დაიწყო უცხოელებისთვის იტალიური ენისა და კულტურის კურსზე სწავლის მსურველთა ჩაწერა. კურსი ჩატარდება ქ. რომის უნივერსიტეტში “ლა საპიენცაში” 2015 წლის 6-18 ივლისს.
“ლა საპიენცას” საზაფხულო სკოლა ითვალისწინებს ორ, ერთმანეთისგან დამოუკიდებელ პარალელურ კურსს (ერთს იტალიურ ენაზე, ხოლო მეორეს ინგლისურ ენაზე), რომლებიც მოიცავს “ლა საპიენცას” ლექტორების მიერ ჩატარებულ ლექციებს, იტალიური ენისა და კულტურის კურსებსა და მნიშვნელოვანი ღირშესანიშნაობების მონახულებას.
განაცხადის ფორმა და დეტალური ინფორმაცია კურსების პროგრამებისა და ფასების შესახებ ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: http://en.uniroma1.it/study-us/summer-school
კურსზე სწავლის მსურველთა განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 30 აპრილი.