ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

საელჩოდან

შეიყვანეთ თქვენი საძიებო პარამეტრები
Reset
31 მარტი 2025
იტალიური ენისა და კულტურის საზაფხულო კურსი გარნიანოში

მილანის უნივერსიტეტის ლინგვისტიკის ცენტრი SLAM ატარებს იტალიური ენისა და კულტურის საზაფხულო კურსს, რომელიც გაიმართება 2025 წლის 14 ივლისიდან 2 აგვისტომდე ქ. გარნიანოში (გარდას ტბაზე). კურსების ხანგრძლივობა 3 კვირას (90 საათს) შეადგენს. კურსზე სწავლა შეუძლიათ ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს (ასაკი 18-40 წელი). კურსზე სწავლისთვის აუცილებელია იტალიური ენის ცოდნა, სულ მცირე, B1 დონეზე. სწავლის საფასური იცვლება წარმომავლობის ქვეყნის […]

Წაიკითხე მეტი
25 მარტი 2025
#Youth4Climate 2025: Call for Solutions

გამოცხადდა კონკურსი “Youth4Climate 2025: Call for Solutions” იმ 18-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც სურთ წარადგინონ ინოვაციური პროექტები შემდეგ თემებზე: მდგრადი ენერგია: ინოვაციები და წვდომა სუფთა ენერგიებთან; სურსათი და სოფლის მეურნეობა: კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა; კლიმატი და ჯანმრთელობა: კლიმატის ცვლილების გავლენა ადამიანთა ჯანმრთელობაზე; ციფრული ტექნოლოგიები დედამიწის გადარჩენისთვის; კლიმატი, მშვიდობა და უსაფრთხოება; ბუნება: გარემოსა და ბუნებაზე დაფუძნებული […]

Წაიკითხე მეტი
24 მარტი 2025
ახალი შესაძლებლობები უნივერსიტეტების ინტერნაციონალიზაციის გაძლიერებისათვის

საქართველოში იტალიის საელჩოს ხელშეწყობით, ქართულ-იტალიური განათლების ცენტრი „მინერვას“, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და საქართველოს განათლების საერთაშორისო ცენტრის (IEC) ერთობლივი ორგანიზებითა და იტალიის 13 საუკეთესო უნივერსიტეტის მონაწილეობით, 2025 წლის 3-4 აპრილს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართება პირველი კონფერენცია სახელწოდებით „იტალიასა და საქართველოს შორის აკადემიური თანამშრომლობა: ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკა და სტრატეგია”. ღონისძიება მიზნად ისახავს იტალიასა და საქართველოს შორის აკადემიურ სფეროში თანამშრომლობის […]

Წაიკითხე მეტი
19 მარტი 2025
სწავლის შესაძლებლობა: სტიპენდიები მილანის ლა სკალას თეატრის აკადემიაში სასწავლებლად

ლა სკალას თეატრის აკადემია აცხადებს კონკურსს საოპერო მომღერლების დახელოვნების კურსზე (ხანგრძლივობა: 2 წელი) და ხელოვნების მენეჯმენტის სამაგისტრო კურსზე (ხანგრძლივობა: 1 წელი) სწავლის მსურველთათვის. საოპერო მომღერლების დახელოვნების კურსზე სწავლის მსურველთა განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 9 აპრილი, საშემსრულებლო ხელოვნების მენეჯმენტის სამაგისტრო კურსზე სწავლის მსურველთა განაცხადების ბოლო ვადად კი გამოცხადებულია: 1 ოქტომბერი – ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის, 17 […]

Წაიკითხე მეტი
18 მარტი 2025
ფლაიანოს სახელობის საერთაშორისო პრემია

ფლაიანოს სახელობის 52-ე საერთაშორისო კონკურსის ფარგლებში, 2025 წელს გაიცემა 24- ე საერთაშორისო პრემია იტალიანისტიკაში, რომელიც ელჩი ლუკა ატანაზიოს სახელს ატარებს. პრემია განკუთვნილია სამი გამარჯვებული ავტორისთვის კატეგორიაში “over” და ერთი ავტორისთვის კატეგორიაში “under 35”, რომელთა ნამუშევრები 2024 წლის 1 აპრილიდან 2025 წლის 15 აპრილამდეა გამოქვეყნებული. პრემიას გასცემს ედოარდო ტიბონის ფონდი და ენიო ფლაიანოს სახელობის კულტურული ასოციაცია […]

Წაიკითხე მეტი
17 მარტი 2025
კონკურსი „Leggiamoci“

გამოცხადდა მარია და გოფრედო ბელონჩის სახ. ფონდის, იტალიის კულტურის სამინისტროს წიგნის ცენტრისა და BPER ბანკის მიერ, საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსთან თანამშრომლობით ორგანიზებული კონკურსი “Leggiamoci” 13-19 წლის ასაკის მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის. კონკურსში მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ (უფასოდ) ონლაინ პლატფორმაზე Leggiamoci.it და გააგზავნონ თავისუფალ თემაზე შექმნილი ტექსტური ან ვიზუალური მოთხრობა (იტალიურ ენაზე) 2025 წლის 23 […]

Წაიკითხე მეტი
13 მარტი 2025
VII კონკურსი „BookTuberPrize“

გამოცხადდა იტალიის კულტურის სამინისტროს წიგნის ცენტრის მიერ, საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით ორგანიზებული კონკურსი “BookTuberPrize“, რომელიც იტალიასა თუ იტალიის ფარგლებს გარეთ მცხოვრები 11-21 წლის ასაკის მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის წელს უკვე მეშვიდედ ტარდება. კონკურსის მიზანია, გაზარდოს ბავშვებსა და ახალგაზრდებში წიგნებისა და ლიტერატურის ცნობადობა და ხელი შეუწყოს გაგების, გადმოცემისა და კრიტიკული აზროვნების […]

Წაიკითხე მეტი
12 მარტი 2025
პროგრამა I ACT (Italy-IRENA Action for Climate Toolkit)

გამოცხადდა კონკურსი პროგრამაზე I ACT (Italy-IRENA Action for Climate Toolkit) სწავლის მსურველთათვის. პროგრამა, რომელიც იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს თანადაფინანსებითა და განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IRENA) ორგანიზებით, წელს უკვე მეორედ ხორციელდება, მიზნად ისახავს ენერგიის გადაცემის, კლიმატის ცვლილებებისა და მდგრადი განვითარების საკითხებში ახალგაზრდების ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებას. პროგრამით დაინტერესებულთა განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2025 […]

Წაიკითხე მეტი
12 მარტი 2025
იტალიური წიგნის პოპულარიზაციისთვის, მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურის თარგმანისათვის, ასევე, მოკლე და სრულმეტრაჟიანი და მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებისათვის სატელევიზიო ფილმების დუბლირებისა და სუბტიტრებისათვის განკუთვნილი პრემიებისა და დაფინანსების კონკურსის პირობები

გამოქვეყნდა იტალიური წიგნის პოპულარიზაციისთვის, მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურის თარგმანისათვის (როგორც ნაბეჭდი, ასევე, ელექტრონული ფორმატის გამოცემების) და ასევე, მოკლე და სრულმეტრაჟიანი და მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებისათვის სატელევიზიო ფილმების დუბლირებისა და სუბტიტრებისათვის განკუთვნილი პრემიებისა და დაფინანსების კონკურსის პირობები. დაფინანსების მისაღებად აუცილებელი განაცხადის (იტალიურ და ინგლისურ ენებზე) ჩამოსატვირთად დააჭირეთ აქ. დაფინანსების მისაღებად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა ხდება 2025 წლის 7 […]

Წაიკითხე მეტი
11 მარტი 2025
იტალიური დიზაინის დღის აღნიშვნა საქართველოში

იტალიური არქიტექტურისა და დიზაინის პოპულარიზაციისადმი მიძღვნილი ტრადიციული ინიციატივის ფარგლებში, რომელიც წელს უკვე მეცხრედ ჩატარდა, 10 მარტს ქ. ქუთაისში იტალიის საელჩომ საქართველოში, იტალიის ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოსთან (ICE-ITA) თანამშრომლობით, იტალიური დიზაინის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა. იტალიური დიზაინის დღის აღნიშვნა საქართველოში დაიწყო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამართული ღონისძიებით, რომელსაც არქიტექტურისა და დიზაინის დარგების თვალსაჩინო ფიგურები, სამეცნიერო და აკადემიური წრეების […]

Წაიკითხე მეტი