ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

2020 წლის 20-21 სექტემბრის საკონსტიტუციო რეფერენდუმი

საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების მიერ ხმის მიცემა წერილობით

2020 წლის 18 ივლისის ოფიციალურ მაცნე “Gazzetta Ufficiale”-ში გამოქვეყნებული რესპუბლიკის პრეზიდენტის 2020 წლის 17 ივლისის დეკრეტის თანახმად, სახალხო რეფერენდუმი “პარლამენტის წევრთა რიცხვის შემცირების თაობაზე კონსტიტუციის 56-ე, 57-ე და 59-ე მუხლებში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით”, რომელიც 29 მარტს უნდა გამართულიყო და შემდგომ გადაიდო, გაიმართება 2020 წლის 20-21 სექტემბერს და მასში მონაწილეობას მიიღებენ საზღვარგარეთ მცხოვრები იტალიის მოქალაქეებიც.

შეგახსენებთ, რომ იტალიის კონსტიტუცია იცავს ხმის მიცემის უფლებას და 2001 წლის 27 დეკემბრის N459 კანონის თანახმად, საარჩევნო სიებში აღრიცხულ საზღვარგარეთ რეზიდენტ იტალიის მოქალაქეებს შეუძლიათ ხმის მიცემა წერილობით. ამისათვის, საჭიროა საკონსულო განყოფილებაში შემოწმდეს და დაზუსტდეს ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემები და მისამართი.

ალტერნატივის სახით, აღრიცხვაზე მყოფ საზღვარგარეთ რეზიდენტ იტალიელ მოქალაქეებს შეუძლიათ ხმის მიცემა იტალიის იმ მუნიციპალიტეტში, რომლის საარჩევნო სიაშიც არიან აღრიცხულნი. ასეთ შემთხვევაში, ხმის მიცემის თარიღის გამოცხადებიდან ათი დღის განმავლობაში, მათ წერილობით უნდა აცნობონ საკონსულო განყოფილებას საკუთარი არჩევანის (OPZIONE) შესახებ, რის შემდეგაც შესაბამისი მუნიციპალიტეტებიდან მიიღებენ შეტყობინება-ბიულეტენს იტალიის საარჩევნო უბნებში ხმის მისაცემად.

ამგვარი არჩევანი მოქმედია მხოლოდ ერთი რეფენდუმის შემთხვევაში.

არჩევანის შესახებ უნდა ეცნობოს საკონსულო განყოფილებას ხმის მიცემის თარიღის გამოცხადებიდან ათი დღის განმავლობაში, ანუ 2020 წლის 28 ივლისამდე. შეტყობინება შედგენილი უნდა იყოს უბეჭდო ქაღალდზე, სადაც მოცემული იქნება ამომრჩევლის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი, რეზიდენტობის ადგილი და ხელმოწერა. შეტყობინებას თან უნდა ერთვოდეს განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

ამისათვის შესაძლებელია სარგებლობა ფორმულარით, რომლის ჩამოტვირთვა შეიძლება იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ვებგვერდიდან (www.esteri.it) და შესაბამისი საკონსულო განყოფილების ვებგვერდიდან. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ამომრჩეველმა თავად უნდა იზრუნოს, რომ ფოსტით გაგზავნილი შეტყობინება საკონსულო განყოფილების მიერ დროულად იქნას მიღებული. მოგვიანებით შესაძლებელია იტალიაში ხმის მიცემის არჩევანის გაუქმება წერილობითი შეტყობინების მეშვეობით, რომელიც უნდა გაეგზავნოს ან ჩაბარდეს საკონსულო განყოფილებას იმავე პირობებითა და იმავე ვადებში, რომლებიც გათვალისწინებულია იტალიაში ხმის მიცემის არჩევის შესატყობინებლად.

იმ შემთხვევისთვის, თუ ამომრჩეველი გადაწყვეტს ხმის მისაცემად იტალიაში დაბრუნებას, კანონით გათვალისწინებული არ არის მგზავრობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება, არამედ მხოლოდ და მხოლოდ სატარიფო შეღავათები იტალიის ტერიტორიაზე. მხოლოდ იმ ქვეყნებში რეზიდენტ ამომრჩევლებს, სადაც არ არსებობს პირობები წერილობით ხმის მისაცემად (კანონი 459/2001, 20-ე მუხლი, პუნქტი 1-bis), აუნაზღაურდებათ მგზავრობის ბილეთის (ეკონომ-კლასით) ღირებულების 75%.

ნებისმიერი სახის დამატებითი განმარტების მისაღებად მიმართეთ საკონსულო განყოფილებას.
18/07/2020

ინფოგრაფიკის სანახავად დააჭირეთ აქ.