იტალიის ზოგიერთმა რეგიონულმა ადმინისტრაციამ გაავრცელა სასარგებლო ინფორმაცია გამოფენაზე Expo Milano 2015 სტუმრების მიღებასთან დაკავშირებული შემოთავაზებების შესახებ. თანდართულ ბიულეტენში (სანახავად დააჭირეთ აქ:), სადაც თავმოყრილია მონაცემები და მითითებულია შესაბამისი ვებ პორტალები, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მწარმოებელი რეგიონების მონახულებასთან დაკავშირებულ ბიზნეს შესაძლებლობებსა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის სხვადასხვა მახასიათებლებს.
გარდა ამისა, გაცნობებთ, რომ ხელმისაწვდომია ვებ პლატფორმა “Expo Business Matching”, რომელიც შექმნილია გამოფენის განმავლობაში იტალიაში მყოფ ოპერატორებს შორის დიალოგის წახალისებისა და გამარტივების მიზნით. Expo Milano 2015-ის მიერ, მილანის სავაჭრო პალატასთან, Promos-თან, Fiera Milano-სა და PwC-სთან თანამშრომლობით წამოწყებული ინიციატივა სთავაზობს საერთაშორისო ბიზნეს წრეებს საკუთარი კომპეტენციების განვითარების უნიკალურ შესაძლებლობებს.
დაბოლოს, ხელმისაწვდომია ვენეტოს რეგიონის მიერ შემუშავებული პლატფორმა, სადაც თავმოყრილია ამ რეგიონის კომპანიებისა და დაწესებულებების მიერ ორგანიზებული ყველა ღონისძიება, რომელიც გაიმართება გამოფენა Expo Milano 2015-ს განმავლობაში.