ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

საელჩოდან

შეიყვანეთ თქვენი საძიებო პარამეტრები
Reset
7 მარტი 2025
იტალიური დიზაინის დღე, რომელიც წელს მეცხრედ აღინიშნება

იტალიური არქიტექტურისა და დიზაინის პოპულარიზაციისადმი მიძღვნილი ტრადიციული ინიციატივის ფარგლებში, რომელიც წელს უკვე მეცხრედ ტარდება, 10 მარტს ქ. ქუთაისში იტალიის საელჩო საქართველოში, იტალიის ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოსთან (ICE-ITA) თანამშრომლობით, იტალიური დიზაინის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გამართავს. წლევანდელი ღონისძიების თემა “Inequalities. Design for a better life” („უთანასწორობანი. დიზაინი უკეთესი ცხოვრებისთვის“) ეხმიანება მილანის ტრიენალეს XXIV საერთაშორისო ექსპოზიციის თემას “Inequalities. How […]

Წაიკითხე მეტი
26 თებერვალი 2025
პროგრამა MaRaThon@University of Padua – Master your Research and Training Needs, რომელიც მარია სკლოდოვსკა-კიურის აქტივობის (MSCA) ფარგლებში ხორციელდება

ცხადდება მიღება კურსზე MaRaThon@University of Padua – Master your Research and Training Needs, რომელიც მარია სკლოდოვსკა-კიურის აქტივობის (MSCA) ფარგლებში პადუის უნივერსიტეტის ინიციატივით, 2025 წლის 21-23 მაისს გაიმართება. ინტენსიური კურსი ტარდება იმ მკვლევარებისთვის, რომლებმაც კვლევითი სამუშაოს განსახორციელებლად პადუის უნივერსიტეტი შეარჩიეს და სურთ, წარადგინონ საკუთარი კანდიდატურა შესარჩევ კონკურსში „ჰორიზონტი ევროპას“ მარია სკლოდოვსკა-კიურის აქტივობის პოსტდოქტორანტურის მიმართულებით (იწყება 2025 […]

Წაიკითხე მეტი
25 თებერვალი 2025
იტალიის საელჩო არჩევს სპონსორებს კულტურული და კომერციული ღონისძიებებისა და 2025 წელს იტალიის რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილი წვეულებისთვის

გინდათ, მხარი დაუჭიროთ კონცერტს, გამოფენას, კონფერენციასა თუ სპექტაკლს, რომლის მთავარი გმირები იტალიური კულტურა და იტალია-საქართველოს კულტურული და სავაჭრო კავშირებია? გსურთ, მაღალი დონის კულტურული თუ კომერციული პროგრამის მეშვეობით, წარმოაჩინოთ თქვენი კომპანია ან ორგანიზაცია საქართველოში – ქვეყანაში, რომელსაც იტალიასთან მჭიდრო მეგობრობა აკავშირებს და რომელიც ევროპისა და აზიის მნიშვნელოვან სტრატეგიულ გზასაყარს წარმოადგენს? საქართველოში იტალიის საელჩოს მიერ 2025 წლისთვის […]

Წაიკითხე მეტი
24 თებერვალი 2025
მევიოლინეთა 44-ე საერთაშორისო კონკურსი “როდოლფო ლიპიცერის პრემია”

2025 წლის 6-14 სექტემბერს იტალიის ქალაქ გორიციაში გაიმართება მევიოლინეთა 44-ე საერთაშორისო კონკურსი “როდოლფო ლიპიცერის პრემია 2025”. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 30 აპრილი. შევსებული განაცხადები იგზავნება კონკურსის სამდივნოში, მისამართზე: დონ ჯოვანი ბოსკოს ქ. 91, გორიცია I-34170, იტალია. დეტალური ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ. განაცხადის ჩამოსატვირთად დააჭირეთ აქ.

Წაიკითხე მეტი
7 თებერვალი 2025
სწავლის შესაძლებლობა: ტრენტოს უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიები

ტრენტოს უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს 2025-2026 აკადემიური წელს ორ ინგლისურენოვან სამაგისტრო კურსზე სწავლის მსურველთათვის. ესენია: MISS, საერთაშორისო უსაფრთხოება – კურსი, რომელიც ორგანიზებულია ქ. პიზას სანტ’ანას უმაღლეს სკოლასთან ერთობლივად (1 სასწავლო სტიპენდია); MEIS, ევროპული და საერთაშორისო საკითხები (3 სასწავლო სტიპენდია). ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების სტუდენტებისთვის გამოყოფილია ადგილები ორივე კურსზე სასწავლებლად. საუკეთესო სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ სასწავლო სტიპენდია იტალიაში […]

Წაიკითხე მეტი
5 თებერვალი 2025
“იტალიური დიზაინის დღესთან” დაკავშირებული შეტყობინება

იტალიის საელჩო თბილისში გეგმავს, მოიძიოს საჯარო თუ კერძო კომპანიები, რომლებსაც სურთ ითანამშრომლონ საელჩოსთან იტალიური დიზაინის დღესთან დაკავშირებული ინიციატივის განხორციელებაში. ინიციატივა “იტალიური დიზაინის დღე 2025” მიზნად ისახავს არქიტექტურის, დიზაინისა და რესტავრაციის დარგებში იტალიური მიღწევების პოპულარიზაციას. წლევანდელი გამოცემის სახელწოდებაა “Inequalities. Design for a better life”. პროცედურა ძალიან მარტივია: საკმარისია გაეცნოთ განაცხადს, შეავსოთ შესაბამისი თანხმობის ფორმა და გააგზავნოთ […]

Წაიკითხე მეტი
28 იანვარი 2025
“Espresso Radio”, ფარნეზინას ახალი პოდკასტი

2025 წლის 24 იანვრიდან თანამედროვე იტალიური მუსიკის მოყვარულებს ელით ახალი პოდკასტი „Espresso Radio“, რომელიც იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს მიერ SIAE-სთან (ავტორებისა და გამომცემლების ასოციაცია) თანამშრომლობით შეიქმნა. „Espresso Radio“ წარმოადგენს იტალიურ და ინგლისურ ენებზე მომზადებულ 10 რადიოგადაცემას, რომლებიც სხვადასხვა მუსიკალურ ჟანრს მიეძღვნება და მსმენელს მთავარ მუსიკალურ სიახლეებს გააცნობს. პოდკასტის ახალ გამოშვებებს შეგიძლიათ უსმინოთ […]

Წაიკითხე მეტი
27 იანვარი 2025
ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე

მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი ანტონიო ტაიანის ვიდეომიმართვა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით იხილეთ აქ. #giornodellamemoria #HolocaustRemembranceDay #HolocaustMemorialDay

Წაიკითხე მეტი
20 იანვარი 2025
შეტყობინება მომხმარებლებისთვის

მომხმარებლებელთა საყურადღებოდ: გაცნობებთ, რომ 2025 წლის 13 იანვრიდან მოქალაქეობის განაცხადის საკონსულო მოსაკრებელი jure sanguinis-ს შემთხვევაში შეადგენს 600 ევროს. დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ: consolato.tbilisi@esteri.it

Წაიკითხე მეტი
14 იანვარი 2025
სწავლის შესაძლებლობა: ბრეშას უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიები 2025/2026 აკადემიური წლისთვის

ბრეშას უნივერსიტეტი გამოყოფს 14 სასწავლო სტიპენდიას იმ საერთაშორისო სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ 2025/2026 აკადემიურ წელს სწავლა გააგრძელონ სამაგისტრო პროგრამის შემდეგ ინგლისურენოვან კურსებზე: საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და მულტიმედია; სამოქალაქო და გარემოსდაცვითი ინჟინერია; მენეჯმენტი (საერთაშორისო ბიზნესი ან მწვანე ეკონომიკა და ეკოლოგიური მდგრადობა); ანალიზი და მონაცემთა მეცნიერება. სასწავლო სტიპენდია წლიურად დაუბეგრავ 4.800 ევროს შეადგენს. განაცხადის გაგზავნა შესაძლებელია 2025 წლის 15 […]

Წაიკითხე მეტი