იტალიის ეროვნული დღესასწაული: “Made in Italy”, სილამაზის, ხარისხის, ტრადიციებისა და თანამედროვეობის სინონიმი
იტალიის საელჩომ საქართველოში წელს იტალიის რესპუბლიკის ეროვნული დღე 3 ივნისს აღნიშნა და საზეიმო ღონისძიებაზე Silk Factory Studio-ს შთამბეჭდავ სივრცეში მოსულ მრავალრიცხოვან სტუმრებს ბევრი სხვადასხვა სიურპრიზი დაახვედრა. “ერთი საღამოს ფარგლებში გამართული უამრავი ღონისძიება, კონცეფციის “Vivere all’italiana” წარმოსადგენად, რომელიც ყველა ჩვენი ინიციატივისთვისაა დამახასიათებელი. იტალიის ეროვნული დღესასწაული დემოკრატიისა და თავისუფლების ღირებულებების და მათი მნიშვნელობის შეფასებისა და საქართველოსთან ურთიერთობის […]
Წაიკითხე მეტიარქეოლოგია სკოლაში: გავეცნოთ იტალიური არქეოლოგიური მისიების საქმიანობას სახალისო თამაშებისა და კომიქსის მეშვეობით
ჩვენი საელჩოს მხარდაჭერითა და დაფინანსებით საქართველოს დედაქალაქის 11 სკოლაში ხორციელდება პროექტი „არქეოლოგია სკოლაში”, რომელიც მიზნად ისახავს, ბავშვებს და მოზარდებს გააცნოს არქეოლოგიის პროფესია და არქეოლოგიური გათხრების ადგილები, სადაც იტალიელი ექსპერტები ქართველ კოლეგებთან ერთად მუშაობენ. სწავლა თამაშ-თამაშით? დიახ, ეს შესაძლებელია! სამაგიდო თამაშების მეშვეობით, რომლებიც წარსულის მკვლევარების ისტორიებთან, ტერმინებთან და საგნებთანაა დაკავშირებული. ანდა, კომიქსის დახმარებით, რომელიც ჯეკისა და […]
Წაიკითხე მეტიიტალიური კომპანიები
«ჩვენი კომპანია დაფუძნდა იტალიის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მიზნით, რასაც ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ვახორციელებთ. ჩვენთვის უაღრესად სასიხარულოა, რომ შევძელით გამოფენის “IMMAGICA” განხორციელებაში წვლილი ჩვენი ოცწლიანი გამოცდილებისა და ტექნოლოგიების სახით შეგვეტანა“, – ამბობს კომპანია Centrica-ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი მარკო კაპელინი, – “გვჯერა, რომ სხვა კომპანიებთან თანამშრომლობის შედეგი ამ გამოფენას კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობასა და ღირებულებას შესძენს […]
Წაიკითხე მეტიშედევრები ეკრანებზე
მშვენიერებაში მოგზაურობას ჯოტოს შემოქმედებითი გზის რევოლუციური მომენტიდან ვიწყებთ. “მადონა დი ონისანტისთან” დაკავშირებით გამოფენის კურატორი ჯულიანო პიზანი ამბობს, რომ “ღვთისმშობლის სახე, მზერა, დამუწული ტუჩები და უნაზესი ღიმილი ღვთაებრივის განკაცების პირველ ნიშნებზე მიგვითითებს”. ამ პირველ ნიშნებს მხატვარი მოგვიანებით (1303-1305წწ.) პადუაში, სკროვენის კაპელის მოხატვისას დახვეწს, როდესაც ფრესკებში რეალიზმის ელემენტებს შემოიტანს: ფიგურების სახეებსა და ჟესტებში მათივე გრძნობები ირეკლება, გამოსახულებაში […]
Წაიკითხე მეტიIMMAGICA. მოგზაურობა მშვენიერების სამყაროში, ხელოვნებასა და ინოვაციებში
გამოფენა “IMMAGICA. იტალიური ხელოვნება – მოგზაურობა მშვენიერების სამყაროში” გახლავთ შთამბეჭდავი ვირტუალური მოგზაურობა დროსა და იტალიურ ფერწერასა და ქანდაკებაში. ეს არის ხმის, განათების, იმერსიული გამოსახულებებისა და მულტიმედიური კონტენტის ერთობლიობა; ხელოვნების აღმოჩენა ინოვაციური ტექნოლოგიების მეშვეობით; შთაბეჭდილებების მიღებისა და ცოდნის გაღრმავების ახლებური ხერხი; ყველასთვის გასაგები, ხელმისაწვდომი და, ამავე დროს, მეცნიერული თვალსაზრისით ზედმიწევნით ზუსტი ენა. გამოფენა “IMMAGICA. იტალიური ხელოვნება […]
Წაიკითხე მეტიიტალიური კინოს მეორე მსოფლიო კვირეული
დაიწყო იტალიური კინოს მეორე მსოფლიო კვირეული (2019 წლის 20-26 მაისი), რომელიც იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანაშრომლობის სამინისტროს ინიციატივით იმართება და მისი მიზანია იტალიური კინემატოგრაფის პოპულარიზაცია უცხოეთში. კვირეული ეძღვნება ყველა იმ პროფესიის წარმომადგენლებს (მსახიობებს, რეჟისორებს, სცენარისტებს, ოპერატორებს, კომპოზიტორებს, მემონტაჟეებს და სხვ.), რომელთა გარეშეც რთული და კომპლექსური კინოსამყაროს არსებობა შეუძლებელია. კვირეული მსოფლიოს 100 ქალაქში იტალიური კინოპროდუქციისადმი […]
Წაიკითხე მეტისოციალურ მეცნიერებათა თავისუფალი უნივერსიტეტის (LUISS) მიერ შეთავაზებული სასწავლო სტიპენდიები
პრესტიჟული ინგლისურენოვანი უმაღლესი სასწავლებელი, გვიდო კარლის სახ. სოციალურ მეცნიერებათა თავისუფალი უნივერსიტეტი (LUISS) გთავაზობთ სტიპენდიებს საბაკალავრო, სამაგისტრო და საზაფხულო პროგრამებზე სასწავლად შემდეგი სპეციალობებისთვის: მენეჯმენტი, მარკენტიგი, ფინანსები, ეკონომიკა და საერთაშორისო ურთიერთობები. განაცხადების წარდგენის ვადაა: 2019 წლის 17 ივნისი. დეტალური ინფორმაციისთვის და განაცხადის წარდგენისთვის დააჭირეთ აქ.
Წაიკითხე მეტიიტალია-საქართველო, გაცვლითი პროგრამა ხელოვანებისთვის. მოგზაურობა ახლის აღმოსაჩენად
სახელოვნებო რეზიდენცია – ეს ის ადგილია, სადაც ხელოვანებს ახალი გამოცდილების შეძენისა და სხვა კულტურებთან შეხების საშუალება ეძლევათ. ეს დიალოგისა და პროფესიული ზრდის, ახალი აღმოჩენებისა და იდეების განხორციელების, განსხვავებული წარმომავლობის ან სულაც ხელოვნების განსხვავებულ დარგებში მომუშავე ხელოვანებთან აზრთა გაცვლისა და გაზიარების შესანიშნავი შესაძლებლობაა. გაცვლითი პროგრამა “იტალია-საქართველო. რეზიდენციები ახალგაზრდა ქართველი და იტალიელი ხელოვანებისთვის” ამოქმედდა იტალიის საგარეო საქმეთა […]
Წაიკითხე მეტისამი იტალიელი პოეტი და მწერალი ქალი საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე
17 მაისს მეხუთე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი იწყება, რომლის ფარგლებში გელოდებათ ჩვენი საელჩოს მხარდაჭერით გამართული ორი ღონისძიება: 18 მაისს, 16:00სთ-ზე, მწერალთა სახლში ჩატარდება შეხვედრა ანიტა პისკაცისთან, რიტა პაჩილიოსა და როზარია ლო რუსოსთან. იტალიელი პოეტი ქალები საკუთარ ლექსებს წაიკითხავენ, ქართულ ენაზე თარგმანს კი ნუნუ გელაძე გაგაცნობთ. ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროექტის “ცოცხალი წიგნები” […]
Წაიკითხე მეტიპრემია მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურის თარგმანისთვის. განაცხადის წარდგენის ვადა: 2019 წლის 31 მაისი
იტალიის კულტურული მემკვიდრეობისა და კულტურული საქმიანობის სამინისტრო აცხადებს კონკურსს: 10 (ათი) ფულადი პრემიით დაჯილდოვდება უცხო ენიდან იტალიურ ენაზე ან იტალიური ენიდან უცხო ენაზე ლიტერატურული ნაწარმოების თარგმანი, კერძოდ: მხატვრული ლიტერატურა (პროზა და პოეზია); ლიტერატურისა და ხელოვნების კრიტიკა, ესეისტიკა, სამეცნიერო ლიტერატურა; კინო- და თეატრალური სცენარი. აღნიშნული ნაწარმოები უნდა უკავშირდებოდეს იტალიას, მის ისტორიას, კულტურას, ხელოვნებასა და ლიტერატურას და […]
Წაიკითხე მეტი