ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

უვიზო მიმოსვლა შენგენის სივრცეში საქართველოს მოქალაქეებისათვის

2017 წლის 28 მარტიდან საქართველოს ბიომეტრიული პასპორტის მფლობელ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლით 90 დღის ვადით 180 დღის განმავლობაში.
აუცილებელია შენგენის სივრცეში დარჩენის დღეების გამოთვლა. შენგენის სივრცეში დარჩენის ხანგრძლივობის გამოთვლა შესაძლებელია შესაბამისი კალკულატორის მეშვეობით.
შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლით სარგებლობის პირობებია:

  • საქართველოს მოქალაქე უნდა ფლობდეს მოქმედ სამგზავრო დოკუმენტს (ბიომეტრიულ პასპორტს);
  • საქართველოს მოქალაქემ უნდა დაადასტუროს შენგენის სივრცეში დაგეგმილი ვიზიტის მიზანი და პირობები, გააჩნდეს საკმარისი საარსებო საშუალებები, როგორც დაგეგმილი ვიზიტის პერიოდისთვის, ასევე, უკან დასაბრუნებლად;
  • არ უნდა არსებობდეს შეტყობინება “შენგენის საინფორმაციო სისტემაში” (SIS) შესვლაზე საქართველოს მოქალაქისთვის უარის თქმის შესახებ;
  • საქართველოს მოქალაქე არ უნდა მიიჩნეოდეს საფრთხედ რომელიმე წევრ ქვეყანაში საზოგადოებრივი წესრიგის, შიდა უსაფრთხოების, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის ან საერთაშორისო ურთიერთობებისთვის.

უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული დეტალების, ხშირად დასმული კითხვებისა და პასუხების სანახავად დააჭირეთ აქ:
უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული ძირითადი წესების გასაცნობად იხილეთ ვიდეორგოლი.