ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

საელჩოდან

შეიყვანეთ თქვენი საძიებო პარამეტრები
Reset
12 ნოემბერი 2019
პრასტოს ახალი სკულპტურა თბილისში

Omne vivum ex ovo (ლათ. “ყოველივე ცოცხალი კვერცხიდან ჩნდება”). თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ქართველი მოქანდაკის, პრასტოს (ვაჟა მიქაბერიძის) ახალი სკულპტურა N’Uovo გაიხსნა. თბილისში დაბადებული ეს უაღრესად საინტერესო ხელოვანი 1993 წლიდან იტალიაში ცხოვრობს და მუშაობს: თბილისის სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ, მან სწავლა ფლორენციაში, რიჩის აკადემიაში გააგრძელა. ამჟამად პიეტრასანტაში (ვერსილია) ცხოვრობს, რომელსაც ჯერ კიდევ საუკუნეების წინ დიდი […]

Წაიკითხე მეტი
6 ნოემბერი 2019
საქართველოში იტალიის ელჩის ანტონიო ენრიკო ბარტოლის განცხადება

საქართველოში იტალიის ელჩის ანტონიო ენრიკო ბარტოლის განცხადება “იტალიის საელჩო უსამძიმრებს მარგო მარტიაშვილის ოჯახს. მარტიაშვილის გარდაცვალება კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ რა უარყოფით გავლენას ახდენს ამჟამად არსებული შეზღუდვები ადმინისტრაციური საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანების კეთილდღეობაზე. ეს სამწუხარო მოვლენა ცხადყოფს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ არსებული გამშვები პუნქტების გახსნის აუცილებლობას, რათა ადგილობრივ მოსახლეობას მიეცეს თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა, განსაკუთრებით […]

Წაიკითხე მეტი
18 ოქტომბერი 2019
იტალიური ენა სცენაზე. #SLIM2019, იტალიური ენის მეცხრამეტე მსოფლიო კვირეული

21 ოქტომბერს იწყება იტალიური ენის მეცხრამეტე მსოფლიო კვირეული, რომელიც ყოველწლიურად იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის პატრონაჟით ტარდება. იტალიური ენის კვირეულის განმავლობაში საქართველოს 33 სკოლაში, სადაც იტალიური ენა ისწავლება (სხვათა შორის, უკანასკნელი ორი წლის მანძილზე იტალიური ენის შესწავლით დაინტერესებული მოსწავლეების რიცხვი 14-ჯერ გაიზარდა!), ჩატარდება გაკვეთილები და კონცერტები, რომლებიც კომედია დელ არტესა და იტალიურ სიმღერას მიეძღვნება. სხვა ღონისძიებები, რომელიც […]

Წაიკითხე მეტი
18 ოქტომბერი 2019
Dökk, როცა თეატრი ციფრულ ლაივ-პერფორმანსად იქცევა

თეატრალური ცხოვრების ინტენსიური დღეები საქართველოს დედაქალაქში, ქართული და უცხოური დასები, გამოცდილებისა და თეატრის სიყვარულის გასაზიარებლად თბილისში ჩამოსული ხელოვანები და საპატიო სტუმრები. პროგრამაშია 30-მდე სპექტაკლი და მათ შორის, იტალიური დასის პერფორმანსი, რომელიც ჩვენი საელჩოს მხარდაჭერით იმართება. თბილისის მეთერთმეტე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი მასპინძლობს Fuse-ს, იტალიურ საპროდუქციო კომპანიასა და თეატრალურ სტუდიას. უმნიშვნელოვანეს ევროპულ ფესტივალებში მონაწილეობის შემდეგ, სტუდია ქართველს […]

Წაიკითხე მეტი
8 ოქტომბერი 2019
ტანისამოსი

რომში ტანისამოსს სოციალური სტატუსის განმსაზღვრელი ფუნქცია ჰქონდა.ამ დროის აქსესუარებიც არა მხოლოდ მოსართავად გამოიყენებოდა, არამედ მათი მეშვეობით იმის გაგება შეიძლებოდა, თუ რა როლის, ასაკისა და სოციალური რანგის წარმომადგენელი იყო ესა თუ ის ადამიანი. რომაული ტანისამოსის ორ ძირითად ტიპს განასხვავებენ: „ინდუმენტას” (რომელსაც, როგორც დღისით, ისე ღამით იცვამდნენ) და „ამიკტუსს” (მისი ტარება მხოლოდ დღისით იყო მიღებული). როგორც დღის, […]

Წაიკითხე მეტი
8 ოქტომბერი 2019
აბანოები და სხეულზე ზრუნვა

ოვიდიუსი ამბობდა: “იყავი წმინდა, სუფთა; ყავისფრად იბზინოს შენმა კანმა კაპიტოლიუმზე ჭიდაობისას; ტოგა ტანზე გშვენოდეს და არ ემჩნეოდეს ლაქები. ენა გქონდეს მუდამ წმინდა, კბილები თეთრი და მთელი. ნუ ჩაიცვამ მეტისმეტად ფართო ფეხსაცმელს. თავს ნუ მიანდობ გამოუცდელ დალაქს, რომელიც თმას ჯოხებად გიქცევს. თმა მოხდენილად უნდა გქონდეს შეჭრილი და წვერი წმინდად გაპარსული. ფრჩხილი ზომაზე გრძელი და ჭუჭყიანი არ […]

Წაიკითხე მეტი
8 ოქტომბერი 2019
ანტიკური რომის სუფრის ტრადიციები

ციცერონი წერს: „ჩვენმა წინაპრებმა კარგი ქნეს, მეგობრების თავშეყრა ნადიმებად რომ აქციეს, რადგან ცხოვრებასთან თანაზიარებისთვის ეს მნიშვნელოვანია”. დროის განაწილება ხშირად დღის განმავლობაში მიღებული საკვების მიხედვით ხდებოდა. ამასთან, განასხვავებდნენ ყოველდღიური კვების წესს ნადიმებისგან. არქაულ დროში რომაელები საკვებს, ჩვეულებრივ, დღეში ორჯერ შეექცეოდნენ. კერძები ბურღულეულით, მარცვლეულითა და ბოსტნეულით მზადდებოდა. ძირითადი კერძი კორკოტი იყო, რომლის მოსამზადებლადაც, დაფქვილ ხორბალს ან მთლიან […]

Წაიკითხე მეტი
8 ოქტომბერი 2019
რომაული საცხოვრებლები – „დომუსები“ და დეკორატიული მოზაიკა

„დომუსი” ანტიკურ რომში გავრცელებული საცხოვრებელი ნაგებობის ერთ-ერთი სახეობაა. ქალაქური ტიპის ეს კერძო საცხოვრებლები ქალაქგარე ვილებისგან განსხვავდებოდა: მათ ქალაქის გალავნიდან მოშორებით, სოფლად აშენებდნენ და სამეურნეო დანიშნულებითაც იყენებდნენ. დომუსები მდიდარი პატრიცების საცხოვრებლებს წამოადგენდა, ღარიბი ფენა კი მცირე ზომის ნაგებობებში – ე.წ. „ინსულებში” ცხოვრობდა. კიდევ უფრო ძველ დროში, ქალაქის მაცხოვრებლები ოჯახურ გარემოში გატარებულ დღეებს საცხოვრებლის ცენტრალურ ნაწილში – […]

Წაიკითხე მეტი
8 ოქტომბერი 2019
რომი, დროის აღქმა და ყოველდღიურობა

რომის მოქალაქეები – ახალგაზრდა, თუ ხანდაზმული მამაკაცები – ყოველდღიურ ცხოვრებაში, დროს ძირითადად ღია ცის ქვეშ ატარებენ. რომის ფორუმი ქალაქური საზოგადოების მთავარი თავშეყრის ადგილია: აქ ზოგჯერ დილაადრიანად იკრიბებიან. რომაელები ნაჩქარევად საუზმობენ, პირსაც სწრაფად იბანენ და სამუშაოდ სახელოსნოებისკენ თუ ბაღებისკენ მიეშურებიან. სამსახურისა და სახლის გარდა, რომის მოქალაქე, როგორც მაშინ იყო მიღებული, საკუთარ დროს საკვებზე და სხეულზე ზრუნვაში […]

Წაიკითხე მეტი
8 ოქტომბერი 2019
ანტიკური რომის შთამბეჭდავი მოზაიკა თბილისში

2019 წლის 10 ოქტომბრიდან 10 დეკემბრამდე საქართველოს ეროვნული მუზეუმი მასპინძლობს გამოფენას, რომელზეც წარმოდგენილია შთამბეჭდავი მოზაიკა კაპიტოლიუმის მუზეუმებიდან. ექსპოზიცია ჩართულია იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს მიერ დაფინანსებულ პროგრამაში #Vivere ALL’italiana, რომლის ფარგლებში ჩვენმა საელჩომ მთელი რიგი მაღალი დონის კულტურული ღონისძიებები წარმოადგინა. ეს ექსპოზიცია ხორციელდება Roma Capitale-ს (იტალიის დედაქალაქის მუნიციპალური ტერიტორიის) კულტურის განვითარების ხელშეწყობის სამსახურისა […]

Წაიკითხე მეტი