საბავშვო კინოფესტივალი 24დან 26 ივნისამდე, თბილისის აგრარულ უნივერსიტეტში გაიმართება. ჯიფონი კამპანიის რეგიონის პატარა სოფელია, სადაც 45 წლის წინ უნიკალური ფესტივალი დაიბადა. ფესტივალი, რომელსაც ფრანსუა ტრიუფო „ ყველაზე აუცილებელს” უწოდებდა. კინოფესტივალი, რომლის ავტორები და შემსრულებლები მოზარდები არიან. სწორედ ისინი – თინეიჯერები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან – არიან ფესტივალი ჟიურის წევრები, სწორედ ისინი აჯილდოვებენ ფილმებს, მართავენ დისკუსიებს მსახიობებთან და რეჟისორებთან. „ჯიფონი”-ს პირველი კინოფესტივალი 2015 წლის ოქტომბერში გაიმართა და მას არნახული წარმატება ხვდა წილად 500 ზე მეტი მოზარდის მონაწილეობით სრულიად საქართველოდან, მასტერკლასებით, დისკუსიებით, ფილმების ჩვენებებით, კონცერტებით, რომლებიც ფესტივალის დახურვისას „ ჯიფონი, ჯიფონი” -ს შეძახილებით, ერთ გუნდად გაერთიანდნენ ,საფირმო მაისურებში გამოწყობილები. „ჯიფონი”-ს მომდევნო ფესტივალის მოლოდინში, რომელიც აი უკვე, სულ მალე დაიწყება. პროგრამაშია ფილმები, დისკუსიები, სახელოსნოები, შეხვედრები, ინტელექტუალური თამაშები და სხვა.