ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

ოჯახური და პირადი სამლოცველოები

ოჯახურ სამლოცველოს, სადაც საგვარეულოს მფარველი ღვთაებების გამოსახულებები და შესაწირი ინახებოდა, ლარარიუმი ერქვა. ეს გახლდათ კედელში ჩაშენებული საკურთხეველი, რომლის წინ ოჯახის უფროსის მიერ ოჯახურ კულტთან დაკავშირებული რიტუალები სრულდებოდა. სახლისა და ოჯახის მფარველ ღვთაებებს, ლარებს, ჩვეულებრივ გამოსახავდნენ, როგორც მოკლე ტუნიკაში გამოწყობილ, მოცეკვავე ან ფეხზე მდგომ ორ ახალგაზრდას, რომლებსაც ხელთ ბარაქის სიმბოლო ეპყრათ.

ოჯახის მფარველებად, ლარებთან ერთად, ხშირად კარგად ნაცნობი ღვთაებები და მითოლოგიური ფიგურები (ჰერკულესი, მერკური და ბახუსი) მიიჩნეოდა. საცხოვრებელში სხვა ღვთაებების სკულპტურების არსებობა სახლის პატრონის პიროვნებასა და მის სოციალურ როლზე მიანიშნებდა. ოჯახური სიწმინდეების კულტზე სოციალური და პოლიტიკური ფაქტორები დიდ გავლენას ახდენდა. თუ ოჯახის მეთაურის სოციალური აღმასვლა ვაჭრობას უკავშირდებოდა, მის სახლში მერკური ფორტუნას გვერდით თავსებოდა. ლარების გვერდით ვენერას ფიგურის სიახლოვე გარკვეული მიზნების წარმატებულ აღსრულებაზე მიუთითებდა. ვესპასიანეს ახალმა რელიგიურმა პოლიტიკამ ისეთი აღმოსავლური ღვთაებების კულტი დაუშვა, როგორიცაა ისიდა და ჰარპოკრატე. მათი ბრინჯაოს ქანდაკებები ხშირად გვხვდება მაღალი ფენის წარმომადგენელთა სახლების ატრიუმსა და პერისტილიუმში განთავსებულ ლარარიუმებსა და ასევე, ვაჭრობასთან დაკავშირებულ ნაგებობებში.

culto altare

მინიატურული საკურთხეველი
პომპეი
ბრინჯაო, მარმარილო, ახ.წ. I საუკუნე