ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

სიახლეები

შეიყვანეთ თქვენი საძიებო პარამეტრები
Reset
5 სექტემბერი 2019
ბგერების, სხეულის ენისა და ექსპერიმენტული ცეკვის სინთეზი: იტალიური საცეკვაო დასი Dewey Dell თბილისში

უამრავი წარმოდგენისა და სხვადასხვა იტალიურ თუ საერთაშორისო ფესტივალში (მათ შორის, ვენეციის ცეკვის ბიენალესა და მელბურნის, პარიზის, გრაცისა და ბერლინის ფესტივალებში) მონაწილეობის შემდეგ თანამედროვე ცეკვის დასი Dewey Dell საქართველოს დედაქალაქს ეწვევა. ინოვაციური ფორმების მუდმივი ძიებითა და ორიგინალური ქორეოგრაფიით გამორჩეული დასის წარმოდგენები მნახველის ყურადღებას იპყრობს ახალი გამომსახველობთი ხერხებითა და სტილით, რომელიც შთაგონებულია მხატვრული სახეებითა და სიმბოლოებით ხელოვნების […]

Წაიკითხე მეტი
3 სექტემბერი 2019
იტალიელები უცხოეთში: დღიურები გვიამბობენ

კოლექტიური მეხსიერების შენახვა და წარსულის გააზრება-რეკონსტრუქცია იტალიელი ემიგრანტების გაციფრული დღიურების, დოკუმენტებისა და წერილების მეშვეობით. ვებ-პორტალი “იტალიელები უცხოეთში: დღიურები გვიამბობენ” პიევე სანტო სტეფანოს ავტობიოგრაფიული ჩანაწერების, დღიურებისა და მოგონებების ეროვნული არქივის ინიციატივით და იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს დაფინანსებით შეიქმნა. ამ პროექტის ისტორიული და კულტურული ღირებულება იმაში მდგომარეობს, რომ ვებ-პორტალი “იტალიელები უცხოეთში: დღიურები გვიამბობენ” ემიგრანტების […]

Წაიკითხე მეტი
27 აგვისტო 2019
იტალიური გამოცდილება: ქალაქისა და ტერიტორიის მოწყობა

ქალაქი და გარეუბნები, პეიზაჟი და გარემო, კავშირი ადამიანსა და ურბანულ კონტექსტს შორის, სტუდენტების ჩართულობა ურბანული განვითარების პროცესში და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები – ამ და ბევრ სხვა საინტერესო თემაზე იმსჯელეს RED Fund-ს ორგანიზებითა და ჩვენი საელჩოს ხელშეწყობით გამართულ კონფერენციაზე “ურბანული კვლევებისა და დაგეგმვის პრაქტიკები იტალიის ქალაქების გამოცდილების მაგალითზე“. პროექტის “Urban2Days” ფარგლებში 27 ივლისს […]

Წაიკითხე მეტი
5 აგვისტო 2019
სამუშაო ადგილზე დაღუპულ იტალიელთა ხსოვნის დღე: მარსინელის ტრაგედიის შემდეგ 63 წელი გავიდა

სამუშაო ადგილზე დაღუპულ იტალიელთა ხსოვნის დღე მაღაროში მომხდარ ერთ-ერთ ყველაზე შემზარავ ტრაგედიას უკავშირდება. 1956 წლის 8 აგვისტოს ბუა-დე-კაზიერის მაღაროში (ბელგია) აფეთქების შედეგად გაჩენილმა ხანძარმა სხვადასხვა ეროვნების 262 მაღაროელის, მათ შორის, 136 იტალიელის სიცოცხლე შეიწირა. სამუშაო ადგილზე დაღუპულ იტალიელთა ხსოვნის დღე მარსინელის ტრაგედიის მსხვერპლთა და სამშობლოსა თუ უცხოეთში სამუშაო ადგილას ტრაგიკულად დაღუპული თანამემამულეების მოსაგონრად დაწესდა. მინისტრმა […]

Წაიკითხე მეტი
5 აგვისტო 2019
სტიპენდიები მილანის ლა სკალას თეატრის აკადემიაში სწავლისთვის

იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო, ლა სკალას თეატრის აკადემიასთან მრავალწლიანი თანამშრომლობის საფუძველზე, გასცემს 11 სტიპენდიას ახალგაზრდა უცხოელი მომღერლებისათვის ვოკალისტების დახელოვნების კურსზე სწავლისათვის. სტიპენდია გაიცემა 2020 წლის 1 იანვრიდან (სტიპენდიის ხანგრძლივობა 9 თვეს, ხოლო ოდენობა თვიურად 900 ევროს შეადგენს). განაცხადის წარდგენა შესაძლებელია 2019 წლის 4 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე. ასევე, იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო […]

Წაიკითხე მეტი
30 ივლისი 2019
“mAPPamondo consolare”, ახალი აპლიკაცია უცხოეთში მცხოვრები იტალიელების მომსახურების გასაუმჯობესებლად

“mAPPamondo consolare” გახლავთ ახალი აპლიკაცია სმარტფონებისთვის, რომელიც იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს მიერ უცხოეთში მუდმივად თუ დროებით მცხოვრები თანამემამულეებისათვის შეიქმნა. ამ აპლიკაციის მეშვეობით შესაძლებელია დეტალური ინფორმაციის მიღება იტალიის საკონსულო განყოფილებების მიერ შეთავაზებული მომსახურების შესახებ. გარდა ამისა, მარტივდება ისეთ საკონსულო პროცედურებთან წვდომა, როგორიცაა AIRE-ში (უცხოეთში მცხოვრები იტალიის მოქალაქეთა რეესტრში) აღრიცხვა, პასპორტისა თუ სხვა სამოქალაქო […]

Წაიკითხე მეტი
3 ივლისი 2019
იტალიურ-ქართული ბიზნეს-ფორუმი, რომელიც ინფრასტრუქტურის, ჭკვიანი ქალაქების და ენერგეტიკის საკითხებს მიეძღვნება

4 ივლისს თბილისში, სასტუმრო “Holiday Inn”-ში გაიმართა იტალიურ-ქართული ბიზნეს-ფორუმი, რომელიც საქართველოს განვითარებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე რამოდენიმე დარგს, კერძოდ, ინფრასტრუქტურას, სამშენებლო და საინჟინრო დარგებს, ენერგეტიკასა და ურბანულ განვითარებას მიეძღვნა. ბიზნეს-ფორუმი კიდევ ერთი შესანიშნავი შესაძლებლობაა კერძო სექტორში თანამშრომლობის განმტკიცებისთვის, ქართულ ბაზარზე იტალიური კომპანიების არსებობის ხელშეწყობისა და იტალიასა და საქართველოს შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერებისთვის. ფორუმის იტალიელი მონაწილეები გახლდნენ: […]

Წაიკითხე მეტი
26 ივნისი 2019
მილანიდან თბილისში: ლა სკალას თეატრის ვარსკვლავები ქართულ სცენაზე

კვირას, 30 ივნისს, თბილისის მესამე საერთაშორისო საბალეტო ფესტივალის გალა-კონცერტზე, რომელიც ჩვენი საელჩოს მხარდაჭერით იმართება, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე წარსდგებიან მილანის ლა სკალას თეატრის სოლისტები: პრესტიჟული პრემიით “Europaindanza” დაჯილდოებული მარტინა არდუინო, რომელიც მთავარ პარტიებს ასრულებს ისეთ სპექტაკლებში, როგორიცაა “გედების ტბა”, “რომეო და ჯულიეტა”, “ჟიზელი”, და მარკო აგოსტინო, რომელმაც სახელი გაითქვა პარტიებით სპექტაკლებში “კოპელია”, […]

Წაიკითხე მეტი
14 ივნისი 2019
ცნობილი იტალიელი მუსიკოსის კონცერტი მუსიკის დღესასწაულის აღსანიშნავად

მუსიკის დღესასწაული მთელ იტალიაში ყოველწლიურად ზაფხულის ბუნიობის დღეს აღინიშნება. ამ ინიციატივის ფარგლებში სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში, მოედნებსა და პარკებში ტარდება ღონისძიებები ცოცხალი მუსიკის თანხლებით. წელს ეს დღესასწაული საქართველოშიც აღინიშნება: 21 ივნისს ბორჯომში, თ. ამირეჯიბის სახ. პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის ფარგლებში, ჩვენი საელჩოს მხარდაჭერით გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობს უამრავი ეროვნული თუ საერთაშორისო კონკურსის (მათ შორის, კონკურსების “Amigdala”, “Barcellona […]

Წაიკითხე მეტი
7 ივნისი 2019
გამოფენა “სელას კვალდაკვალ – სვანეთი 130 წლის შემდეგ”

2019 წლის 7 ივნისიდან 7 ივლისამდე მესტიის სვანეთის მუზეუმი მასპინძლობს მულტიმედიურ გამოფენას “სელას კვალდაკვალ – სვანეთი 130 წლის შემდეგ”. გამოფენა, რომელიც სრულად დაფინანსდა ჩვენი საელჩოს მიერ, იმართება საქართველოს ეროვნულ არქივთან, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ფესტივალ “ქოლგა თბილისი ფოტოსთან” თანამშრომლობით. ექსპოზიცია, რომლის კურატორები არიან პიემონტელი ჟურნალისტი მონიკა ელენა და […]

Წაიკითხე მეტი