დაიწყო შესარჩევი კონკურსი სამაგისტრო კურსზე “Interdisciplinary Research and Studies on Eastern Europe (MIREES)” დასასწრებად, რომელიც ორგანიზებულია ბოლონიის უნივერსიტეტის მიერ კაუნასის ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტთან, ბუდაპეშტის კორვინუსის უნივერსიტეტთან და სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.
აღნიშნული კურსი ინგლისურ ენაზე ჩატარდება და მისი დამთავრების შემდგომ გაიცემა პარტნიორი უნივერსიტეტების ერთობლივი დიპლომი. პირველი წლის განმავლობაში სწავლა ჩატარდება ფორლის კორპუსში, პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლაში, ხოლო მეორე წლის განმავლობაში სტუდენტები ვალდებულნი არიან, სულ მცირე, 5 თვე, ისწავლონ კურსებზე ან აწარმოონ კვლევები სადიპლომო ნაშრომისთვის საზღვარგარეთ. სტუდენტობის მობილობა უზრუნველყოფილია “ერაზმუსის” ქსელისა და MIREES-ის სტუდენტური მობილობის სქემის მიერ.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 18 მაისი.
დეტალური ინფორმაცია კურსისა და კონკურსის შესახებ ხელმისაწვდომია ვებგვერდზე:
http://corsi.unibo.it/2Cycle/mirees/Pages/callforapplication.aspx