ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

სიახლეები

შეიყვანეთ თქვენი საძიებო პარამეტრები
Reset
29 ნოემბერი 2018
იტალიური ნაწარმი, ნუგბარი და უამრავი სიურპრიზი ტრადიციულ საქველმოქმედო ღონისძიებაზე, თბილისის ზამთრის გამოფენა-გაყიდვაზე

იტალიის საელჩო წელსაც, საკუთარი სტენდის მეშვეობით, მონაწილეობას მიიღებს ზამთრის ტრადიციულ გამოფენა-გაყიდვაზე, რომელიც ყოველწლიურად ტარდება საქართველოს ქალთა საერთაშორისო ასოციაციის (IWA) ორგანიზებით. ამჯერადაც ჩვენთან წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა დონორების მიერ გულუხვად მოწოდებული “Made in Italy”-ს მრავალფეროვანი პროდუქცია: ყავა, შოკოლადი, ღვინო და ყველი, ასევე, საუკეთესო იტალიური ბრენდების ტანსაცმელი, კოსმეტიკა, სამკაულები და აქსესუარები. ჩვენი სტენდი ყოველთვის ერთ-ერთი პირველი იყო შეგროვებული […]

Წაიკითხე მეტი
21 ნოემბერი 2018
სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარები თბილისის საგამოფენო ცენტრის იტალიურ პავილიონში

იტალია, როგორც საქართველოს პარტნიორი სოფლის მეურნეობის განვითარებისა და მოდერნიზაციის საქმეში, წარმოდგენილია თბილისში გამართულ სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების გამოფენაზე. გამოფენის გახსნაზე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან, ნოდარ კერესელიძესთან ერთად, იტალიის ელჩი ანტონიო ბარტოლი სიტყვით გამოვიდა: “იტალიური სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების წარმოების დარგის საერთო ღირებულება 11 მილიარდ ევროს აღემატება, რომლის ორი მესამედი სწორედ ექსპორტის დამსახურებაა. […]

Წაიკითხე მეტი
14 ნოემბერი 2018
თბილისში იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეული ბრუნდება

იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეული წელს უკვე მესამედ იმართება (19-25 ნოემბერი) და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს იტალიური სამზარეულოსა და აგრო-სასურსათო პროდუქციის უცხოეთში პოპულარიზაციას და უკეთ წარმოაჩინოს “იტალიური სავაჭრო ნიშნის” და იტალიური ნაწარმის განმასხვავებელი მახასიათებლები: ხარისხი, ეკოლოგიურობა, კულტურა, სასურსათო უსაფრთხოება, კვების უფლება, განათლება, იდენტობა, ტერიტორია და ბიომრავალფეროვნება. ღონისძიებები, რომლებიც კვირეულის ფარგლებში გაიმართება: ამ მრავალფეროვანი პროგრამის გარდა, ჩვენმა […]

Წაიკითხე მეტი
13 ნოემბერი 2018
სწავლის შესაძლებლობა საერთაშორისო სტუდენტებისთვის: ევროკავშირის მიერ შეთავაზებული სასწავლო სტიპენდიები

აღმოსავლეთ პიემონტეს უნივერსიტეტი, მიგელ ერნანდესის სახელობის ელჩეს უნივერსიტეტსა (ესპანეთი) და ბერლინის საუნივერსიტეტო კლინიკასთან (გერმანია) თანამშრომლობით, 2019/2020 სასწავლო წლისთვის აცხადებს მიღებას სამაგისტრო პროგრამაზე ფარმაციისა და კოსმეტოლოგიის დარგში (ინგლისურ ენაზე). აღნიშნული პროგრამა ხორციელდება ერაზმუს მუნდუსის ფარგლებში და ითვალისწინებს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების სტუდენტებისთვის ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ 12 სასწავლო სტიპენდიას, რაც მოიცავს სწავლის საფასურსა და საკუთრივ სტიპენდიას თვიური 1000 […]

Წაიკითხე მეტი
8 ნოემბერი 2018
იტალიური ბაროკო თბილისში: არა მხოლოდ მხატვრობა, არამედ მუსიკაც

ბაროკოს ეპოქის ხელოვნებასთან კიდევ ერთი შეხვედრა თბილისში: გამოფენის “ბერნინის სკოლა და რომაული ბაროკო“, რომელიც ღიაა მნახველისთვის 25 ნოემბრამდე, საქართველოს დედაქალაქს ბაროკოს ეპოქასთან კიდევ ერთი შეხვედრა ელის: წელს უკვე მეოთხედ ტარდება “თბილისის ბაროკო ფესტივალი“, ბაროკოს მუსიკის ერთადერთი ფესტივალი ამიერკავკასიის რეგიონში, რომელიც ყოველწლიურად მასპინძლობს სახელგანთქმულ მუსიკოსებსა და ანსამბლებს და მსმენელს სთავაზობს, ეზიაროს ბაროკოს პერიოდის მუსიკის ბრწყინვალე სამყაროს. […]

Წაიკითხე მეტი
5 ნოემბერი 2018
ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “საჩუქარი”, პროგრამა “ფოკუსში იტალიაა”

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის “საჩუქარი” ფარგლებში საქართველოს დედაქალაქი ყოველწლიურად მასპინძლობს თეატრალურ დასებსა და ხელოვანებს საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. წლევანდელი ფესტივალის პროგრამა “ფოკუსში იტალიაა” (2018 წლის 1-5 ნოემბერი) მაყურებელს სთავაზობს “სარდინიული კულტურის დღეებს საქართველოში”, რომელიც იმართება იტალიის კულტურული მემკვიდრეობის, კულტურული საქმიანობისა და ტურიზმის სამინისტროს, იტალიის საელჩოს, სარდინიის ნაციონალური თეატრის, ქ. კალიარის მერიის, სარდინიის […]

Წაიკითხე მეტი
2 ნოემბერი 2018
თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “თბილისის ტრიენალე”

2018 წლის 1 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე “თანამედროვე ხელოვნების ცენტრი-თბილისი“-ს ორგანიზებით საქართველოს დედაქალაქში იმართება თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “თბილისის ტრიენალე”, რომელიც საერთაშორისო ბიენალეების ასოციაციის ასოცირებული წევრია, წელს კი, უკვე მესამედ ჩატარების შემდგომ, ასოციაციის სრულუფლებიანი წევრის სტატუსი მიენიჭება. ტრიენალეს მთავარი თემაა “ნება”. მის ფარგლებში იმართება 30-მდე ღონისძიება, მათ შორის, გამოფენები, ინსტალაციები, ვორქშოპები და პერფორმანსები, რომლებიც ასახავს ინდივიდუალურ, […]

Წაიკითხე მეტი
1 ნოემბერი 2018
იტალიელი ხელოვანი თბილისის არქიტექტურულ ბიენალეზე

თვალის ერთი შევლებაც საკმარისია უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე თბილისში განვითარებული ურბანიზაციის სწრაფი და ქაოტური პროცესის დასანახად. საქართველოს დედაქალაქში ნამდვილი სამშენებლო ბუმია, რომელიც ბუნებრივ კითხვას აჩენს: დარჩა თუ არა ადგილი ქალაქის ბინადრების მოთხოვნილებებისთვის თუ ინდივიდს თრგუნავს ამგვარი ურბანული რეალობა? გარეუბნები, არაფორმალური არქიტექტურა, კავშირი ადამიანსა და მის გარშემო არსებულ ურბანულ პეიჟაზს შორის, ქალაქის იერსახის ტრასფორმაციული პროცესები და სხვა […]

Წაიკითხე მეტი
24 ოქტომბერი 2018
იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეული – განაცხადი სპონსორობაზე

გნებავთ, თქვენი კომპანიის თუ ორგანიზაციის იმიჯი და საქმიანობა უკეთესად წარმოაჩინოთ? იტალიის საელჩო გეგმავს, მოიძიოს საჯარო თუ კერძო კომპანიები, რომლებსაც სურთ ითანამშრომლონ ან დააფინანსონ იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეულის (2018 წლის 19-25 ნოემბერი) ფარგლებში გამართული ღონისძიებები. პროცედურა ძალიან მარტივია: საკმარისია გაეცნოთ განაცხადს სპონსორობაზე, შეავსოთ სპონსორობის შეთავაზების მოდული და გააგზავნოთ ელ. ფოსტის მისამართზე: commerciale.tbilisi@esteri.it

Წაიკითხე მეტი
23 ოქტომბერი 2018
იტალიის მოქალაქეობის შესახებ კანონში შესული ცვლილებები

2018 წლის 4 ოქტომბრის საკანონდებლო დეკრეტის N.113, მე -14 მუხლის (იხ. დანართი) თანახმად ა. წ. 5 ოქტომბერს იტალიის მოქალაქეობის შესახებ კანონში ( n. 91, 05/02/92, n. 91) შევიდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც შეეხო, აგრეთვე, აღნიშნული ცვლილებების ძალაში შესვლის მომენტისთვის, უკვე, წარმოებაში მიცემულ მოქალაქეობის ყველა საქმეს.ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე ცვლილება: – გაუქმდა მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლითაც […]

Წაიკითხე მეტი