ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

“ფერეროს ჯგუფის” სოციალური პასუხისმგებლობის მე-4 ანგარიშის პრეზენტაცია

გასულ 23 მაისს იტალიის ელჩის რეზიდენციაში გაიმართა “ფერეროს ჯგუფის” სოციალური პასუხიმგებლობის მე-4 ანგარიშის პრეზენტაცია.
“ფასეულობის გაზიარება ფასეულობის შესაქმნელად” სათაურის მქონე დოკუმენტი ასახავს “ფერეროს ჯგუფის” სტრატეგიებს, მიზნებს 2020 წლისათვის, მიღწეულ შედეგებსა და მომავლის გამოწვევებს.
პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელსაც მისასალმებელი გამოსვლის შემდეგ სიტყვა იტალიის ელჩმა ფავიმ გადასცა.
“ფერეროს ჯგუფის” შესყიდვების დირექტორის არდუინო ბორგონიოს მიერ კომპანიის სტრატეგიების წარდგენისა და “ფერეროს ალბას ჯგუფის” აღმასრულებელი დირექტორის ჯოვანი ფერეროს მოკლე ვიდეოს ჩვენების შემდეგ, გაიმართა სესია, რომელსაც უძღვებოდა ცნობილი სატელევიზიო ჟურნალისტი ეკატერინე მიშველაძე. სიტყვით გამოვიდნენ კომპანია “აგრიჯორჯიას” გენერალური მენეჯერი დანიელ დელაჩა, სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი და ქ. ზუგდიდის (სადაც თავმოყრილია საქართველოში “ფერეროს” ინვესტიციები) ვიცე-მერი გიორგი თოდუა.
როგორც საკუთრივ პრეზენტაციამ, ასევე დებატებმა გამოიწვია ცოცხალი ინტერესი სტუმრებში (ღონისძიებას სამოცამდე სტუმარი ესწრებოდა), რომელთა შორის იყვნენ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, გარემოსა დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ხათუნა გოგალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილი, საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ადგილობრივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ბრუნო ბალვანერა და ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კატერინა ბოლონიეზე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ქართული საინფორმაციო საშუალებების, მათ შორის მთავარი სატელევიზიო არხების, წარმომადგენლები. დამსწრე საზოგადოების წინაშე წარმოდგენილი იქნა “ფერეროს ჯგუფის” სოციალური პასუხისმგებლობის ოთხი ძირითადი მიმართულება: პროდუქციის ეკოლოგიური და სოციალური პასუხიმგებლობის შესაბამისი ხარისხი; “ფერეროს ფონდის” საქმიანობა და განხორციელებული ინიციატივები;”ფერეროს” სოციალური საქმიანობა განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში; ბავშვებსა და ახალგაზრდებში ფიზიკური აქტივობის მხარდასაჭერი პროგრამა “ქინდერ სპორტი”.
წარმოდგენილი იქნა სოციალური მნიშვნელობის მქონე პროგრამები, რომლებსაც “ჯგუფი ფერერო” საქართველოში ახორციელებს, მათ შორის 2012 წლის თებერვალში დაწყებული და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID) თანამშრომლობით ამოქმედებული ტრეინინის პროგრამა 3.000-მდე ადგილობრივი თხილის მწარმოებლებისთვის.
“ჯგუფი ფერეროს” მიერ 2007 წლის მარტში დაფუძნებულ კომპანია “აგრიჯორჯიას”, (“ფერერო” მისი სრული წილის მფლობელია), შავი ზღვის სანაპიროზე ეკუთვნის 4.200 ჰექტარამდე მიწა, რომელიც თხილის მოშენებისთვის გამოიყენება.

Photo


 


Photo