შეტყობინება იმ დაფინანსებათა გაცემის შესახებ, რომლებიც უკავშირდება იტალიის მონაწილეობას საერთაშორისო ასპარეზზე სამშვიდობო, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ ინიციატივებში
გაცნობებთ, რომ შეტყობინებები იმ დაფინანსებათა გაცემის შესახებ, რომლებიც უკავშირდება საერთაშორისო ასპარეზზე სამშვიდობო, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებებების დაცვასთან დაკავშირებულ ინიციატივებში იტალიის მონაწილეობას, ხელმისაწვდომია იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ვებგვერდზე: https://www.esteri.it/it/trasparenza_comunicazioni_legali/sovvenzioni_contributi_sussidi_vantaggi_economici/criterimodalita/ გაცნობებთ, რომ ევროკავშირის არაწევრ ქვეყანაში სათაო ოფისის მქონე სუბიექტის შემთხვევაში, მოთხოვნა წარდგენა ხდება მხოლოდ და მხოლოდ იმ ტერიტორიისთვის კომპეტენტური იტალიის დიპლომატიური წარმომადგენლობის მეშვეობით (საქართველოს […]
Წაიკითხე მეტიიტალიელი მაესტრო ჯანანდრეა ნოზედა მონაწილეობს ორ კონცერტში, რომლებიც საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით, წინანდლის ფესტივალის ფარგლებში გაიმართება
საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში იტალიელი ხელოვანების მონაწილეობა თბილისში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით გრძელდება. წინანდლის ფესტივალის მეხუთე სეზონის ფარგლებში გაიმართება ორი კონცერტი ვაშინგტონის ეროვნული სიმფონიური ორკესტრისა და ციურიხის საოპერო თეატრის მუსიკალური დირექტორის, ლონდონის და ისრაელის სიმფონიური ორკესტრების მთავარი მოწვეული დირიჟორისა და წინანდლის ფესტივალის მუსიკალური დირექტორის, ჯანანდრეა ნოზედას მონაწილეობით. 31 აგვისტოს, ფესტივალის გახსნით კონცერტზე, რომელზეც შუმანისა და ჩაიკოვსკის ნაწარმოებები […]
Წაიკითხე მეტიმილანი-კორტინა 2026: ზამთრის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშები
1956 წელს კორტინაში გამართული ოლიმპიური თამაშებიდან 70 წლის შემდეგ, ხოლო ტურინის ოლიმპიადიდან 20 წლის შემდეგ, ზამთრის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშები იტალიაში ბრუნდება: რიგით 25-ე ზამთრის ოლიმპიადას ერთდროულად იტალიის ორი ქალაქი, მილანი და კორტინა უმასპინძლებს და, ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონებთან და ტრენტოსა და ბოლცანოს ავტონომიურ პროვინციებთან ერთად, ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადა და […]
Წაიკითხე მეტიპროექტი “გლობალური განათლება და საერთაშორისო უმაღლესი განათლება იტალიის ისტორიული დასახლებებისა და კულტურისა და ხელოვნების ქალაქების შესწავლის სფეროში”
იტალიის სხვადასხვა უნივერსიტეტი გთავაზობთ ახალ ინგლისურენოვან კურსებს, რომლებიც მდგრადი განვითარების დარგში კვლევათა საუნივერსიტეტო ცენტრის (CIRPS), International Education Partners-ისა (IEP) და ეროვნულ ასოციაცია “Borghi più belli d’Italia”-ს ერთობლივი პროექტის ფარგლებში (“გლობალური განათლება და საერთაშორისო უმაღლესი განათლება იტალიის ისტორიული დასახლებებისა და კულტურისა და ხელოვნების ქალაქების შესწავლის სფეროში”) ტარდება. კურსების ჩამონათვალის სანახავად დააჭირეთ აქ.კატალოგის ჩამოსატვირთად დააჭირეთ აქ.
Წაიკითხე მეტისამუშაო ადგილზე დაღუპულ იტალიელთა ხსოვნის დღე. მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრის ანტონიო ტაიანის მიმართვა
67 წელი გავიდა მარსინელის ტრაგედიის შემდეგ. 1956 წლის 8 აგვისტოს ბუა-დე-კაზიერის მაღაროში (ბელგია) მომხდარი ავარიის დროს დაიღუპა სხვადასხვა ეროვნების 262 მაღაროელი, მათ შორის 136 იტალიელი. “სამუშაო ადგილზე დაღუპულ იტალიელთა ხსოვნის დღესთან” დაკავშირებით, რომელიც სამშობლოსა თუ უცხოეთში სამუშაო ადგილას ტრაგიკულად დაღუპული თანამემამულეების მოსაგონრად დაწესდა, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ […]
Წაიკითხე მეტი2023 წლის 3 აგვისტოდან ევროკავშირის მოქალაქეების ოჯახის წევრების, ქაღალდის ძველი ბინადრობის მოწმობების მოქმედების ვადის შეწყვეტა.
2023 წლის 3 აგვისტოდან, 2019/1157 რეგულაციის (EU) მე-8 მუხლის შესაბამისად, რომელიც შეიცავს დებულებებს ევროკავშირის მოქალაქეებზე და მათი ოჯახის წევრებზე გაცემული პირადობისა და ბინადრობის მოწმობების უსაფრთხოების გაძლიერებიასთან დაკავშირებით, ევროკავშირის მოქალაქეების ოჯახის წევრების ბინადრობის ძველი მოწმობები, რომლებიც არ აკმაყოფილებენ ახალ მოთხოვნებს, აღარ მოქმედებს. იმ დოკუმენტებს შორის, რომლებიც 3 აგვისტოდან აღარ მოქმედებს, არის ევროკავშირის მოქალაქის ოჯახის წევრის ბინადრობის […]
Წაიკითხე მეტისტიპენდიები მილანის ლა სკალას თეატრის აკადემიაში სწავლისთვის
იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო, ლა სკალას თეატრის აკადემიასთან თანამშრომლობის საფუძველზე, გასცემს 9 სტიპენდიას საშემსრულებლო ხელოვნების მენეჯმენტის სამაგისტრო კურსზე სწავლისათვის (2024 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 31 ივნისამდე პერიოდში). თითოეული სტიპენდიის ხანგრძლივობა 6 თვეს, ხოლო ოდენობა თვიურად 900 ევროს შეადგენს. კანდიდატურის წარდგენის ვადაა 2023 წლის 5 ოქტომბერი. დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი უნდა გააგზავნონ ელ.ფოსტის […]
Წაიკითხე მეტისამცხე-ჯავახეთის ქართულ-იტალიური არქეოლოგიური მისია
დასრულდა სამცხე-ჯავახეთის ქართულ-იტალიური არქეოლოგიური პროექტის მეხუთე ეტაპი, რომელსაც ხელმძღვანელობენ პროფ. ვახტანგ ლიჩელი (ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი/საქართველოს არქეოლოგიური ასოციაცია), თორნიკე ჩილინგარაშვილი (ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) და პროფ. რობერტო დანი (ISMEO, იტალიის ხმელთაშუაზღვისპირეთისა და აღმოსავლეთის კვლევათა საერთაშორისო ასოციაცია). იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და იტალიის ხმელთაშუაზღვისპირეთისა და აღმოსავლეთის კვლევათა საერთაშორისო ასოციაციის […]
Წაიკითხე მეტილაგოდეხის ქართულ-იტალიური არქეოლოგიური პროექტი: ვენეციის კა’ ფოსკარის უნივერსიტეტის 2023 წლის არქეოლოგიური მისია დასრულდა
ერთთვიანი კვლევითი სამუშაოების შემდეგ, დასრულდა ვენეციის კა’ ფოსკარის უნივერსიტეტის არქეოლოგიური მისია, რომელიც ლაგოდეხის ქართულ-იტალიური არქეოლოგიური პროექტის (GILAP) ფარგლებში ხორციელდებოდა. მეცნიერთა ჯგუფმა, ლაგოდეხის მუზეუმთან თანამშრომლობით, დაამთავრა ჭიაურის არქეოლოგიურ ლოკაციასა და ზოგადად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი მასალის აღრიცხვა-დოკუმენტირება. ასევე, თბილისის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთობლივად, ჩატარდა ალაზნის ველის გეოარქეოლოგიური კვლევა. განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა ანანაურის ერთ-ერთი ყორღანის […]
Წაიკითხე მეტიგრძელდება იტალიის საელჩოს ძალისხმევა უმაღლესი განათლების დარგში იტალიასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გასაძლიერებლად
გუშინ გაიმართა საქართველოს განათლების საერთაშორისო ცენტრისა (IEC) და იტალიის უნივერსიტეტების რექტორთა საბჭოს (CRUI) ერთობლივ სასტიპენდიო პროგრამაში გამარჯვებული სტუდენტების წარდგენა. პროგრამა, რომელიც 2018 წელს ხელმოწერილი მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება, იტალიის მთავრობის მიერ ქართველი სტუდენტებისთვის გამოყოფილ სტიპენდიებთან ერთად, ახალგაზრდებისთვის იტალიის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელებისა და პროფესიული ზრდის შესანიშნავ შესაძლებლობას წარმოადგენს. ღონისძიებაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან გიორგი […]
Წაიკითხე მეტი