საქართველოს პრეზიდენტი ბატონი გიორგი მარგველაშვილი ეწვია ჩვენს საელჩოს თბილისში და პატივი მიაგო ახლახან გარდაცვლილი დიდი სახელმწიფო მოღვაწისა და დიდი ევროპელის, იტალიის ყოფილი პრეზიდენტის კარლო აძელიო ჩამპის ხსოვნას. პატივისცემითა და წუხილით აღსავსე სამძიმრები – ისევე, როგორც ცენტრალურ იტალიაში მომხდარი საზარელი მიწისძვრის შემდეგ თანაგრძნობის გამოხატვისას, ესეც ჩვენი ქვეყნისადმი გამოხატული მეგობრობის კიდევ ერთი ჟესტია. ამჯერადაც, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა და უამრავმა ცნობილმა ქართველმა გამოხატა თანაგრძნობა და საელჩოში გახსნილი სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.