ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

საქართველოში გაუქმდა დახურულ სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება

იტალიის საელჩო საქართველოში გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გუშინდელი დღიდან მოიხსნა პირბადის ტარების ვალდებულება, რომელიც უკვე გაუქმებული იყო ნაწილობრივ (გარე სივრცისთვის). პირბადის გამოყენება სავალდებულო რჩება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. შეიძლება ჩაითვალოს, რომ Covid-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებული შეზღუდვები თითქმის სრულად გაუქმებულია (რაც შეეხება იტალიასა და საქართველოს შორის მიმოსვლის მოქმედ წესებს, მათი ნახვა შესაძლებელია ბმულზე).