ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

საელჩოდან

შეიყვანეთ თქვენი საძიებო პარამეტრები
Reset
28 აპრილი 2021
დანტე ალიგიერის გარდაცვალებიდან 700 წლისთავის აღნიშვნა საქართველოში

2021 წელი დანტე ალიგიერის ეძღვნება: მთელ მსოფლიოში აღინიშნება „იტალიური ენის მამად” და იტალიური კულტურის სიმბოლოდ აღიარებული პოეტის, მწერლისა და მოაზროვნის, დანტე ალიგიერის გარდაცვალების 700 წლისთავი. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მთელი წლის განმავლობაში ტარდება იტალიელი გენიოსის შემოქმედებასთან დაკავშირებული ასეულობით ღონისძიება, გამოფენა, საჯარო ლექცია თუ თეატრალური წარმოდგენა. იტალიის საელჩო თბილისში, საქართველოს სხვადასხვა ინსტიტუციასთან თანამშრომლობით, გთავაზობთ დიდი იტალიელი პოეტისადმი […]

Წაიკითხე მეტი
23 აპრილი 2021
სტიპენდიები მილანის ლა სკალას თეატრის აკადემიაში სწავლისთვის

იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო, ლა სკალას თეატრის აკადემიასთან მრავალწლიანი თანამშრომლობის საფუძველზე, გასცემს 10 სტიპენდიას (თითოეული სტიპენდიის ხანგრძლივობა 9 თვეს, ხოლო ოდენობა თვიურად 900 ევროს შეადგენს) ვოკალისტების დახელოვნების კურსზე სწავლისათვის.განაცხადის წარდგენა შესაძლებელია 2021 წლის 12 მაისამდე, აკადემიის ვებგვერდის მეშვეობით.დეტალური ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ. ასევე, იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო გასცემს 9 სტიპენდიას […]

Წაიკითხე მეტი
23 აპრილი 2021
სწავლის შესაძლებლობა წარჩინებული სტუდენტებისთვის: ინსუბრიას უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სასწავლო სტიპენდიები

ინსუბრიას უნივერსიტეტი იტალიაში, კერძოდ, კომოსა ან ვარეზეში სწავლის მსურველებს შესანიშნავ შესაძლებლობას აძლევს: საერთაშორისო სტუდენტებს 2021/2022 აკადემიური წლისთვის 10 სასწავლო სტიპენდიას სთავაზობს (თითოეული სტიპენდიის ოდენობა 10.000 ევროს შეადგენს) ინგლისურ ან იტალიურენოვან საბაკალავრო თუ სამაგისტრო პროგრამაზე სასწავლებლად. განაცხადების გაგზავნა შესაძლებელია ვებ-პორტალის i-STUD მეშვეობით 2021 წლის 15 ივნისის 12:00 საათამდე (იტალიური დროით).კონკურსის პირობებისა და დამატებითი ინფორმაციის სანახავად დააჭირეთ […]

Წაიკითხე მეტი
19 აპრილი 2021
განახლებული ინფორმაცია იტალიის ტერიტორიაზე შესვლასთან დაკავშირებით

გაცნობებთ, რომ 2021 წლის 16 აპრილს გამოქვეყნდა იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს ახალი განკარგულება იტალიის ტერიტორიაზე შესვლისა და იტალიიდან გამგზავრების თაობაზე, რომლის თანახმად: პირები, რომლებიც იტალიის ტერიტორიაზე შედიან მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის 2021 წლის 2 მარტის დეკრეტის n.20 დანართის “C”, “D” და “E” ჩამონათვალში მითითებული ქვეყნებიდან (მათ შორის, საქართველოდან), ექვემდებარებიან იტალიის ტერიტორიაზე შესვლამდე 48 საათის განმავლობაში ჩატარებულ PCR […]

Წაიკითხე მეტი
18 მარტი 2021
იტალიური წიგნის პოპულარიზაციისთვის, მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურის თარგმანისათვის, ასევე, მოკლე და სრულმეტრაჟიანი და მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებისათვის სატელევიზიო ფილმების დუბლირებისა და სუბტიტრებისათვის განკუთვნილი პრემიებისა და დაფინანსების კონკურსის პირობები

გამოქვეყნდა იტალიური წიგნის პოპულარიზაციისთვის, მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურის თარგმანისათვის (როგორც ნაბეჭდი, ასევე, ელექტრონული ფორმატის გამოცემების) და ასევე, მოკლე და სრულმეტრაჟიანი და მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებისათვის სატელევიზიო ფილმების დუბლირებისა და სუბტიტრებისათვის განკუთვნილი პრემიებისა და დაფინანსების კონკურსის პირობები. დაფინანსების მისაღებად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა ხდება 2021 წლის 7 მაისამდე იტალიის საელჩოში, შემდეგ მისამართზე: ჩიტაძის ქ. 3ა, თბილისი. დაფინანსების მისაღებად […]

Წაიკითხე მეტი
5 მარტი 2021
“Italiana, ენა, კულტურა და კრეატიულობა”, ახალი ვებ-პორტალი, რომელიც დღევანდელ იტალიაზე მოგითხრობთ

4 მარტიდან ამოქმედდა იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ინიციატივით შექმნილი ახალი ვებ-პორტალი “Italiana“, რომლის მიზანია იტალიური ენის, კულტურისა და კრეტიულობის პოპულარიზაცია. ვებ-პორტალი, რომელიც რამდენიმე სექციისგან შედგება (“კულტურა და კრეატიულობა”, “ენა და განათლება”, “შესაძლებლობები” და “ვინ ვართ”), ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზეც. სხვადასხვა ვებ-სერიების, დოკუმენტური ფილმების, პოდკასტების, კულტურულ ღონისძიებებთან და პროექტებთან დაკავშირებული სტატიებისა და სიახლების გარდა, […]

Წაიკითხე მეტი
4 მარტი 2021
იტალიური ენისა და კულტურის საზაფხულო კურსები გარნიანოში

მილანის უნივერსიტეტის ლინგვისტიკის ცენტრი SLAM ატარებს იტალიური ენისა და კულტურის საზაფხულო კურსებს, რომლებიც გაიმართება 2021 წლის ივლისისა და აგვისტოს თვეებში ქ. გარნიანოში (გარდას ტბაზე). კურსების ხანგრძლივობა 3 კვირას (84 საათს) შეადგენს. კურსებზე სწავლის მსურველი უცხოელებისთვის გამოყოფილია 14 ადგილი. სწავლის მსურველთა ასაკი 18-25 წელია. გარდა ამისა, აუცილებელია იტალიური ენის ცოდნა, სულ მცირე, B1 დონეზე. კურსებზე სწავლის […]

Წაიკითხე მეტი
3 მარტი 2021
“Italiana, ენა, კულტურა და კრეატიულობა”, ახალი ვებ-პორტალი, რომელიც დღევანდელ იტალიაზე მოგითხრობთ

4 მარტიდან ამოქმედდება იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ინიციატივით შექმნილი ახალი ვებ-პორტალი “Italiana” (italiana.esteri.it), რომლის მიზანია იტალიური ენის, კულტურისა და კრეტიულობის პოპულარიზაცია. ვებ-პორტალი, რომელიც რამდენიმე სექციისგან შედგება (“კულტურა და კრეატიულობა”, “ენა და განათლება”, “შესაძლებლობები” და “ვინ ვართ”), ხელმისაწვდომი იქნება ინგლისურ ენაზეც. სხვადასხვა ვებ-სერიების, დოკუმენტური ფილმების, პოდკასტების, კულტურულ ღონისძიებებთან და პროექტებთან დაკავშირებული სტატიებისა და […]

Წაიკითხე მეტი
17 თებერვალი 2021
მნიშვნელოვანი შეტყობინება პენსიონერებისთვის, რომლებიც პენსიას საქართველოში იღებენ

მსოფლიოში არსებული საგანგებო ეპიდსიტუაციის გამო, INPS (სოციალური უზრუნველყოფის ეროვნული ინსტიტუტი) გატყობინებთ, რომ Citibank-თან შეთანხმებით, გაგრძელდა იმ პენსიონერების ცოცხლად ყოფნის შემოწმების ვადა, რომლებიც პენსიას უცხოეთში იღებენ. აქამდე დადგენილი ვადა (2021 წლის 5 თებერვალი), რომლის განმავლობაშიც პენსიონერებს უნდა გაეგზავნათ ცოცხლად ყოფნის დამადასტურებელი ფორმულარი, გაგრძელებულია 2021 წლის 7 მაისამდე. იმ შემთხვევაში, თუ შემოწმების პროცედურა ამ ახალ ვადაში არ […]

Წაიკითხე მეტი
9 თებერვალი 2021
იტალიის თანათავმჯდომარეობა გაეროს „კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის“ (UNFCCC) წევრი სახელმწიფოების 26-ე კონფერენციაზე (COP26). გამოქვეყნდა პირობები ღონისძიებაში “Youth4Climate: Driving Ambition” მონაწილეობის მისაღებად

    იტალია ტრადიციულად ჩართულია გარემოს დაცვასა და კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლაში ეროვნულ და გლობალურ დონეზე, სადაც ამგვარი თემების განხილვა ისეთ მნიშვნელოვან მულტილატერალურ ჩარჩოებში ხდება, როგორიცაა გაეროს „კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის” (UNFCCC) წევრი სახელმწიფოების 26-ე კონფერენცია (COP26), რომელსაც ამჟამად იტალია გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად თანათავმჯდომარეობს, და აგრეთვე, დიდი ოცეულის ფარგლებშიც, რომლის ამჟამინდელი თავმჯდომარე იტალია გახლავთ. ამასთან დაკავშირებით, […]

Წაიკითხე მეტი