ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

ელჩი ფედერიკა ფავი დაესწრო სავაჭრო ქსელ “გუდვილში” იტალიური კომპანია “მილანო ინვესტმენტის”  საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციას

ელჩი ფედერიკა ფავი დაესწრო სავაჭრო ქსელ “გუდვილში” იტალიური კომპანია “მილანო ინვესტმენტის”  საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციას
გასულ 6 სექტემბერს ელჩმა ფავიმ მონაწილეობა მიიღო საქართველოში ახალი საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციაში. საქმე ეხება გასულ 20 აგვისტოს გაფორმებულ წინასწარ ხელშეკრულებას, რომლის თანახმად, სავაჭრო ქსელის “გუდვილის” 60%-იანი წილის მფლობელი იტალიური კომპანია “მილანო ინვესტმენტი” ხდება. კომპანიის ხელმძღვანელმა ალესანდრო აზაისმა ყურადღება გაამახვილა “გუდვილის” უკანასკნელ თვეებში მიღწეულ წარმატებებზე: 2014 წელს მოსალოდნელია წლიური საქონელბრუნვის 10%-ით გაზრდა; 2014 წლის პირველ ნახევარში საერთო მოგების მარჟამ 1,5 მილიონი ლარი (დაახლოებით 0,67 მილიონი ევრო) შეადგინა მაშინ, როცა 2013 წლის იმავე პერიოდში დანაკარგი 400000 ლარს შეადგენდა, დარეგულირებულია ლიკვიდობის მდგომარეობა.
“გუდვილის” 60%-იანი წილის შესყიდვა მოხდება კაპიტალის გაზრდისა და კომპანიის დამფუძნებლის, გოგი შევარდნაძის წილის შემცირების მეშვეობით.
იტალიური კომპანიის საწყისი ინვესტიციის ოდენობა 4,8 მილიონი ლარია.
ამჟამად “გუდვილი” ფლობს 3 სუპერმარკეტს, 2 ჰიპერმარკეტს და აზერბაიჯანულ ნავთობკომპანია “სოკართან” შეთანხმებით მოქმედ, ავტოსტრადის მიმდებარე 2 მარკეტს. სავაჭრო ქსელის წლიური საქონელბრუნვა 55 მილიონ ლარს, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 1400 ადამიანს შეადგენს.