ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

ვულკანის ამოფრქვევის მსხვერპლთა თაბაშირის ფიგურები

პომპეის გათხრების დროს არქეოლოგებმა ახ.წ. 79 წლის ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად ათასზე მეტი დაღუპული ადამიანის ნაშთები აღმოაჩინეს. ეს ის ადამიანი არიან, რომლებმაც ვულკანის ამოფრქვევის პირველი ფაზის დროს ქალაქის დატოვება ვერ მოასწრეს, პემზითა და ლაპილით გავსებული სახლებიდან დაღწევა ვერ მოახერხეს ან ნანგრევების ქვეშ მოყვნენ, შემდეგ კი ვულკანურმა ნამსხვრევებმა მათი სხეულები სამი მეტრის სისქის ფენით დაფარა. ამ ადამიანებისგან მხოლოდ ჩონჩხები დარჩა. შემდეგ გავარვარებულმა ნამსხვრევებმა წარმოუდგენელი სისწრაფით შეავსო დარჩენილი სივრცეები და ღიობები, რამაც ქალაქში დარჩენილი ადამიანების თერმული შოკით მყისიერი დაღუპვა გამოიწვია. ეს ადამიანები იმავე პოზებში დარჩნენ, რომლებშიც მათ სიკვდილმა მოუსწრო, ვულკანურმა მასამ კი სხეულები დაადუღაბა და, ასეთნაირად, შემოგვინახა მათი ზუსტი მოხაზულობა.

calchi

მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში პომპეის არქეოლოგიური გათხრების ხელმძღვანელმა ჯუზეპე ფიორელიმ ამ ადამიანების კონსერვაციის ასეთი მეთოდი შეიმუშავა: ფერფლის ფენის გათხრისას, არქეოლოგი სიცარიელეს წააწყდა, რომელიც ორგანული ნივთიერებების გახრწნის შედეგად წარმოიქმნა და სადაც მხოლოდ დაღუპულთა ჩონჩხები იყო შემონახული. ფიორელიმ გადაწყვიტა, ეს სიცარიელეები თაბაშირით ამოევსო. გამყარებული თაბაშირის ფიგურები გასაოცარი სიზუსტით გვიჩვენებს ადამიანთა სხეულების ნამდვილ ფორმას, ნაკვთებს, სიკვდილის მომენტში მათ ტრაგიკულ ჟესტებსა და სახის მიმიკას.