ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

სიახლეები

შეიყვანეთ თქვენი საძიებო პარამეტრები
Reset
6 მაისი 2019
63 თვის სასწავლო სტიპენდია 2019-2020 აკადემიური წლისთვის. განაცხადის წარდგენა 2019 წლის 12 ივნისამდე

გინდათ, ისწავლოთ იტალიაში, ქვეყანაში, რომელიც გამორჩეულია განათლების, მეცნიერებისა და კვლევების კუთხით? თქვენს განკარგულებაშია იტალიის 61 საჯარო და 30 კერძო უნივერსიტეტის, 130-ზე მეტი ხელოვნების, მუსიკისა და ქორეოგრაფიის ინსტიტუტისა (AFAM) და უამრავი კვლევითი ცენტრის სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამა, მათ შორის, 339 ინგლისურენოვანი სასწავლო კურსი. იტალიის მთავრობა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სთავაზობს სასწავლო სტიპენდიებს შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამებისათვის: სამაგისტრო პროგრამები; AFAM-ს […]

Წაიკითხე მეტი
24 აპრილი 2019
ატილიო ტომაზელო თბილისში, საერთაშორისო ფესტივალზე “აღდგომიდან ამაღლებამდე”

უკვე ტრადიციად იქცა იტალიელი მუსიკოს-შემსრულებლების მონაწილეობა საერთაშორისო ფესტივალში “აღდგომიდან ამაღლებამდე”. რიგით მე-14 ფესტივალის გახსნით კონცერტში, რომელიც ჩვენი საელჩოს ხელშეწყობით იმართება, არაჩვეულებრივ მომღერალთან, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო სოპრანოდ აღიარებულ იანო თამარ ალიბეგაშვილთან და სახელგანთქმულ ალბანელ ტენორთან, ჯუზეპე ჯიპალისთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს ქართველი მსმენელისთვის კარგად ნაცნობი იტალიელი დირიჟორი ატილიო ტომაზელო. მაესტრო ტომაზელო, ბევრი წელია, თანამშრომლობს ისეთ სახელგანთქმულ საოპერო […]

Წაიკითხე მეტი
19 აპრილი 2019
მოდით, ერთად აღვნიშნოთ ევროპის დღე 2019

ჩვენი საელჩო, საკუთარი სტენდით, წელსაც მონაწილეობს ევროპის დღის აღნიშვნაში, რომელიც გაიმართება შაბათს, 4 მაისს, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე რიყის პარკში მოწყობილ “ევროსოფელში”. ჩვენი მეგობრების, “დანტე ალიგიერის საზოგადოება – თბილისის კომიტეტის” დახმარებით, საელჩოს თანამშრომლები სტუმრებს მიაწვდიან სრულ ინფორმაციას ჩვენი კულტურული საქმიანობის, იტალიაში სწავლის შესაძლებლობებისა და ტურიზმის შესახებ. “დანტე ალიგიერი საზოგადოება – თბილისის კომიტეტის” თანამშრომლები კი ბავშვებს […]

Წაიკითხე მეტი
18 აპრილი 2019
ფესტივალი “ქოლგა თბილისი ფოტო”. იტალიელი ფოტოგრაფების თვალით დანახული ცხოვრება

კიდევ ერთი იტალიური მონაწილეობა საქართველოს დედაქალაქის კულტურულ ცხოვრებაში: ჩვენი საელჩოს მხარდაჭერით ორგანიზებული ორი გამოფენა, რომლებიც ფესტივალის “ქოლგა თბილისი ფოტო 2019” ფარგლებში გაიმართება. 4 მაისს, 20:00სთ-ზე, თბილისის საკრებულოს სარდაფში (ტაბიძის ქ. 2) გაიხსნება არგენტინაში ფემიციდისა და ქალთა წინააღმდეგ ძალადობის თემაზე მიერ შექმნილი ფოტოექსპოზიცია “Ni una Menos“, რომელიც სხვადასხვა პრესტიჟული საერთაშორისო პრემიით არის დაჯილდოებული. მის ავტორს, რომაელ […]

Წაიკითხე მეტი
11 აპრილი 2019
იდეიდან წარმოებამდე. იტალიასა და საქართველოს თანამშრომლობა ინოვაციების სფეროში და დაჯილდოების ცერემონია

ორშაბათს, 15 აპრილს, იტალიის საელჩო გთავაზობთ სემინარს და დაჯილდოებას ინოვაციების სფეროში, რომელიც იტალიის ტექნოლოგიური ინოვაციების ფონდის (COTEC) და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თანამშრომლობის შედეგია. ღონისძიება გაიმართება ტექნოპარკში (მის: ინოვაციების ქ. 7). სემინარის თემაა: გადასვლა იდეიდან წარმოებაზე, ინტუიციიდან – ბიზნესზე, ერთმანეთისგან ისეთ განსხვავებულ დარგებში, როგორიცაა მექანიკა, ინფორმატიკა, ინოვაციური მასალები თუ სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები (დასაწყისი: […]

Წაიკითხე მეტი
4 აპრილი 2019
განაცხადი 2019 წლის იტალიის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი წვეულების დაფინანსებაზე

გნებავთ თქვენი კომპანიის თუ ორგანიზაციის იმიჯი და საქმიანობა წარმოაჩინოთ იტალიის ეროვნულ დღესასწაულზე, რომელიც იტალიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა? იტალიის საელჩო გეგმავს, მოიძიოს საჯარო თუ კერძო კომპანიები, რომლებსაც სურთ დააფინანსონ ან ითანამშრომლონ საელჩოსთან 2019 წელს ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილი წვეულების ორგანიზებაში.პროცედურა ძალიან მარტივია: საკმარისია გაეცნოთ განაცხადს იტალიის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი წვეულების დაფინანსებაზე, შეავსოთ დაფინანსების წინადადების მოდული და გააგზავნოთ […]

Წაიკითხე მეტი
25 მარტი 2019
დე კირიკო, ეზოთერიკოსი. მოგზაური ორ სამყაროს შორის. გამოფენილი ნამუშევრები

გამოფენილი ნამუშევრები   ნატურმორტი ნანადირევითზეთი, ტილო, 70X49სმ, 1923   ნატურმორტი ნანადირევითზეთი, ტილო, 70X49სმ, 1923 გამომსახველობითი ხერხებისა და ტექნიკის თვალსაზრისით, ორივე ნატურმორტი ერთმანეთს ძალიან ჰგავს. ორივე შეიქმნა დე კირიკოს შემოქმედების იმ პირველი მეტაფიზიკური პერიოდის დასრულებისთანავე, როდესაც მხატვარმა მუზეუმებში დაცული დიდი ოსტატების ხელოვნება ხელახლა აღმოაჩინა და რენესანსის დროინდელი იტალიელი მხატვრობის ნიმუშების ასლების შექმნას შეუდგა. სინამდვილეში კი, ორივე […]

Წაიკითხე მეტი
25 მარტი 2019
პირველად თბილისში: ჯორჯო დე კირიკო, მეტაფიზიკური სამყაროს შემქმნელი

საქართველოს კვლავ სტუმრობს დიდი იტალიური ხელოვნება. გრძელდება იტალიის საელჩოს თანამშრომლობა საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან – ამჯერად მნახველს შესაძლებლობა ექნება იხილოს გამოფენა “დე კირიკო, ეზოთერიკოსი. მოგზაური ორ სამყაროს შორის”, რომელიც ორი თვის განმავლობაში, 27 მარტიდან 27 მაისამდე, ღია იქნება დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში (მის: თბილისი, შოთა რუსთაველის გამზ. 11). თბილისში პირველად იქნება წარმოდგენილი მეტაფიზიკური მხატვრობის ფუძემდებლის, მეოცე […]

Წაიკითხე მეტი
18 მარტი 2019
დიზაინი და მომავლის ქალაქები

გამოფენა და სემინარი იტალიელი და ქართველი არქიტექტორების მონაწილეობით “იტალიური დიზაინის დღესთან” დაკავშირებით 20 მარტს თბილისში, იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში (სიონის ქ. 8) გამოფენა და სემინარი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას იტალიელი და ქართველი არქიტექტორები მიიღებენ (დასაწყისი: 10:00სთ). დიზაინი ერთ-ერთ მთავარი მიმართულებაა, რომელიც იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ინიციატივის “Vivere All’Italiana” (“იცხოვრე იტალიური ცხოვრების […]

Წაიკითხე მეტი
8 მარტი 2019
INPS-ის პენსიის გადახდა უცხოეთში. ცოცხლად მყოფი პენსიონერების აღრიცხვის ყოველწლიური კამპანიის მეორე ეტაპი – ცოცხლად ყოფნის დადასტურება – სოციალური უზრუნველყოფის ეროვნული ინსტიტუტის (INPS) მიერ მომზადებული ვიდეორგოლი

INPS (სოციალური უზრუნველყოფის ეროვნული ინსტიტუტი) იტყობინება, რომ დაიწყო ცოცხლად მყოფი უცხოეთში მცხოვრები პენსიონერების აღრიცხვის კამპანიის მეორე ეტაპი. ინიციატივა ეხება ჩრდილო, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკის, აზიისა და შუა და შორეული აღმოსავლეთის, ასევე, სკანდინავიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და მათ მოსაზღვრე ქვეყნებში (მათ შორის, საქართველოში) რეზიდენტ პენსიონერებს. ცოცხლად ყოფნის დადასტურების სტანდარტული და ალტერნატიული ფორმულარები, რომლებიც შევსებულია პენსიონერების […]

Წაიკითხე მეტი