15 და 16 ოქტომბერს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში გაიმართა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ჩვენება “Demo Farm”, სადაც მონაწილეობა მიიღო მეხილეობის, მებოსტნეობისა და მევენახეობის სექტორში მოქმედმა ათზე მეტმა იტალიურმა კომპანიამ (Costruzioni Meccaniche Ferrari, F.lli Spedo, Ideal Srl, Retificio Padano, Bassi Seminatrici, Forigo Roteritalia, Idromeccaniche Lucchini, Enotecnica Pillan, Casella Macchine Agricole, Top Plant, Meccanica Malavasi).
სასოფლო-სამეურნეო მანქანების ექსპოზიცია მოეწყო ღონისძიებისთვის საგანგებოდ შერჩეულ სათბურში, სადაც, ექსპოზიციასთან ერთად, გაიმართა იტალიური მანქანა-დანადგარებისა და მათი მახასიათებლების თვალსაჩინო დემონსტრაცია. ორი დღის განმავლობაში ექსპოზიცია მოინახულა სოფლის მეურნეობის სფეროში მომუშავე ასამდე ქართულმა კომპანიამ.
ღონისძიებას დაესწრნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის, შიდა ქართლის რეგიონის (გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების) გუბერნატორის მოადგილე, კასპის გამგებელი და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი.
თან ერთვის ღონისძიების ამსახველი ფოტოსურათები.