ძალა ერთობაშია! იტალია კორონავირუსთან (COVID-19) საერთაშორისო თანამშრომლობის ბრძოლაში თავისი მნიშვნელოვანი როლითა და მრავალრიცხოვანი ორმხრივი თუ მრავალმხრივი ინიციატივების მხარდაჭერით ამაყობს. მაგალითისთვის, იტალია ვაქცინის შესამუშავებლად საერთაშორისო ალიანსის ჩამოყალიბების წინადადების ერთ-ერთი ინიციატორი და ფინანსური პაკეტის „Team Europe Response’’ მეოთხე ყველაზე მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია. ჰუმანიტარული მიზნებისათვის, ჯანდაცვის სისტემებისა და ეკონომიკის სფეროების მხარდასაჭერად გამიზნული ამ პაკეტის ფარგლებში ევროკავშირმა 36 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის მობილიზაცია მოახდინა. იტალიის შენატანი 850 მილიონ ევროს შეადგენს.
გთავაზობთ იტალიის რადიო-ტელევიზიის (Rai) მიერ მომზადებულ ვიდეორგოლს „იტალია თქვენთან ერთად” , რომელიც იტალიის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს მიერ პარტნიორ ქვეყნებში და საერთაშორისო მასშტაბით გაწეულ საქმინობას ასახავს.