ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

პავიის უნივერსიტეტის პროგრამა “Foundation Year”

დაიწყო პავიის უნივერსიტეტის პროგრამაზე “Foundation Year” სწავლის მსურველთა ჩაწერა. პროგრამა ითვალისწინებს მოსამზადებელ კურსს იტალიურ ენაში იმ უცხოელი მოსწავლე-სტუდენტებისთვის, რომლებმაც ჯერ არ დაუსრულებიათ იტალიაში უმაღლესი განათლების მისაღებად აუცილებელი საშუალო განათლების მე-12 წელი.
სასწავლო პროგრამა შედგება იტალიური ენის კურსისა და არჩევითი კურსისგან შემდეგ საგნებში:

  • ჰუმანიტარული მეცნიერებები;
  • მეცნიერება და მედიცინა;
  • ეკონომიკა, სამართალი და პოლიტიკა.

2021/2022 სასწავლო წლისთვის შესაძლებელია ერთ-ერთის არჩევა შემდეგი სამი ვარიანტიდან:
Foundation Year residenziale, რომელიც გულისხმობს დასწრებას ყველა კურსზე 2021 წლის ოქტომბრიდან 2022 წლის ივნისამდე;
Foundation Year blended, რომელიც გულისხმობს სწავლის შერეულ ფორმას (იტალიური ენის ინტენსიური ონლაინ კურსის გავლის შემდეგ, რომელიც ჩატარდება 2021 წლის ოქტომბრიდან 2022 წლის თებერვლამდე, აუცილებელი იქნება დასწრება იტალიური ენის კურსის მეორე ნაწილსა და არჩევითი საგნების კურსზე, რომლებიც გაიმართება 2022 წლის მარტიდან ივნისამდე);
Foundation Year online, რომელიც გულისხმობს სწავლას დაუწრებლად ონლაინ კურსებზე 2021 წლის ოქტომბრიდან 2022 წლის ივნისამდე.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 15 სექტემბერი.

კურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და კურსზე ჩაწერის პირობების სანახავად დააჭირეთ აქ.