უამრავი წარმოდგენისა და სხვადასხვა იტალიურ თუ საერთაშორისო ფესტივალში (მათ შორის, ვენეციის ცეკვის ბიენალესა და მელბურნის, პარიზის, გრაცისა და ბერლინის ფესტივალებში) მონაწილეობის შემდეგ თანამედროვე ცეკვის დასი Dewey Dell საქართველოს დედაქალაქს ეწვევა. ინოვაციური ფორმების მუდმივი ძიებითა და ორიგინალური ქორეოგრაფიით გამორჩეული დასის წარმოდგენები მნახველის ყურადღებას იპყრობს ახალი გამომსახველობთი ხერხებითა და სტილით, რომელიც შთაგონებულია მხატვრული სახეებითა და სიმბოლოებით ხელოვნების ისტორიიდან და ცხოველთა სამყაროდან.
ცეკვისა და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმის, კირკეს ორგანიზებით და ჩვენი საელჩოს მხარდაჭერით გამართულ საღამოზე მნახველს იტალიური დასის სამი პერფორმანსი ელის: “à elle vide” უკავშირდება სიცარიელის შექმნას ორ პერსონაჟს შორის, რომელთა ხასიათი ქმედებებითა და მოძრაობებით გადმოიცემა; “Deriva Traversa” ეძღვნება საკუთარ თავში ჩაღრმავებასა და მარტოობას, რომელიც მწყემსების ხელობის შემადგენელი ნაწილია; “Storm Altas” კი გახლავთ წარმოდგენა ცოცხალი მუსიკის თანხლებით, რომელიც ბგერების, ტექსტების, ჟესტებისა და მოძრაობის მეშვეობით დაგვაფიქრებს ადამიანის უძლურებაზე სტიქიის წინაშე.
არ გამოტოვოთ! გელით 12 სექტემბერს, 80:00სთ-ზე, კლუბ “ხიდში” (მის: ვახუშტი ბაგრატიონის ხიდი).
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ.