროკოს დიდებული ეპოქის მუსიკასთან
უკვე ტრადიციად იქცა იტალიელ შემსრულებელთა მონაწილეობა თბილისის ბაროკოს ფესტივალზე, რომელიც ყოველწლიურად მასპინძლობს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ მუსიკოს-შემსრულებლებს და ანსამბლებს და მსმენელს სთავაზობს, ეზიაროს ბაროკოს ეპოქის მუსიკის ბრწყინვალე სამყაროს. ფესტივალი, რომელიც ამიერკავკასიის რეგიონში ბაროკოს მუსიკის ერთადერთი ფესტივალია, წელს უკვე მეხუთედ იმართება (13 ნოემბრიდან 13 დეკემბრამდე). დღეს, ფესტივალის გახსნით კონცერტზე, შოთა რუსთაველის სახელმწიფო დრამატული თეატრის მცირე დარბაზის სცენაზე, […]
Წაიკითხე მეტიპრასტოს ახალი სკულპტურა თბილისში
Omne vivum ex ovo (ლათ. “ყოველივე ცოცხალი კვერცხიდან ჩნდება”). თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ქართველი მოქანდაკის, პრასტოს (ვაჟა მიქაბერიძის) ახალი სკულპტურა N’Uovo გაიხსნა. თბილისში დაბადებული ეს უაღრესად საინტერესო ხელოვანი 1993 წლიდან იტალიაში ცხოვრობს და მუშაობს: თბილისის სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ, მან სწავლა ფლორენციაში, რიჩის აკადემიაში გააგრძელა. ამჟამად პიეტრასანტაში (ვერსილია) ცხოვრობს, რომელსაც ჯერ კიდევ საუკუნეების წინ დიდი […]
Წაიკითხე მეტისაქართველოში იტალიის ელჩის ანტონიო ენრიკო ბარტოლის განცხადება
საქართველოში იტალიის ელჩის ანტონიო ენრიკო ბარტოლის განცხადება “იტალიის საელჩო უსამძიმრებს მარგო მარტიაშვილის ოჯახს. მარტიაშვილის გარდაცვალება კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ რა უარყოფით გავლენას ახდენს ამჟამად არსებული შეზღუდვები ადმინისტრაციური საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანების კეთილდღეობაზე. ეს სამწუხარო მოვლენა ცხადყოფს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ არსებული გამშვები პუნქტების გახსნის აუცილებლობას, რათა ადგილობრივ მოსახლეობას მიეცეს თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა, განსაკუთრებით […]
Წაიკითხე მეტი