ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

კორონავირუსთან (COVID-19) დაკავშირებული მითითებები

კორონავირუსის (COVID-19) წინააღმდეგ ქართული უწყებების მიერ გატარებული ზომებისა და, ასევე, იტალიიდან საჰაერო თუ სახმელეთო გზით ჩამოსული მგზავრებისა და იტალიის მოქალაქეებისთვის მითითებების შესახებ მუდმივად განახლებადი ინფორმაცია ხელმისაწვდომია იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს საგანგებო მდგომარეობათა სამსახურის ვებგვერდზე. თანამემამულეებს ვთხოვთ, გაეცნონ შესაბამის რეკომენდაციებსა და საქართველოში არსებულ მდგომარეობას ამ ბმულზე.

ჯანდაცვის სამინისტროს ჰიგიენის დაცვასთან დაკავშირებულ რჩევებს გაეცანით აქ.

საქართველოში არსებული მდგომარეობისა და გატარებული ღონისძიებების შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით, მთავრობის ინიციატივით შეიქმნა სპეციალური ვებგვერდი, რომელიც ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზეც.

საგანგებო სიტუაციების დროს თბილისში იტალიის საელჩოსთან შესაძლებელია დაკავშირება შემდეგ სატელეფონო ნომრებზე:
იტალიიდან: +995.595.500206;
საქართველოდან: +995.595.500206 (მობილური ტელეფონიდან), 0.595.500206 (ქალაქის ფიქსირებული ტელეფონიდან).

დაბოლოს, გაცნობებთ, რომ საელჩო და საკონსულო განყოფილება უფლებამოსილი არ არიან, ჩაერიონ ისეთ საკითხებში, როგორიცაა ბილეთებისა თუ ჯავშნების გაუქმება. ასეთ შემთხვევებში დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ მიმართოთ შესაბამის ავიაკომპანიას.