ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

საელჩოდან

შეიყვანეთ თქვენი საძიებო პარამეტრები
Reset
31 იანვარი 2023
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდმა იტალიის საელჩო დააჯილდოვა იტალიასა და საქართველოს შორის სპორტის სფეროში მეგობრობის გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის

იტალიის საელჩო თბილისში, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მიერ ორგანიზებული საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, დაჯილდოვდა წვლილისთვის, რომელიც შეაქვს იტალიასა და საქართველოს შორის სპორტის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებაში. შეგახსენებთ, რომ შარშან, საელჩოსა და ფონდის ინიციატივით პირველად გაიმართა ფუტსალის ტურნირი „იტალიის საელჩოს თასი”, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდა ფეხბურთელები საქართველოში არსებული ყველაზე ცნობილი საფეხბურთო აკადემიებიდან („იტალიის საელჩოს თასი”). ჯილდო გადაეცა […]

Წაიკითხე მეტი
20 იანვარი 2023
ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე

ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც ყოველწლიურად 27 იანვარს აღინიშნება, იტალიის საელჩო საქართველოში, RAI Scuola-სთან თანამშრომლობით, გთავაზობთ დოკუმენტურ ფილმს “თავისუფალი მუსიკა. ისტორიები ნოტებზე, ტყვეობაზე, სისასტიკესა და იმედზე” (ავტორები: პიეტრო დე ჯენარო და ალესანდრო გრეკო, რეჟისორი: ალესანდრა პერალტა). ფილმში იტალიელი პიანისტი და კომპოზიტორი ფრანჩესკო ლოტორო საკონცენტრაციო ბანაკებში შექმნილი მუსიკის ისტორიას მოგვითხრობს (ოცდაათი წლის განმავლობაში მაესტრო […]

Წაიკითხე მეტი
19 იანვარი 2023
“იტალიური დიზაინის დღესთან” დაკავშირებული შეტყობინება

იტალიის საელჩო თბილისში გეგმავს, მოიძიოს საჯარო თუ კერძო კომპანიები, რომლებსაც სურთ ითანამშრომლონ საელჩოსთან იტალიური დიზაინის დღესთან დაკავშირებული ინიციატივის განხორციელებაში. ინიციატივა “იტალიური დიზაინის დღეები საქართველოში – 2023” მიზნად ისახავს არქიტექტურის, დიზაინისა და რესტავრაციის დარგებში იტალიური მიღწევების პოპულარიზაციას.პროცედურა ძალიან მარტივია: საკმარისია გაეცნოთ განაცხადს, შეავსოთ შესაბამისი თანხმობის ფორმა და გააგზავნოთ 2023 წლის 24 თებერვლის 15:00სთ-მდე (საქართველოს დროით) ელ. […]

Წაიკითხე მეტი
19 იანვარი 2023
სწავლის შესაძლებლობები: ღია კარის დღე ბოლონიის უნივერსიტეტში

გინდათ ისწავლოთ იტალიაში, ევროპის ყველაზე ძველ უნივერსიტეტში, რომელიც შორეულ 1088 წელს დაარსდა? გსურთ გაიგოთ, ბოლონიის უნივერსიტეტი “Alma Mater Studiorum” სწავლის რა შესაძლებლობებს გთავაზობთ? დარეგისტრირდით ონლაინ, მონაწილეობა მიიღეთ ვირტუალურ ღონისძიებებში და გაიგეთ ყველაფერი უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებულ კურსებზე, უნივერსიტეტში ჩარიცხვასა და სასწავლო სტიპენდიებზე! 30 და 31 იანვარს, 10:00სთ-დან 17:00სთ-მდე (იტალიის დროით) გაიმართება ღონისძიება Virtual Fair Bachelor’s – […]

Წაიკითხე მეტი
9 იანვარი 2023
იტალიის მრეწველობის გენერალური კონფედერაცია აჯილდოებს საწარმოთა ჯგუფს, რომელიც საქართველოშიც არის წარმოდგენილი

იცოდით, რომ იტალიის მრეწველობის გენერალურმა კონფედერაციამ (Confederazione Generale dell’Industria Italiana – ორგანიზაცია, რომელიც 113.000-ზე მეტ წევრს აერთიანებს), დააჯილდოვა საწარმოთა ჯგუფი, რომელიც საქართველოშიც არის წარმოდგენილი? ფოტოზე: ჯილდოს გადაცემა. დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ქართულ ენაზეც ბმულზე: https://www.facebook.com/dac2s/posts/pfbid02if2RR8Lc8Hg6bfDobhUxrqEj7N7bByoMtrwW4NqecGawn7iwtXe8VstQ4zgtCY1ql ჩვენს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების კიდევ უფრო გაძლიერების კუთხით, ეს აღიარება იტალიასთან დაკავშირებული და საქართველოში მოქმედი კომპანიებისა და […]

Წაიკითხე მეტი
4 იანვარი 2023
შეტყობინება სააგენტო ICE (ITA)-ს ბაქოს ოფისის თბილისის წარმომადგენლობაში დასაქმების შესაძლებლობის თაობაზე

იტალიის საგარეო ვაჭრობის სააგენტო ICE (ITA)-ს ბაქოს ოფისის თბილისის წარმომადგენლობაში ბაზრის კვლევის ანალიტიკოსის 1 (ერთ) პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის წარდგენის ვადა გაგრძელდა 2023 წლის 10 იანვრამდე. კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://www.ice.it/it/mercati/azerbaijan/baku/avvisi-di-assunzione-georgia

Წაიკითხე მეტი
3 იანვარი 2023
სააგენტო ICE-ს ხელშეწყობით ახლა საქართველოში მეტი იტალიური პროდუქციაა წარმოდგენილი, იტალიაში კი ქართული ეკონომიკური ოპერატორების რიცხვი სულ უფრო იზრდება

სააგენტო ICE, საქართველოში იტალიის საელჩოსთან კოორდინირებით, აძლიერებს თავის საქმიანობას თბილისში. გასულ წელს სააგენტომ ხელი შეუწყო 25 ქართული კომპანიის მონაწილეობას იტალიაში გამართულ გამოფენებში, მათ შორის, ბაზრის სხვადასხვა სეგმენტის ისეთი საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ღონისძიებებში, როგორიცაა: EIMA (სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარები), MICAM (ფეხსაცმელი), SALONE DEL MOBILE (ავეჯი და ინტერიერის აქსესუარები), VICENZAORO (საიუველირო ნაწარმი) და იზოლა დელა სკალას ბრინჯის ნაწარმის გამოფენა. იტალიასა […]

Წაიკითხე მეტი
30 დეკემბერი 2022
2022, ღონისძიებები, რომლებიც იტალიის საელჩოს ორგანიზებით ან მხარდაჭერით გაიმართა

ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეიანვარი, თბილისი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, იტალიის საელჩომ საქართველოში, იტალიის რადიო-ტელევიზიასთან (RAI) თანამშრომლობით, კინოს მოყვარულებს შესთავაზა დოკუმენტური ფილმი “პრიმო ლევის თხილამურები”, რომელიც იტალიელ მწერალს, პოეტს, ქიმიკოსს, პარტიზანსა და ნაცისტების მიერ ებრაელების დევნის თვითმხილველს, პრიმო ლევის ეძღვნება.     „იტალიის ფრაგმენტები” თბილისშიმაისი, თბილისი იტალიელი ფოტოგრაფის, სცენარისტის, თეატრისა და კინოს რეჟისორის, […]

Წაიკითხე მეტი
27 დეკემბერი 2022
იტალიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ორი საფოსტო მარკა

იტალიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავის აღნიშვნა, რომელიც პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამეცნიერო და კულტურულ სფეროებში შესანიშნავი ურთიერთობების ფონზე მიმდინარეობს, არაჩვეულებრივი ერთობლივი ინიციატივით სრულდება: დაიბეჭდა და მიმოქცევაში ჩაეშვა ორი საიუბილეო საფოსტო მარკა. როგორც იტალიის საწარმოებისა და იტალიური პროდუქციის სამინისტროს მიერ მომზადებულ მარკაზე, ასევე, საქართველოს ფოსტის მიერ გამოშვებულ მარკაზე, გამოსახულია იტალიელი ბერის, კრისტოფორო კასტელის მიერ […]

Წაიკითხე მეტი
20 დეკემბერი 2022
პროგრამის “Stem Study visit to Italy” დასკვნითი ღონისძიება ქ. ნეაპოლში, რომელსაც საპატიო სტუმარი ეწვია

გუშინ ნეაპოლის ფედერიკო II-ის სახ. უნივერსიტეტის ტექნოპარკის “Apple Accademy“-ში ახალგაზრდა ქართველი ინოვატორებისთვის განკუთვნილი პროგრამა “STEM Study visit to Italy“-ის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. პროგრამა განხორციელდა იტალიის ტექნოლოგიური ინოვაციების ფონდსა (COTEC) და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) შორის არსებული ხანგრძლივი თანამშრომლობის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს იტალიასა და საქართველოს შორის სამეცნიერო-ტექნოლოგიურ და ციფრულ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას. ღონისძიების […]

Წაიკითხე მეტი