ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

ევროკავშირი – საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) კონფერენცია ქ. ბრიუსელში (2015 წლის 27 აპრილი)

ევროკავშირი – საქართველოს ბიზნეს საბჭო (EUGBC), საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სამინისტროსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად, 27 აპრილს ქ. ბრიუსელში გამართავს კონფერენციას “Georgia’s new opportunities in free trade with the EU”.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ქართული და ევროპული კომპანიების 50-მდე წარმომადგენელი, ევროკავშირის ინსტიტუციების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი და სხვადასხვა ექსპერტები.
27 აპრილის ღონისძიება შესაძლო ინვესტორებს საშუალებას მისცემს, გაეცნონ იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც საქართველო სთავაზობს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ხელმოწერის შემდეგ.
კონფერენციის შემდეგ გაიმართება ““EUGBC Expo & Economic Photo Exhibition and B2B Platform”, რომლის განმავლობაში კომპანიების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, ევროპულ მხარესთან პირდაპირი კონტაქტები დაამყარონ.
კონფერენციასა და მასში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია იხილეთ “ევროკავშირი – საქართველოს ბიზნეს საბჭოს” ვებგვერდზე: http://eugbc.net/?p=31346