იტალიის საელჩო საქართველოში გაცნობებთ, რომ 2020 წლის n. 18 დეკრეტის „Cura Italia” (რომელსაც კანონის ძალა აქვს 2020 წლის 24 აპრილის n. 27 კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად) 103 მუხლის 2-4 პუნქტით გაგრძელებულია იტალიაში უცხოეთის მოქალაქისთვის გაცემული ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადები.
კერძოდ, ყველა ბინადრობის ნებართვის ვადა, რომლის მოქმედება იწურება 2020 წლის 31 იანვრიდან, ავტომატურად გაგრძელებულია 2020 წლის 31 აგვისტომდე. 1998 წლის 25 ივლისის n. 286 საკანონმდებლო დეკრეტის ერთიანი ტექსტის თანახმად სეზონური სამუშაოსთვის გაცემული ბინადრობის ვადა, რომლის მოქმედება იწურება 2020 წლის 23 თებერვლიდან 2020 წლის 31 მაისამდე, გაგრძელებულია 2020 წლის 31 დეკემბრამდე.
პასპორტის, პირადობის მოწმობის, მართვის მოწმობის, ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადისა და იტალიაში ყოფნის პერიოდის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით 2020 წლის n. 18 დეკრეტის „Cura Italia” თანახმად განსაზღვრული მითითებების ნახვა შესაძლებელია ამ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სიახლეებში.
იტალიის საელჩო, წარდგენილი მოთხოვნის საფუძველზე, გასცემს ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის ზემოაღნიშნული პერიოდით გახანგრძლივების დამადასტურებელ ცნობას. ცნობა გაიცემა იმის გათვალისწინებით, რომ მოქალაქეთა მიღება საკონსულო განყოფილებაში ამჟამად შეწყვეტილია (გადაუდებელი შემთხვევების გარდა).
შეგახსენებთ, რომ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებებისთვის არ ისარგებლოთ საელჩოს საგანაგებო სიტუაციებისთვის განსაზღვრული სატელეფონო ნომრით, არამედ მოგვწერეთ ელ.ფოსტის შემდეგ მისამართებზე:
tbilisi.infocons@esteri.it ; consolato.tbilisi@esteri.it და primosegr.tbilisi@esteri.it