ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

ელჩი ფავის ვიზიტი საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში

30.03.2015, თბილისი – გასულ 30 მარტს იტალიის ელჩმა მონაწილეობა მიიღო იტალიასადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, რომელიც გაიმართა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში. უნივერსიტეტის სტუდენტებმა, უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან ერთად მოამზადეს იტალისადმი მიძღვნილი ინიციატივები, როგორიცაა: ელექტრონული ჟურნალის “დიპლომატის” ახალი გამოცემის პრეზენტაცია, სადაც გამოქვეყნდა ელჩთან ინტერვიუ; იტალიური ქალაქებისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა; სტუდენტური “იტალიური კლუბის” გახსნა. იტალიის საპატივცემულოდ გაიმართა წარმოდგენა ქართული ცეკვა-სიმღერით და სტუდენტების მიერ მომზადებული იტალიური ცეკვით “ტარანტელა”.
იტალიის ელჩმა ისაუბრა იტალიასა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე და სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა. უნივერსიტეტის რექტორმა სერგო ვარდოსანიძემ თავის სიტყვაში ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ ათასწლოვან ურთიერთობებს და თანამედროვე საქართველოსთვის იტალიის როლის მნიშვნელობას.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა.