ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

საელჩოდან

შეიყვანეთ თქვენი საძიებო პარამეტრები
Reset
10 November 2023
ღონისძიებები, რომლებიც იტალიური სამზარეულოს მერვე მსოფლიო კვირეულის ფარგლებში გაიმართება (13-19 ნოემბერი)

13-19 ნოემბერს იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეული გაიმართება. კვირეული იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ინიციატივით წელს უკვე მერვედ იმართება და მისი მიზანია იტალიის კულინარიული ტრადიციების, ენოგასტრონომიული ცოდნისა და გამორჩეული იტალიური ნაწარმის პოპულარიზაცია. კვირეულის ფარგლებში გამართული ღონისძიებები არა მხოლოდ იტალიური კულინარიული ტრადიციებისა და შესანიშნავი რეცეპტების, არამედ იტალიური ინგრედიენტების მრავალფეროვნებისა და უნიკალური გემოების წარმოჩინებასაც ისახავს მიზნად. […]

Წაიკითხე მეტი
3 November 2023
პრემია “L’innovazione che parla italiano”

იტალის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ქვეყნის სისტემის პოპულარიზაციის გენერალურმა დეპარტამენტმა და PNI Cube-მა (იტალიის საუნივერსიტეტო ინკუბატორებისა და ინოვაციური საწარმოების ასოციაციამ) დააფუძნეს პრემია L’innovazione che parla italiano” იტალიის მოქალაქეების მიერ უცხოეთში შექმნილი ტექნოლოგიური სტარტაპებისთვის. პრემია (საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს მიერ გაცემული დიპლომი და მედალი) გამარჯვებულ სტარტაპს გადაეცემა სამეცნიერო ატაშეების ყოველწლიურ კონფერენციაზე, რომელიც […]

Წაიკითხე მეტი
25 October 2023
პრემია “Italian Bilateral Scientific Cooperation Award”

იტალის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრომ დააფუძნა პრემია “Italian Bilateral Scientific Cooperation Award”, რომელიც განკუთვნილია სამეცნიერო საქმიანობით გამორჩეული ახალგაზრდა იტალიელი მეცნიერ-მკვლევარებისთვის (მაქსიმალური ასაკი: 35 წელი), რომლებმაც მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებაში და ასევე, უცხოეთსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან იტალიის თანამშრომლობის პოპულარიზაციაში საკუთარი წვლილი შეიტანეს. პრემია (საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს მიერ გაცემული დიპლომი და მედალი) […]

Წაიკითხე მეტი
23 October 2023
მარიო ბიონდის სოული თბილისში

თბილისის კულტურული ცხოვრების წლევანდელი საშემოდგომო სეზონის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც “თაგის არტის” ორგანიზებითა და იტალიის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართება: სახელგანთქმული იტალიელი მომღერლისა და კომპოზიტორის, მარიო ბიონდის ტურნეს ევროპის ქალაქებში საქართველოს დედაქალაქიც დაემატა. მომღერალს წარდგენა არ სჭირდება: მარიო ბიონდი იტალიასა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული იტალიელი პოპ, ჯაზ და სოულ მომღერალია – მისი მუსიკალური კარიერა მოიცავს […]

Წაიკითხე მეტი
19 October 2023
ლირიზმი და ვირტუოზულობა: ლუიჯი კაროჩას კონცერტი თბილისში

იტალიის საელჩო საქართველოში კლასიკური მუსიკის მოყვარულებს კიდევ ერთ საჩუქარს უმზადებს: ქართველი მსმენელის წინაშე წარსდგება ლუიჯი კაროჩა, ნიჭიერი იტალიელი პიანისტი, რომლის სოლო კონცერტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის, მათ შორის, ტოკიოს, ბრიუსელის, ბირმინგემისა თუ მონრეალის პრესტიჟული საკონცერტო დარბაზები მასპინძლობს. 19 ოქტომბერს, თენგიზ ამირეჯიბის სახ. პიანისტთა IX საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაიმართება […]

Წაიკითხე მეტი
12 October 2023
#SLIM2023, იტალიური ენის ოცდამესამე მსოფლიო კვირეული

16-22 ოქტომბერს მთელ მსოფლიოში აღინიშნება იტალიური ენის ოცდამესამე კვირეული, რომელიც იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის პატრონაჟით ტარდება. ამ ყოველწლიურ ინიციატივას, რომლის მიზანი უცხოეთში იტალიური ენობრივი და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციაა, დასაბამი 2001 წელს იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და კრუსკას აკადემიას შორის შეთანხმების საფუძველზე მიეცა, მოგვიანებით კი მას შვეიცარიის კონფედერაციაც შეუერთდა. იტალიური ენის მსოფლიო კვირეული, რომლის […]

Წაიკითხე მეტი
4 October 2023
ფესტივალი, რომელიც ჯაზურ მუსიკას და ღვინოს აერთიანებს

იტალია წლევანდელი “ჯაზისა და ღვინის ფესტივალის” სტუმარი ქვეყანაა. Eastern Promotion-ის მიერ იტალიის საელჩოს მხარდაჭერით ორგანიზებული ფესტივალი ჩატარდება წინანდალში, რომელიც ღვინის დაყენების ათასწლოვანი ტრადიციით განთქმულ რეგიონში, კახეთში მდებარეობს. ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, 30-მდე ადგილობრივი მცირე მარნის ღვინოებთან ერთად, ვენეტოს რეგიონის მეღვინეობა “Falezze“-ს შესანიშნავი ღვინო გასინჯონ და ისიამოვნონ ჯაზის ცოცხალი შესრულებით. ფესტივალზე ბევრი სიურპრიზი გელით: ხუთი იტალიელი მუსიკოსისგან […]

Წაიკითხე მეტი
3 October 2023
ახალი იტალიურ-ქართული არქეოლოგიური პროექტი გარდაბანში

დასრულდა გარდაბნის ახალი საინტერესო იტალიურ-ქართული არქეოლოგიური პროექტის მოსამზადებელი ეტაპი. პროექტის იდეა ვენეციის კა’ ფოსკარის უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობის შედეგად გაჩნდა. არქეოლოგიური გათხრები 2024 წლის ზაფხულში დაიწყება და ჩატარდება დაახლ. 40ჰა ფართობის ტერიტორიაზე, რომელიც აზერბაიჯანის საზღვრის სიახლოვეს მდებარეობს და 60-ზე მეტ ყორღანს მოიცავს. ვენეციის კა’ ფოსკარის უნივერსიტეტის ოთხი მეცნიერისა და სტუდენტის, ასევე, ორი ქართველი […]

Წაიკითხე მეტი
29 September 2023
რაიდერის თასი 2023

დღეს, 29 სექტემბერს, იწყება და 1 ოქტომბრამდე გაგრძელდება რაიდერის თასის 44-ე გათამაშება. იტალია პირველად მასპინძლობს გოლფის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს, რომელიც ოლიმპიური თამაშებისა და ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, მსოფლიო მასშტაბით მესამე ყველაზე მნიშვნელოვანი და პოპულარული სპორტული შეჯიბრია.

Წაიკითხე მეტი
28 September 2023
“საქართველოს ქალთა საერთაშორისო ასოციაციის” (IWAG) საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა

იტალიის საელჩო თბილისში მოხარულია აცნობოს საქართველოში არსებულ იტალიურ კომპანიებსა და მათ ქართველ პარტნიორ კომპანიებს, ასევე, საქართველოში მცხოვრებ იტალიურ თემს, რომ “საქართველოს ქალთა საერთაშორისო ასოციაცია” (IWAG) აწყობს ტრადიციულ ზამთრის გამოფენა-გაყიდვას. ღონისძიება გაიმართება 2023 წლის 9 დეკემბერს სასტუმრო “შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში” და მასში მონაწილეობას მიიღებენ საელჩოების, ადგილობრივი პოლიტიკური თუ სამეწარმეო წრეების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და […]

Წაიკითხე მეტი