ინსუბრიას უნივერსიტეტი იტალიაში, კერძოდ, კომოსა ან ვარეზეში სწავლის მსურველებს შესანიშნავ შესაძლებლობას აძლევს: საერთაშორისო სტუდენტებს 2021/2022 აკადემიური წლისთვის 10 სასწავლო სტიპენდიას სთავაზობს (თითოეული სტიპენდიის ოდენობა 10.000 ევროს შეადგენს) ინგლისურ ან იტალიურენოვან საბაკალავრო თუ სამაგისტრო პროგრამაზე სასწავლებლად.
განაცხადების გაგზავნა შესაძლებელია ვებ-პორტალის i-STUD მეშვეობით 2021 წლის 15 ივნისის 12:00 საათამდე (იტალიური დროით).
კონკურსის პირობებისა და დამატებითი ინფორმაციის სანახავად დააჭირეთ აქ.