ახალი გამომსახველობითი ფორმების ძიება და ურბანული პეიზაჟის გარდაქმნა
თბილისის ქუჩის ხელოვნების ყოველწლიური საერთაშორისო ფესტივალის, Tbilisi Mural Fest-ის მთავარი მიზანი ქალაქის შენობების კედლების მოხატვა და ღია ცის ქვეშ სახელოვნებო ლაბორატორიის შექმნაა. წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობს 8 ქართველი და უცხოელი სტრიტ-არტისტი, მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო იტალიელი ხელოვანი ვესოდ ბრერო, რომლის შეუდარებელმა მხატვრობამ საკუთარი კვალი მილანს, პადუას, ტურინსა და ბევრ სხვა ქალაქს დაამჩნია. ვესოდმა უამრავი განსხვავებული […]
Წაიკითხე მეტისაქველმოქმედო კონცერტი იტალიელი მუსიკოსების მონაწილეობით
თბილისში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი-მარათონი, რომლის ორგანიზატორია ცნობილი მეცო სოპრანოს ნინო სურგულაძის მიერ ბავშვების დასახმარებლად დაარსებული ფონდი “ნატვრის ხე”.კონცერტში, რომელიც იტალიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავს ეძღვნება, თავად ნინო სურგულაძის გარდა, მონაწილეობას მიიღებენ სახელგანთქმული იტალიელი საოპერო მომღერლები:– კარლო ვენტრე, ჯინო ბეკის პრემიით დაჯილდოებული და ფილადელფიის ლუჩიანო პავაროტის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული […]
Წაიკითხე მეტიიტალიური ფილმები ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალზე
კიდევ ერთი იტალიური მონაწილეობა საქართველოს კულტურული ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაში, რომელიც იტალიის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება: ბათუმის საავტორო კინოს მე-17 საერთაშორისო ფესტივალზე (BIAFF), რომელიც 18-25 სექტემბერს გაიმართება, ნაჩვენები იქნება ორი იტალიური კინოსურათი: – “მშვიდობით, ლეონორა”, ცნობილი იტალიელი რეჟისორის, პაოლო ტავიანის პირველი ფილმი, რომელიც მან ძმის, ვიტორიოს გარდაცვალების შემდეგ გადაიღო. ფილმი, რომელმაც “ვერცხლის ლენტი” და კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო […]
Წაიკითხე მეტიფოტოგრაფიის დიდოსტატების თვალით დანახული იტალია
19 სექტემბრიდან 31 ოქტომბრამდე საქართველოს დედაქალაქი უმასპინძლებს გამოფენას „Italiae. ძმები ალინარებიდან თანამედროვე ფოტოგრაფიის ოსტატებამდე”, რომელიც იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და ალინარების ფოტოგრაფიის ფონდის ინიციატივით შეიქმნა, თბილისში კი იტალიის საელჩოს მიერ, ფესტივალ “ქოლგა თბილისი ფოტოსთან” თანამშრომლობით ხორციელდება. ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (MOMA) გამართულ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 75 ფოტოგრაფი, რომლებმაც განსხვავებული გამომსახველობითი ენითა […]
Წაიკითხე მეტიდაუვიწყარი საღამო კლასიკური მუსიკის მოყვარულთათვის
16 სექტემბერს 30-ე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი “შემოდგომის თბილისი” იწყება. ფესტივალის გახსნით კონცერტზე, რომელიც საქართველოში იტალიის საელჩოს ხელშეწყობით იმართება, ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სცენაზე მილანის ლა სკალას ოპერის თეატრის კამერული ორკესტრი წასდგება. ბრწყინვალე მუსიკოს-შემსრულებლებისგან დაკომპლექტებული ორკესტრი 1982 წელს შეიქმნა და მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ სცენებზე დიდი წარმატებით გამოდის. კონცერტზე ორკესტრთან ერთად დაუკრავენ სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული […]
Წაიკითხე მეტიასტორ პიაცოლასადმი მიძღვნილი კონცერტი შესანიშნავი იტალიელი მუსიკოსების მონაწილეობით
გრძელდება იტალიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავის აღნიშვნა: 17 სექტემბერს მუსიკის მოყვარულებს გელით იტალიის საელჩოს მხარდაჭერით ორგანიზებული კონცერტი, რომელიც სახელგანთქმული ქართველი მევიოლინეს, ლიანას ისაკაძის მიერ დაარსებული საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადები” ფარგლებში გაიმართება. თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზის სცენაზე წარსდგება შესანიშნავი იტალიელი მუსიკოსების ტრიო: ოცზე მეტი ეროვნული თუ საერთაშორისო ჯილდოს […]
Წაიკითხე მეტიგრძელდება ვენეციის კა’ ფოსკარის უნივერსიტეტის არქეოლოგიური მისია საქართველოში
სამუშაო ჯგუფი, პროფესორ ელენა როვას ხელმძღვანელობით ანახლებს არქეოლოგიურ საქმიანობას კახეთის რეგიონში, კერძოდ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. “ლაგოდეხის ქართულ-იტალიური არქეოლოგიური პროექტი” (GILAP) ხორციელდება ლაგოდეხის მუზეუმთან თანამშრომლობით (დირექტორი დავით ყვავაძე) და დაფინანსებულია იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს მიერ. ამ ეტაპზე არქეოლოგიური სამუშაოები ფოკუსირდება ახალ არქეოლოგიურ ლოკაციაზე სახელწოდებით „ჭიაური 1″. ის წარმოადგენს დაბალ ხელოვნურ ბორცვს და მდებარეობს სულ […]
Წაიკითხე მეტი“Science, She Says!”, ჯილდო ახალგაზრდა უცხოელი მეცნიერი ქალებისთვის
იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრომ დააფუძნა პრემია “Science, She Says!”, რომელიც განკუთვნილია სამეცნიერო საქმიანობით გამორჩეული ახალგაზრდა უცხოელი მეცნიერ-მკვლევარი ქალებისთვის (კონკურსში მონაწილე არ უნდა იყოს იტალიის მოქალაქე და მისი მაქსიმალური ასაკი 40 წელია). პრემია (საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს მიერ გაცემული დიპლომი და მედალი) გამარჯვებულ მეცნიერ ქალებს გადაეცემა სამეცნიერო ატაშეების ყოველწლიურ კონფერენციაზე, რომელიც […]
Წაიკითხე მეტიძლიერდება იტალიასა და საქართველოს თანამშრომლობა გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სფეროში
იტალიის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და სატყეო პოლიტიკის სამინისტროსა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის, „საქპატენტის” თანამშრომლობა გრძელდება მემორანდუმით, რომლის მიზანია იტალიასა და საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერება გეოგრაფიული აღნიშვნების სფეროში. მემორანდუმი, რომელიც ხელს შეუწყობს სასოფლო-სამეურნეო მემკვიდრეობის დაცვას და არაკეთილსინდისიერი ვაჭრობის აღკვეთას, ითვალისწინებს კომუნიკაციის გაძლიერებას, ინფორმაციის გაცვლასა და ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის პოპულარიზაციას. აღსანიშნავია, რომ მემორანდუმის ხელმოწერა გადაწყდა 2021 […]
Წაიკითხე მეტიშეტყობინება იმ დაფინანსებათა გაცემის შესახებ, რომლებიც უკავშირდება საერთაშორისო ასპარეზზე სამშვიდობო და ჰუმანიტარულ ინიციატივებში იტალიის მონაწილეობას
გაცნობებთ, რომ შეტყობინებები იმ დაფინანსებათა გაცემის შესახებ, რომლებიც უკავშირდება საერთაშორისო ასპარეზზე სამშვიდობო და ჰუმანიტარულ ინიციატივებში იტალიის მონაწილეობას, ხელმისაწვდომია იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ვებგვერდზე: https://www.esteri.it/it/trasparenza_comunicazioni_legali/sovvenzioni_contributi_sussidi_vantaggi_economici/criterimodalita/ გაცნობებთ, რომ ევროკავშირის არაწევრ ქვეყანაში სათაო ოფისის მქონე სუბიექტის შემთხვევაში, მოთხოვნა წარდგენა ხდება მხოლოდ და მხოლოდ იმ ტერიტორიისთვის კომპეტენტური იტალიის დიპლომატიური წარმომადგენლობის მეშვეობით (საქართველოს შემთხვევაში, თბილისში იტალიის საელჩოს […]
Წაიკითხე მეტი