ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შორის ფორმდება თანამშრომლობის მემორანდუმი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით

გასულ 17 ივლისს საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს საპატრიარქოს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვას ეხება.
ამ შედეგის მიღწევაში იტალიას დიდი წვლილი მიუძღვის, ვინაიდან შეთანხმება მომზადდა ჩვენი კულტურული საქმიანობის, კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის სამინისტროს მხარდაჭერით.
მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაზე, საქართველოს კულტურის მინისტრ ოდიშარიასა და საქართველოს პატრიარქის ქორეპისკოპოს თეოდორესთან (ჭუაძე) ერთად, სიტყვით გამოვიდა იტალიის ელჩი ფედერიკა ფავი.
შეთანხმებაზე მუშაობისას, 2014 წლის მარტში ქ. რომში შედგა ორივე ქართული მხარის ვიზიტი, სადაც მხარეებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ იტალიურ გამოცდილებას სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობების თვალსაზრისით.

 


 


Photo


 


Photo