ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

საერთაშორისო გამოფენის Macfrut-ის პრეზენტაცია საქართველოში

უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენის Macfrut-ის პრეზიდენტმა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სამთავრობო ორგანიზაციებს, ხილ-ბოსტნეულის ბაზარზე მოქმედ უმსხვილეს ოპერატორებსა და ასოციაციებს გამოფენა Macfrut 2020 წარუდგინა. “ჩვენს გამოფენაზე, რომელიც გაისად 5-7 მაისს ქ. რიმინიში გაიმართება, დიდი ყურადღება იმ ქვეყნებს დაეთმობა, რომლებსაც საუკუნეების წინ მარკო პოლო ეწვია. იმედი გვაქვს, რომ გამოფენაზე საქართველო მრავალმხრივ იქნება წარმოდგენილი“, – აღნიშნა გამოფენის პრეზიდენტმა რენცო პირაჩინიმ. “ეს გამოფენა, რომელმაც წელს 43500 ვიზიტორსა და 1000 მონაწილეს უმასპინძლა, ხილ-ბოსტნეულის წარმოების დარგში მომუშავე კომპანიებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ტექნოლოგიების, ლოჯისტიკისა და შეფუთვის სექტორში ახალი კავშირების დამყარებისა და ბიზნეს-შესაძლებლობების თვალსაზრისით“, – განმარტა იტალიის ელჩმა ანტონიო ბარტოლიმ. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა იტალიურ დელეგაციას ქართული მხარის მომავალ გამოფენაში მონაწილეობის მხარდაჭერა დაუდასტურა.

macfrut 6