ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

63 თვის რაოდენობის სასწავლო სტიპენდია 2022-2023 აკადემიური წლისთვის

გასული წლების მსგავსად, იტალიის მთავრობა წელსაც სთავაზობს დახმარებას იტალიაში სწავლის მსურველ უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და საზღვარგარეთ მცხოვრებ იტალიის მოქალაქეებს. 2022-2023 აკადემიური წლისთვის საქართველოს მოქალაქეებისათვის გამოყოფილია 63 თვის რაოდენობის სტიპენდია. სტიპენდიის ოდენობა თვიურად 900 ევროს შეადგენს და მისი გამოყენება შესაძლებელია 2022 წლის 1 ნოემბრიდან 2023 წლის 31 ოქტომბრამდე.

იტალიის მთავრობა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სთავაზობს სასწავლო სტიპენდიებს შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამებისათვის:

  • სამაგისტრო პროგრამები;
  • AFAM-ს კურსები;
  • დოქტორანტურა;
  • პროექტები თანახელმძღვანელობით;
  • იტალიური ენისა და კულტურის კურსები.

მსურველებმა განაცხადი უნდა წარადგინონ მხოლოდ და მხოლოდ პორტალის Study in Italy მეშვეობით, 2022 წლის 13 ივნისის 14:00 საათამდე იტალიის დროით (2022 წლის 13 ივნისის 16:00 საათამდე საქართველოს დროით).

დაგვიკავშირდით მხოლოდ და მხოლოდ ელ.ფოსტის მეშვეობით, შემდეგ მისამართზე: tbilisi.lettorato@esteri.it (იტალიურ ან ინგლისურ ენებზე).

იტალიურ ენაზე საკონკურსო პირობების სანახავად დააჭირეთ აქ.
ინგლისურ ენაზე საკონკურსო პირობების სანახავად დააჭირეთ აქ.