თბილისის საერთაშორისო ფოტოფესტივალის ფარგლებში, რომელიც დედაქალაქში 25 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე გაიმართება, ცნობილი ფოტოხელოვანის, ალექს მაიოლის გამოფენა “At the top of my voice. Georgia 2008-2009“ გაიხსნება. გამოფენა, რომელიც რუსეთ-საქართველოს 2008 წლის კონფლიქტის შემდგომ, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გადაღებულ ფოტონამუშევრებს მოიცავს, თბილისის მწერალთა სახლში იქნება ორგანიზებული. ეს ფოტონამუშევრები, ერთად, პირველად იქნება თბილისში წარმოდგენილი.
გამოფენის ოფიციალური გახსნა იტალიის ელჩის, ბატონი ბარტოლის თანდასწრებით კვირას, 27 სექტემბერსგაიმართება. გამოფენა ორგანიზებულია თბილისში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით.