გვიდო კარლის სახ. სოციალურ მეცნიერებათა თავისუფალი უნივერსიტეტი (LUISS) სთავაზობს 66 სტიპენდიას იმ საერთაშორისო სტუდენტებს, რომლებსაც სურთ სწავლის გაგრძელება 2022/2023 აკადემიურ წელს სამაგისტრო ონლაინ პროგრამის შემდეგ კურსებზე: მარკეტინგი; სტრატეგიული მენეჯმენტი.
კურსების ხანგრძლივობა 2 წელს შეადგენს და სწავლის მსურველებს გვიდო კარლის სახ. უნივერსიტეტში დისტანციური სწავლის შესაძლებლობას აძლევს. უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებული სტიპენდია ფარავს (სრულად ან ნაწილობრივ) პირველი წლის სწავლის საფასურს, სწავლის მეორე წლისათვის შესაძლებელია სტიპენდიის განახლება.
განაცხადის წარდგენა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში 2022 წლის 31 მაისამდე.
დეტალური ინფორმაციისთვის იტალიურ ენაზე დააჭირეთ აქ.
დეტალური ინფორმაციისთვის ინგლისურ ენაზე დააჭირეთ აქ.