იტალიის კულტურის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი თარგმანისთვის ეროვნული პრემიის მისაღებად.
სამინისტროს ბიბლიოთეკებისა და საავტორო უფლებების გენერალური დეპარტამენტის მიერ ყოველწლიურად რვა (მთავარი და სპეციალური) პრემია გაიცემა მთარგმნელობით (როგორც უცხო ენიდან იტალიურ ენაზე, ასევე, იტალიური ენიდან უცხო ენაზე) და საგამომცემლო სფეროში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისთვის.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის წარდგენის ვადაა 2022 წლის 31 მარტი. კანდიდატებმა ჯეროვნად შევსებული განაცხადი უნდა გააგზავნონ სპეციალურად შექმნილი ონლაინ აპლიკაციის მეშვეობით (დარეგისტრირება აუცილებელია).
კონკურსის პირობების სანახავად დააჭირეთ აქ.