იტალიური ენის მეთვრამეტე მსოფლიო კვირეული
იტალიური ენა და ინტერნეტი, ქსელები იტალიური ენისთვის რა არის იტალიური ენის კვირეული? 15-21 ოქტომბერს მთელ მსოფლიოში აღინიშნება იტალიური ენის მეთვრამეტე კვირეული, რომლის მიზანია იტალიური ენობრივი და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია უცხოეთში. ინიციატივა, რომელსაც დასაბამი 2001 წელს იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და კრუსკას აკადემიას შორის შეთანხმების საფუძველზე მიეცა, ასევე შვეიცარიის კონფედერაციის მხარდაჭერით ხორციელდება. […]
Წაიკითხე მეტიიტალიელი ქუჩის მხატვარი მილო თბილისში ჩვენი საელჩოს მხარდაჭერით ჩამოვიდა
ერთ სივრცეში თავმოყრილი ხელოვნება, ფანტაზია და ურბანული კონტექსტი: ფაბრიკაფიტის ურბან არტ ფესტივალი წელს მესამედ ტარდება და მისი მთავარი გმირი სტრიტ-არტია – შეხედულებათა გამოხატვის თავისუფლება და კრეატიულობა, რომელიც ადამიანისა და გარემოს ურთიერთკავშირს ურბანული კულტურის სხვადასხვა გამომსახველობითი ფორმებით გადმოსცემს. ფესტივალს მულტიფუნქციური არტ-სივრცე Fabrika მასპინძლობს, რომლის ინდუსტრიული ფასადი ორი დღის განმავლობაში ქუჩის ხელოვანებისათვის უზარმაზარ “ტილოდ” იქცევა. ამ ხელოვანებს შორის “მილოს” […]
Წაიკითხე მეტისახელგანთქმული იტალიელი მევიოლინე საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე “შემოდგომის თბილისი”
26-ე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის „შემოდგომის თბილისი” ფარგლებში ჯანსუღ კახიძის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი და იტალიის საელჩო ცნობილ იტალიელ მუსიკოსს დომენიკო ნორდიოს მასპინძლობენ. კამერული მუსიკის კონცერტის პროგრამაშია ტარტინის, რესპიგის, პროკოფიევის, დებიუსისა და ბრამსის ნაწარმოებები. იტალიელ მევიოლინეს აკომპანირებას გაუწევს მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი მიხაილ ლიდსკი. კონცერტი გაიმართება 26 სექტემბერს (დასაწყისი: 19:30სთ) ჯანსუღ კახიძის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის მცირე დარბაზში.
Წაიკითხე მეტიახალი ტექნოლოგიები კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციისთვის: იტალიური გამოცდილება
“იმერსიული გამოფენები და თხრობის ხელოვნება: საზოგადოების ჩართვა და წარსულისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება” – ჩვენი საელჩოსა და იტალიის კვლევების საბჭოს (CNR) მიერ ჩაფიქრებული და ორგანიზებული ვორქშოპია, რომელიც იმართება 2018 წლის მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით. მულტიმედიური გამოფენები, 3D პროექცია, ვირტუალური რეალობა, ბიოლოგიურ არქივებად ქცეული […]
Წაიკითხე მეტიბერნინის სკოლა და რომაული ბაროკო
გამოფენა “ბერნინის სკოლა და რომაული ბაროკო, შედევრები პალაცო კიჯი ინ არიჩადან” გვთავაზობს იმ ჟანრებისა და მხატვრობის სტილების ვრცელ პანორამას, რომლებმაც განსაზღვრა ბაროკოს ფერებით, თეატრალური ეფექტებით, შუქჩრდილებითა და კონტრასტებით მდიდარი ესთეტიკა და, ამავდროულად, ჩამოაყალიბა კათოლიკური ეკლესიის საკომუნიკაციო, ზნეობრივი და სულიერი სისტემა. ისტორიული, ალეგორიულ-რელიგიური და მითოლოგიური თემატიკის მქონე ფერწერის გარდა, ექსპოზიციაზე წარმოდგენილია იმ სხვადასხვა ჟანრების ნიმუშები, რომლებსაც […]
Წაიკითხე მეტიბერნინის სკოლა და რომაული ბაროკო საქართველოში
11 სექტემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით ქართველ დამთვალიერებელსა და თბილისის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, იხილონ ბაროკოს პერიოდის ხელოვნების ნიმუშები. გამოფენა გაიმართება დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში (მის: თბილისი, შოთა რუსთაველის გამზ. 11). ბოტიჩელის, კარავაჯოს, მიქელანჯელოს, ტიციანის, რენესანსის დიდოსტატებისა და თანამედროვე იტალიელი მხატვრების ნამუშევართა გამოფენების შემდეგ, რომლებმაც მნახველთა რეკორდული რაოდენობა (96000-ზე მეტი დამთვალიერებელი!) მიიზიდა, საქართველოს დედაქალაქი ამჯერად […]
Წაიკითხე მეტიბერნინის სკოლა და რომაული ბაროკო. შედევრები პალაცო კინი ინ არიჩადან
გამოფენილი ნამუშევრები ოტავიო ლეონი (რომი, დაახლ. 1578 – 1630)ჯოვან ლორენცო ბერნინის პორტრეტი1622გრავიურა, 141 x 110 მმარიჩა, პალაცო კიჯი, ფაჯოლოს კოლექცია არნოლდ ვან ვესტერჰაუტი (ანტვერპენი, 1651 – რომი, 1725)ჯოვან ბატისტა გაული, მეტსახელად “ბაჩიჩო” (გენუა, 1639 – რომი, 1709)ჯოვან ლორენცო ბერნინის პორტრეტიდაახლ. 1680გრავიურა, 222 x 160 მმარიჩა, პალაცო კიჯი, ფაჯოლოს კოლექცია ჯოვან ლორენცო ბერნინი (იდეა) (ნეაპოლი, 1598 […]
Წაიკითხე მეტიიტალიის სამხედრო-საზღვაო ფლოტი: სასწავლო-საწრთვნელი გემი “Palinuro” ქ. ბათუმის პორტში (23 აგვისტოდან 26 აგვისტომდე)
გრძელდება 2018 წლის საგანმანათლებლო-საწრთვნელი კამპანია იტალიის სამხედრო-საზღვაო ფლოტის შხუნა-ბარკზე კურსის “Kratos”-ის 33 კურსანტისთვის 23 აგვისტოს სამხედრო-საზღვაო ფლოტის სასწავლო-საწრთვნელი გემი “Palinuro” ჩამოდგება ქ. ბათუმის (საქართველო) პორტში, სადაც 26 აგვისტომდე გაჩერდება. გემი “Palinuro” ჩართულია 54-ე საწრთვნელ კამპანიაში და ამჟამად მასზე სწავლებას გადის ტარანტოს საზღვაო უნტერ-ოფიცერთა სკოლის კურსის “Kratos”-ის 33 კურსანტი, რომლებიც შეისწავლიან საზღვაო-სანაოსნო მეცნიერებებს და იძენენ უშუალო […]
Წაიკითხე მეტიკომპანია Azimut-Benetti საქართველოშია
საქართველოში კიდევ ერთი მსხვილი იტალიური კომპანია შემოვიდა: 31 ივლისს ელჩის მოადგილე სტეფანო კრეშენციმ მონაწილეობა მიიღო უმაღლესი კლასის იახტებისა და მეგაიახტების მწარმოებელი კომპანია “Azimut-Benetti“-ის ქართული ფილიალის გახსნის ცერემონიაზე, რომელსაც კომპანიის წარმომადგენელი ფრანჩესკო ბორომეი ესწრებოდა. “ეს ცხოვრების იტალიური სტილის – ტრადიციისა და ინოვაციის, სტილისა და ტექნოლოგიის, ხელოსნობისა და მეწარმეობის შერწყმის შესანიშნავი მაგალითია, საქართველოში იტალიური ნაწარმის პოპულარიზაციის კიდევ […]
Წაიკითხე მეტისამუშაო ადგილზე დაღუპულ იტალიელთა ხსოვნის დღე
62 წელი გავიდა მარსინელის ტრაგედიის შემდეგ. 1956 წლის 8 აგვისტოს ბუა-დე-კაზიერის მაღაროში (ბელგია) მომხდარი ავარიის დროს დაიღუპა სხვადასხვა ეროვნების 262 მაღაროელი, მათ შორის 136 იტალიელი. “სამუშაო ადგილზე დაღუპულ იტალიელთა ხსოვნის დღესთან” დაკავშირებით, რომელიც სამშობლოსა თუ უცხოეთში სამუშაო ადგილას ტრაგიკულად დაღუპული თანამემამულეების მოსაგონრად დაწესდა, მინისტრმა მოავერო მილანეზიმ უცხოეთში მყოფ თანამემამულეებს სიტყვით მიმართა. მიმართვის ტექსტის სანახავად დააჭირეთ აქ:
Წაიკითხე მეტი