იტალიის ელჩის მასიმილიანო დ’ანტუონოს ვიზიტი დმანისში
გუშინ იტალიის ელჩი მასიმილიანო დ’ანტუონო ეწვია დმანისს – მსოფლიოში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს არქეოლოგიურ ძეგლს, რომელსაც სახელი გასული საუკუნის 90-იან წლებში აღმოჩენილმა, დაახლოებით 1,8 მილიონი წლის წინანდელმა ადამიანის ნაშთებმა გაუთქვა. დმანისის არქეოლოგიური ძეგლის შესწავლა მულტიდისციპლინური საერთაშორისო ჯგუფის მიერ, საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოორდინირებით მიმდინარეობს და, უკვე ბევრი წელია, ამ ჯგუფის მუშაობაში ჩართულია ფლორენციის უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა დეპარტამენტი. […]
Წაიკითხე მეტიწინანდლის ფესტივალის ფარგლებში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით გამართული კონცერტის დიდი წარმატება
გუშინ დაიწყო წინანდლის ფესტივალი, რომელიც ცნობილი ქართველი მწერლის, თავად ალექსანდრე ჭავჭავაძის ისტორიულ მამულში ყოველწლიურად იმართება და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ბრწყინვალე მუსიკოსებს მასპინძლობს. წლევანდელმა ფესტივალმა, რომელიც საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით ტარდება, კლასიკური მუსიკის მოყვარულებს მოუმზადა ორი შესანიშნავი კონცერტი იტალიელი დირიჟორის მონაწილეობით. „იტალიის საელჩო თბილისში აქტიურად უჭერს მხარს იტალიური კულტურისა და იტალიელი შემსრულებლების პოპულარიზაციას და, უკვე […]
Წაიკითხე მეტიშეტყობინება იტალიური სამზარეულოს მეთერთმეტე მსოფლიო კვირეულთან დაკავშირებით (2026 წლის 3-10 ოქტომბერი)
იტალიის საელჩო საქართველოში გეგმავს, მოიძიოს საჯარო თუ კერძო კომპანიები, რომლებსაც სურთ ითანამშრომლონ საელჩოსთან იმ ღონისძიებების ორგანიზებაში, რომლებიც იტალიური სამზარეულოს მეთერთმეტე მსოფლიო კვირეულის (2026 წლის 3-10 ოქტომბერი) ფარგლებში გაიმართება. კვირეულის მიზანია, ხელი შეუწყოს იტალიური სამზარეულოსა და გამორჩეული იტალიური აგრო-სასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციას. ინტერესის გამოხატვის პროცედურა ძალიან მარტივია: საკმარისია გაეცნოთ შეტყობინებებს თანამშრომლობაზე ან დაფინანსებაზე, გამოხატოთ თქვენი ინტერესი და შეავსოთ შესაბამისი მოდულები […]
Წაიკითხე მეტიორი დაუვიწყარი კონცერტი იტალიელი დირიჟორი ჯანანდრეა ნოზედას მონაწილეობით
გრძელდება იტალიელი ხელოვანების მონაწილეობა საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში: 3-13 სექტემბერს გაიმართება საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით ორგანიზებული პრესტიჟული წინანდლის მე-8 ფესტივალი. ფესტივალი, რომელიც ყოველწლიურად ტარდება ცნობილი ქართველი მწერლის, თავად ალექსანდრე ჭავჭავაძის ისტორიულ მამულში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ბრწყინვალე მუსიკოსებს მასპინძლობს, კლასიკური მუსიკის მოყვარულებს ორ შესანიშნავ კონცერტს შესთავაზებს საქართველოში კარგად ცნობილი იტალიელი დირიჟორის, ვაშინგტონის ეროვნული სიმფონიური ორკესტრისა […]
Წაიკითხე მეტიიტალიური ენისა და კულტურის სახელოსნო “Incontrarsi in Italiano”
მილანის უნივერსიტეტის ლინგვისტიკის ცენტრი SLAM ატარებს იტალიური ენისა და კულტურის სახელოსნოს “Incontrarsi in Italiano”, რომელიც 2026 წლის 4-10 ოქტომბერს ქ. გარნიანოში (გარდას ტბაზე) გაიმართება. სახელოსნოს ხანგრძლივობა 1 კვირას (26 საათს) შეადგენს. სახელოსნოში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს (ასაკი: 40 წლიდან). მონაწილეობისთვის აუცილებელია იტალიური ენის ცოდნა, სულ მცირე, საშუალო დონეზე. განაცხადის გაგზავნა შესაძლებელია 2026 წლის 7 […]
Წაიკითხე მეტისაერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „ღამის სერენადების“ ფარგლებში გაიმართება ექვსი კონცერტი იტალიელი მუსიკოსების მონაწილეობით
დღეს იწყება საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი “ღამის სერენადები”, რომელიც ყოველწლიურად მასპინძლობს ბრწყინვალე ქართველ და უცხოელ მუსიკოსებს და, ტრადიციულად, საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით იმართება. ფესტივალი, რომელიც 1982 წელს სახელგანთქმული ქართველი მევიოლინე ლიანას ისაკაძის მიერ დაარსდა, წელს უკვე მეთვრამეტედ ტარდება და დამაარსებლის დაბადების 80 წლისთავს ეძღვნება. ფესტივალი საქართველოს სამ ქალაქში (ბორჯომში, ბათუმსა და თბილისში) იმართება და კლასიკური მუსიკის […]
Წაიკითხე მეტიNOTICE TO VISA APPLICANTS INTENDING TO APPLY FOR A STUDY VISA FOR ITALY – ADDITIONAL WALK-IN AVAILABILITY ON FRIDAY, 21 AUGUST, FROM 2:00 PM TO 4:00 PM
The Embassy of Italy in Tbilisi informs all applicants for study/enrollment visas that on FRIDAY, 21 AUGUST, from 2:00 PM to 4:00 PM, they will be able to submit their visa applications without an appointment at the Consular Office. Access will be granted on a walk-in basis, with priority given on a first come, first […]
Წაიკითხე მეტიAppointment for Study Visa
NOTICE ONLY FOR APPLICANTS FOR STUDY VISA – ENROLLMENT All study visa applicants-university enrollment may submit their visa applications without an appointment every Wednesday, from 12 August 2026 through 16 September 2026, between 2:00 p.m. and 4:00 p.m., by appearing in person at the Consular Office. Access will be granted on a walk-in basis, with […]
Წაიკითხე მეტიიტალიელი მხატვრის, ედოარდო ეტორეს პოეტური სტრიტ-არტი საქართველოში
გრძელდება საქართველოში იტალიის საელჩოსა და ყოველწლიური საერთაშორისო ფესტივალის, Tbilisi Mural Fest-ის თანამშრომლობა (გასულ წლებში ამ თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა იტალიელი ხელოვანი ვესოდ ბრეროს ნამუშევარი, რომელიც საქართველოს დედაქალაქის ისტორიულ უბანს ამშვენებს). ფესტივალი, რომელიც პირველად 2019 წელს გაიმართა, ახალი გამომსახველობითი ფორმების მაძიებელ ქართველ და უცხოელ მხატვრებს აერთიანებს და ამჟამად საქართველოს ხუთ ქალაქს მოიცავს. ედოარდო ეტორემ, რომელიც თანამედროვე იტალიური […]
Წაიკითხე მეტიქართულ-იტალიური არქეოლოგიური მისიის ახალი აღმოჩენები სამცხე-ჯავახეთში
იტალიის ელჩმა საქართველოში მასიმილიანო დ’ანტუონომ იტალიის საელჩოში უმასპინძლა პროფ. რობერტო დანს (ISMEO, იტალიის ხმელთაშუაზღვისპირეთისა და აღმოსავლეთის კვლევათა საერთაშორისო ასოციაცია), რომელიც სამცხე-ჯავახეთის პროექტის წლევანდელ საველე სეზონს ხელმძღვანელობს. პროექტი სამხრეთ საქართველოს უძველესი ლანდშაფტების შესწავლას ეძღვნება და ფოკუსირებულია მეღრეკი 1-სა და მეღრეკი 2-ზე, ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ ორ ძეგლზე, რომლებიც მნიშვნელოვან ახალ მტკიცებულებებს გვაწვდის ჯავახეთის პლატოს დასახლების დინამიკის რეკონსტრუქციისთვის. […]
Წაიკითხე მეტი