ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

JV Todini-Takenaka-ს მიერ აშენებული გზის გახსნა


19 ნოემბერს ელჩი ფავი დაესწრო E60 მაგისტრალის (საგზაო არტერიის, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ საქართველოსთან აკავშირებს) მონაკვეთის გახსნას.
გზის გახსნის ცერემონიას დაეწრნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი.
ელჩი ფავის ღონისძიებაზე დასწრება ადასტურებს იტალიურ კომპანიებთან დიპლომატიური წარმომადგენლობის სიახლოვეს: აღნიშნული ინფრასტრუქტურა განხორციელდა იტალიურ-იაპონური კომპანიის Todini-Takenaka-ს მიერ (რომლის წილის 60% ეკუთვნის იტალიურ მხარეს, ხოლო 40% – იაპონურ მხარეს).
19 ნოემბერს საზეიმოდ გახსნილი გზის სამშენებლო სამუშაოები დაფინანსებული იყო იაპონური საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს ((JAIKA) მიერ. აღნიშნული შემოვლითი გზის მეშვეობით შესაძლებელი იქნება ქუთაისისთვის (ქვეყნის მეორე ქალაქისთვის) გვერდის ავლა: გზის დაახლოებით 30 კილომეტრიანი მონაკვეთი E60 მაგისტრალს უკავშირდება ორი სეგმენტით, რომელიც ამჟამად მშენებლობის სტადიაზეა. მათ სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს JV Todini-Takenaka.
გარდა ამისა, გასულ წლებში, სს Todini Costruzioni Generali-ს ფილიალმა საქართველოში გაიყვანა E60 მაგისტრალის დამატებითი მონაკვეთი.

Todini