WineCast, ფესტივალი, რომელიც ღვინოსა და კინემატოგრაფს აერთიანებს
კიდევ ერთი იტალიური მონაწილეობა საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში და ახალი თანამშრომლობის დასაწყისი იტალიის საელჩოსა და საერთაშორისო ფესტივალ WineCast-ს შორის: ფესტივალზე, რომელიც ღვინის სამყაროს კინოჩვენებების, შეხვედრების, ვორქშოპებისა და დეგუსტაციების მეშვეობით გაგვაცნობს, ნაჩვენები იქნება ჯაკომო არიგონის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი „ცნობილი ადამიანების მეღვინეობები“. ფილმი, რომელსაც ფესტივალზე ცნობილი იტალიელი მსახიობი და პროდიუსერი ესმერალდა სპადეა წარადგენს, მოგვითხრობს მის მოგზაურობაზე ღვინოს […]
Წაიკითხე მეტიOpportunItaly, ექსპორტის აქსელერაციის პროგრამა
OpportunItaly იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და იტალიის ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოს (ICE-ITA) ახალი სტრატეგიული პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას იტალიასა და იტალიური ექსპორტისთვის საინტერესო პოტენციურ ბაზრებს შორის. მაღალტექნოლოგიური ონლაინ პლატფორმა ორ ნაწილისგან შედგება (ერთი ნაწილი იტალიურ მცირე და საშუალო საწარმოებს ეხება, მეორე კი – უცხოურ კომპანიებს, შემსყიდველებს, დისტრიბუტორებსა და იმპორტიორებს) და […]
Წაიკითხე მეტიშეტყობინება იმ დაფინანსებათა გაცემის შესახებ, რომლებიც უკავშირდება იტალიის მონაწილეობას საერთაშორისო ასპარეზზე სამშვიდობო, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ ინიციატივებში
გაცნობებთ, რომ შეტყობინებები იმ დაფინანსებათა გაცემის შესახებ, რომლებიც უკავშირდება იტალიის მონაწილეობას საერთაშორისო ასპარეზზე სამშვიდობო, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ ინიციატივებში, ხელმისაწვდომია იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ვებგვერდზე: https://www.esteri.it/it/sala_stampa/archivionotizie/comunicati/2025/07/avviso-di-pubblicita-per-contributi-a-soggetti-privati-per-finalita-di-mantenimento-della-pace-e-della-sicurezza-internazionale-e-di-attuazione-di-iniziative-umanitarie-e-di-tutela-dei-diritti-umani-3/ გაცნობებთ, რომ ევროკავშირის არაწევრ ქვეყანაში სათაო ოფისის მქონე სუბიექტის შემთხვევაში, მოთხოვნა წარდგენა ხდება მხოლოდ და მხოლოდ იმ ტერიტორიისთვის კომპეტენტური იტალიის დიპლომატიური წარმომადგენლობის მეშვეობით (საქართველოს […]
Წაიკითხე მეტიიტალიის ელჩი მასიმილიანო დ’ანტუონო 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებს შეხვდა
16-წლამდელ კალათბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე, რომელსაც თბილისმა ახლახან უმასპინძლა, იტალიის ელჩი მასიმილიანო დ’ანტუონო იტალიის ნაკრებს შეხვდა. ძლიერ მეტოქეებთან დაძაბული მატჩების შემდეგ, იტალიელმა კალათბურთელებმა ასპარეზობა მე-4 ადგილით დაასრულეს, სერბეთის, ლიეტუვისა და სლოვენიის შემდეგ. ეს შედეგი ახალგაზრდა იტალიელ სპორტსმენებს შესაძლებლობას მისცემს, იასპარეზონ მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც თურქეთში გაიმართება. „ყოჩაღ, ბიჭებო, თქვენ ჩვენი ქვეყნის ჭეშმარიტი დესპანები ხართ!“, ასეთი სიტყვებით […]
Წაიკითხე მეტისამუშაო ადგილზე დაღუპულ იტალიელთა ხსოვნის დღე. მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრის ანტონიო ტაიანის მიმართვა
69 წელი გავიდა მარსინელის ტრაგედიის შემდეგ. 1956 წლის 8 აგვისტოს ბუა-დე-კაზიერის მაღაროში (ბელგია) მომხდარი ავარიის დროს დაიღუპა სხვადასხვა ეროვნების 262 მაღაროელი, მათ შორის 136 იტალიელი. “სამუშაო ადგილზე დაღუპულ იტალიელთა ხსოვნის დღესთან” დაკავშირებით, რომელიც სამშობლოსა თუ უცხოეთში სამუშაო ადგილას ტრაგიკულად დაღუპული თანამემამულეების მოსაგონრად დაწესდა, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ […]
Წაიკითხე მეტიიტალიური მონაწილეობა მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების ფესტივალზე
29 ივლისიდან 3 აგვისტომდე კავკასიონის სამხრეთ ქედის კალთებზე მდებარე, ულამაზესი ბუნებით, მდიდარი ისტორიითა და უნიკალური კულტურით გამორჩეული საქართველოს რეგიონი, სვანეთი, მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების რიგით მეხუთე ფესტივალს მასპინძლობს, რომელიც საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით იმართება. მთის თემატიკაზე მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან წარმოდგენილი მოკლე და სრულმეტრაჟიანი ფილმების გარდა, ფესტივალს იტალიიდან განსაკუთრებული სტუმრები ეწვივნენ, მათ შორის, მე-19 საუკუნის […]
Წაიკითხე მეტისტიპენდიები მილანის ლა სკალას თეატრის აკადემიაში სასწავლებლად
იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო, ლა სკალას თეატრის აკადემიასთან მრავალწლიანი თანამშრომლობის საფუძველზე, გასცემს საერთაშორისო სტუდენტებისთვის განკუთვნილ 7 სტიპენდიას საშემსრულებლო ხელოვნების მენეჯმენტის სამაგისტრო კურსზე სწავლისთვის. სტიპენდია, რომლის ხანგრძლივობა 6 თვეს, ხოლო ოდენობა თვიურად 1000 ევროს შეადგენს, გაიცემა 2026 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 30 ივნისამდე პერიოდისთვის. კანდიდატურის წარდგენის ვადაა 2025 წლის 1 ოქტომბერი. დაინტერესებულმა […]
Წაიკითხე მეტისაქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორს, პროფ. დავით ლორთქიფანიძეს გადაეცა ორდენი იტალიის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის
გუშინ, 17 ივლისს, იტალიის რეზიდენციაში, კულტურის, მეცნიერებისა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლების თანდასწრებით, იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორს, პროფ. დავით ლორთქიფანიძეს გადასცა ორდენი იტალიის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის. იტალიის რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდო პროფ. დავით ლორთქიფანიძეს საქართველოში იტალიის საელჩოს წარდგინებით, იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ მიანიჭა, იტალიის ფასდაუდებელი კულტურული მემკვიდრეობის საქართველოში გავრცელებისა და პოპულარიზაციის საქმეში […]
Წაიკითხე მეტილუკა ჯორდანო და მისი ბენდი ბლუზის საერთაშორისო ფესტივალზე
დიდი წარმატება ხვდა წილად ლუკა ჯორდანოსა და მისი ბენდის კონცერტს, რომელიც საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით ორგანიზებული ბლუზის მე-9 საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გაიმართა. 12 ივლისს ლაგოდეხის ნაკრძალში მდებარე ბლუზ ვილიჯის სივრცემ გამორჩეულ იტალიელ სტუმარს უმასპინძლა: სხვადასხვა ქვეყნის კლუბებში, ფესტივალებსა და პრესტიჟულ სცენებზე სახელგანთქმულ მუსიკოსებთან ერთად თუ სოლისტად გამოსვლის შემდეგ, იტალიელი გიტარისტი, მომღერალი და კომპოზიტორი, ევროპული ბლუზის […]
Წაიკითხე მეტისწავლის შესაძლებლობა: ICoN-ის მიერ გამოყოფილი სასწავლო სტიპენდიები
კონსორციუმი ICoN აცხადებს კონკურსს 20 სტიპენდიის მისაღებად, რომლებიც იტალიური ენისა და კულტურის ონლაინ საბაკალავრო პროგრამაზე სასწავლებლად გაიცემა. სტიპენდიები, რომლებიც ითვალისწინებს იტალიური ენისა და კულტურის ონლაინ საბაკალავრო პროგრამის 1 სემესტრის (2025 წლის სექტემბერი – 2025 წლის თებერვალი) სწავლის საფასურის ნაწილობრივ დაფარვას, განკუთვნილია უცხოელი სტუდენტებისათვის და უცხოეთში მცხოვრები იტალიის მოქალაქეებისათვის, რომლებიც აკმაყოფილებენ იტალიის უნივერსიტეტებში სწავლისთვის აუცილებელ მოთხოვნებს. […]
Წაიკითხე მეტი