ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

იტალიის მთავრობის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და საზღვარგარეთ მცხოვრები იტალიის მოქალაქეებისათვის გამოყოფილი სასწავლო სტიპენდიები 2016-2017 აკადემიური წლისთვის (განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2016 წლის 15 აპრილის შუაღამე იტალიური დროით, 2016 წლის 16 აპრილის 02.00 საათი საქართველოს დროით)

გაცნობებთ, რომ ვებგვერდზე:

http://borseonline.esteri.it დაიწყო ონლაინ რეჟიმში განაცხადების წარდგენის პროცედურა იტალიის მთავრობის მიერ 2016-2017 აკადემიური წლისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და საზღვარგარეთ მცხოვრები იტალიის მოქალაქეებისათვის გამოყოფილი სასწავლო სტიპენდიების მისაღებად.

დეტალური ინფორმაცია სასწავლო სტიპენდიის ტიპის, კანდიდატურის წარდგენისთვის აუცილებელი პირობებისა და ფორმალობების შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულებზე:

შეგახსენებთ, რომ განიხილება მხოლოდ ის განაცხადები, რომლებიც წარმოდგენილი იქნება რეგისტრაციის თანახმად, ონლაინ რეჟიმში შევსებული ანკეტის

“Borse on line” სახით, რომელიც ხელმისაწვდომია ზემოთ მითითებულ ვებგვერდზე. ონლაინ რეჟიმში შევსებული ანკეტის საბოლოო ვერსიის გაგზავნის ბოლო ვადაა 2016 წლის 15 აპრილი, შუაღამე (იტალიის დროით), 2016 წლის 16 აპრილის 02.00 საათი (საქართველოს დროით).

ყოველი სტიპენდია შეადგენს თვიურად 820 ევროს ( რაც საგრძნობლად მეტია 2015 წელს განსაზღვრულ სტიპენდიებთან შედარებით, რომელთა ოდენობა 620 ევროს შეადგენდა). საქართველოს მოქალაქეებისათვის გამოყოფილია 36 თვის რაოდენობის სტიპენდია.

სასწავლო სტიპენდიის მსურველთათვის სასარგებლო ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე:

http://www.esteri.it/MAE/IT/Ministero/Servizi/Stranieri/Opportunita/BorseStudio_stranieri.htm

იგივე ინფორმაცია ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზეც:

http://www.esteri.it/MAE/EN/Ministero/Servizi/Stranieri/Opportunita/BorseStudio_stranieri.htm?LANG=EN .