ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

დავიდე ამადიო და მისი ვიოლონჩელო ბაროკოს მუსიკალურ ფესტივალზე

შარშანდელი წარმატების შემდეგ, თბილისი წელსაც მასპინძლობს ბაროკოს მუსიკალურ ფესტივალს (10 ნოემბერი – 14 დეკემბერი) და, დიდებული მუსიკისა და ძველებური საკრავების მეშვეობით, მსმენელს სთავაზობს, ეზიაროს ბაროკოს პერიოდის ბრწყინვალებას.
ცხადია, რომ იტალია, რომელიც გამოირჩევა ბაროკოს პერიოდის მუსიკის შექმნისა და შესრულების შესანიშნავი ტრადიციითა და საუკეთესო სიმებიანი საკრავებით, ამ ფესტივალს ვერ გამოაკლდებოდა. ბუნებრივია, რომ ამ ფესტივალში იტალიის საელჩოც ჩაერთო. 9 დეკემბერს, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება უნიჭიერესი იტალიელი ვიოლონჩელისტის, დავიდე ამადიოს კონცერტი, რომელიც ბაროკოს პერიოდის ყველაზე ცნობილ მუსიკალურ ნაწარმოებებს შეასრულებს. მობრძანდით და ისიამოვნეთ!

amad2