ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

ვეზუვის ტერიტორიის მხატვრობა

ფრესკები ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი მემკვიდრეობაა, რომელიც ვეზუვის ტერიტორიაზე მდებარე ქალაქებმა შემოგვინახა. თავდაპირველად სახლის კედლების დეკორად ჩაფიქრებული ფრესკები საცხოვრებლის სხვადასხვა სივრცის მნიშვნელობასა და ფუნქციაზე მიუთითებდა. მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში უამრავი ფრესკის აღმოჩენამ მიგვიყვანა მხატვრობის 4 სტილად კლასიფიკაციამდე: ეს გახლავთ 4 უმთავრესი ტიპი, რომლებიც პომპეისა და რომში ძვ.წ. II საუკუნიდან ახ. წ. I საუკუნემდე არსებობდა. ფრესკებზე გამოსახავდნენ პეიზაჟებს, ბაღებს, მითოლოგიურ სიუჟეტებს, რომლებშიც ჩაქსოვილი იყო გზავნილები სახლის მცხოვრებლებისთვის და ეს ფრესკები ხშირად სახლის პატრონს სასურველ იმიჯს უქმნიდა.

affresco 2
თეატრალური ნიღბის ფრაგმენტი
სტაბიუმი, ვილა არიანა
ფრესკა, ახ.წ. I საუკუნე

გამოფენაზე წარმოდგენილ ფრესკებზე ვხედავთ ნარცისისა და ადონისეს მითებს, წარმოსახვისთვის მომაჯადოებელ ეგზოტიკურ სამყაროს – ნილოსის პეიზაჟის ფონზე იუმორით შესრულებულ ეროტიკულ სცენას.

affresco 1

მედალიონი მამაკაცის ფიგურით, რომელსაც კანთაროსი უჭირავს
სტაბიუმი, ვილა არიანა
ფრესკა, ახ.წ. I საუკუნე

ვილა არიანას (არიადნეს ვილის) ფრესკებზე გამოსახული არიან ახალგაზრდა ყმაწვილი და წამოწოლილი სილენი, რომლებსაც ხელში კანთაროსი (ღვინის სასმისი) უჭირავთ, როგორც ნადიმისა და სუფრაზე მიწვევის სიმბოლო. სტაბიუმის ტერიტორიაზე გრანიანოს ვილის ფრესკებიც მითოლოგიური სიუჟეტებითაა შთაგონებული: მათზე გამოსახულია მელეაგროსი, რომელიც კალიდონის ტახზე ნადირობს და მობანავე დიანა, რომელსაც აქტეონი უთვალთვალებს.